ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა იცის, როგორ გამოიმუშავოს ფული

17 წელია ფიფას შვეიცარიელი იოზეფ ბლატერი ხელმძღვანელობს. ამ უმნიშვნელოვანეს და მსოფლიო სპორტში უაღრესად პოპულარულ ორგანიზაციაში ის რიგით მერვე შეფია. სპორტის ამ სახეობასთან გარკვეულწილად დისტანცირებული ადამიანისთვისაც კი ცხადი იქნება, რომ ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციის თავკაცი, მით უფრო, როცა ის თითქმის ორი ათეული წელიწადია ხელმძღვანელ თანამდებობაზეა, გამორჩეული თვისებებისა და მართვის განსაკუთრებული უნარის მქონე პიროვნება უნდა იყოს.

უკიდურესად რთულია მართავდე სახეობას, რომლის მაჯაზეც პლანეტის მილიონობით ადამიანს (მწვრთნელს, მოთამაშეს, სხვადასხვა რანგის მუშაკს) უდევს ხელი და რომლის თითქმის ყოველდღიურ ყოფას მილიარდამდე ადამიანი (გულშემატკივარი, მაყურებელი) ადევნებს თვალს.

ბლატერი არცთუ ცოტა უარყოფითი პიროვნული მახასიათებლებით ცნობილი კაცია, მმართველობის მისი სტილის კრიტიკოსი ჭარბადაა მსოფლიოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზეპი ძლიერი მმართველი არაა. პირიქით, ზეპი საყოველთაოდ აღიარებული დიდი ბოსია!

ასაკის მიუხედავად (79 წლისაა), 29 მაისს ის მეხუთე ვადით აპირებს ფიფას პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას. ბლატერი მერვე პრეზიდენტია ფიფას ისტორიაში. ამ ორგანიზაციას მასზე მეტხანს მხოლოდ ჟიულ რიმე ედგა სათავეში, რომელიც 1921-1954 წლებში მართავდა ფიფას.

უსაქმურების თამაში

ზეპმა ლოზანის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იურისტის დიპლომი მიიღო. ფეხბურთისადმი გულგრილი არც სიჭაბუკისა და ახალგაზრდობის ასაკში ყოფილა, იცავდა შვეიცარიის სხვადასხვა სამოყვარულო კლუბის ღირსებას. მამამისი, თურმე, შვილის არჩევანს სკეპტიკურად უყურებდა.

"ფეხბურთი უსაქმურების თამაშია და ამით მაძღარი ვერ იქნები", - უკიჟინებდა ის იოზეფს. ზეპმა ბედი სპორტულ ჟურნალისტიკაშიც სცადა და შვეიცარიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრიც გახლდათ.

1962 წელს მუშაობა ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში დაიწყო. ორ წელიწადში კი შვეიცარიის ჰოკეის ასოციაციის გენერალურ მდივნად მოგვევლინა. ბლატერმა 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ორგანიზებაშიც მიიღო მონაწილეობა - შვეიცარიული საათების ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენელი გახლდათ.

1975 წლიდან იწყება ზეპის გზა ფიფას მაღალი საფეხურებისკენ. ამ წელს ის ორგანიზაციის ტექნიკური დირექტორი გახდა. 1981 წელს პრეზიდენტ ჟოაო აველანჟის ხელშეწყობით ფიფას გენერალური მდივნის პოსტზე აირჩიეს.

უსუფთაო არჩევნები

ბლატერი თანდათან იქცა ფიფაში გავლენიან ფიგურად - პრეზიდენტ აველანჟის მარჯვენა ხელად და არავის გაჰკვირვებია, როცა 1998 წელს, ბრაზილიელი ბოსის წასვლის შემდეგ, გენერალური მდივნის პოსტზე მუშაობის 17 წლის სტაჟის მქონე ზეპმა პრეზიდენტობაზე განაცხადა პრეტენზია.

მას კონკურენტად უეფას პრეზიდენტი, შვედი ლენარტ იუჰანსონი ჰყავდა. შვეიცარიელმა მოიგო, მაგრამ პირველივე არჩევნებზე აგორდა ჭორები მის მიერ ხმების მოსყიდვის თაობაზე. მთავარი კი ისაა, რომ ჭორები არ ყოფილა უსაფუძვლო.

საერთოდ, როგორც პირველი, ისე ყოველი ხელახალი არჩევისას ბლატერის მიმართ ბრალდებების მთელი ტალღა მოდიოდა. მას ადანაშაულებდნენ ათასგვარ მაქინაციებში, თუმცა არ ჩანდა მტკიცებულებები (მისი მოპოვება როდისაა იოლი?) და ზეპიც მშრალად გამოდიოდა ჭაობიდან.

ზეპს გამოუვალი მდგომარეობიდან დანაკარგის გარეშე გამოსვლის დიდი ნიჭი აქვს. მეტწილად სწორედ ამის დამსახურებითაა ამდენი წლის განმავლობაში ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე. ოთხი ვადით ხელახლა არჩეული ბლატერი, მისი თამაშის წესების უსუფთაობის გამო დისკომფორტს დიდად არ შეუწუხებია.

მას კარგი ურთიერთობა აქვს ყველა კონტინენტის, ძალიან ბევრი ქვეყნის უმაღლეს პირთან. მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნის უამრავი ჯილდო - საფრანგეთის საპატიო ლეგიონის, თუ უკრაინის იაროსლავ ბრძენის ორდენებით დაწყებული და ჯიბუტის ეროვნული ორდენით დამთავრებული.

ფულის გამომუშავების ნიჭი

ფიფა არა მხოლოდ მართავს საფეხბურთო შეჯიბრებებს მთელ პლანეტაზე, არამედ, გვევლინება ლიცენზიებით უმსხვილეს მოვაჭრედ მსოფლიო სპორტში. მონოპოლისტის მიერ შეთავაზებული პროდუქტების სპექტრი დიდია. ჩემპიონატებთან დაკავშირებული მაისურებით, სუვენირებით დაწყებული და ტელეტრანსლაციების უფლებებით დამთავრებული.

მთავარი საფეხბურთო ორგანიზაცია ზეპმა მძლავრ ტრანსნაციონალურ კორპორაციად, მსოფლიოს ჩემპიონატები კი უაღრესად მომგებიან ბიზნესპროექტად გადააქცია.

ბლატერმა იცის, როგორ გამოიმუშავოს ფული. ნიშანდობლივია, რომ ფიფას მოგების გადასახადი არ ებეგრება.

ერთ-ერთი დიდი სკანდალი, რომელიც ბლატერთანაა დაკავშირებული, 2001 წელს აგორდა. მაშინ არასწორი მარკეტინგული პოლიტიკის გამო კორუფციაში გასვრილი ფიფას პარტნიორი კომპანია ISL გაკოტრდა, თუმცა ზეპმა შეძლო ამ სკანდალის ჩაქრობაც და, სხვათა შორის, დღემდე უარს ამბობს მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კომენტარზე.

სამაგიეროდ, ხალისიანად ლაპარაკობს მიღწევების შესახებ.

"სათავეში ჩემი მოსვლის დღიდან ტელეტრანსლაციებიდან შემოსავალი 12-ჯერ გაიზარდა. ფიფას პატრონაჟის ქვეშ მყოფი ფეხბურთის ეროვნული ასოციაციების წლიური ბრუნვა კი 300 მილიონ დოლარს შეადგენს. არც ერთი სხვა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცია ამხელა ბრუნვით ვერ დაიკვეხნის", - ტრაბახობს შვეიცარიელი ჩინოსანი.

ამაოდ მეტყველი

ბლატერს არც სისულელეების თქმა ეზარება და არც ბოდიშის მოხდა. ვერავინ დათვლის, რამდენი საჯარო ბოდიში აქვს მოხდილი ზეპს, თანაც ისეთი, რომ იფიქრებდით, ამის ართქმა ჩვეულებრივი რამაა და რატომ უნდა გაიხადოს ბოდიშის მოსახდელად საქმეო, მაგრამ ეს ხომ ზეპის ჩვევაა - მუდამ ისაუბროს ისე, რომ არ ჩამოვიდეს მედიასაშუალებების მთავარი გვერდებიდან.

მას უყვარს პოპულარობა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა არ იყოს უხმაურო მმართველი.

რუსულ-ყატარული თავის ტკივილი

ბოლოს ბლატერთან დაკავშირებული ყველაზე ხმაურიანი კამპანია 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევასთანაა დაკავშირებული. არსებობდა და ფართო საზოგადოებაში დღემდე არ გაქარწყლებულა ეჭვი იმის თაობაზე, რომ რუსეთს და ყატარს მოსყიდვის და გარკვეული მაქინაციებით დაეხმარნენ ფიფას აღმასკომის წევრები მასპინძლობის უფლების მოპოვებაში.

ჯერ კიდევ ამ ქვეყნების გამორჩევამდე, ნამდვილ ბომბად იქცა ინგლისელი ჟურნალიტების პროვოკაცია, რომლებმაც ამერიკელი ბიზნესმენების სახელით ფიფა-ს აღმასკომის ორ წევრს შესთავაზეს ქრთამი აშშ-ის კანდიდატურის მხარდასაჭერად და ამაზე მიიღეს თანხმობა.

თუმცა ზეპი პროცესიდან მხოლოდ ეჭვმიტანილების ჩამოცილებით შემოიფარგლა და არჩევნები მაინც ჩატარდა. რუსეთი (2018) და ყატარი (2022) მუნდიალების მასპინძლებად დასახელდნენ.

მას შემდეგ არ წყდება საუბრები ბლატერის მიერ ფიფას ბინძური წესებით მართვის შესახებ. ზეპს ეს თემა თავის ტკივილადაც ექცა, თუმცა სიტუაციიდან თავის დაძვრენას ახლაც ცდილობს.

"ფიფას აღმასკომის წევრები ჩემს გარემოცვას წარმოადგენენ, ისინი სხვადასხვა მსოფლმხედველობის და კულტურის ხალხია. მათ განსხვავებული წარმოდგენა აქვთ ეთიკასა და მორალზე. მათ მე კი არა, ექვსი კონფედერაციის წარმომადგენლები ირჩევენ, ამიტომ მათ საქციელზე პასუხს არ ვაგებ", - ამბობს ბლატერი.

მისი სახელი სუფთა არ არის. ფიფას ხელმძღვანელობაში ბევრია ისეთი ფუნქციონერი, რომელიც მრავალი წელია თანამდებობაზეა და მათი მისამართით კითხვები არსებობს.

დაახლოებით მსგავსი სიტუაცია ადრე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც შეექმნა და მაშინ ამ ორგანიზაციაშიც მცირე კოსმეტიკური რემონტით სცადეს ვითარების დარეგულირება, მაგრამ ამას კინაღამ სოკ-ის რღვევა მოჰყვა. ამიტომ შემდეგ რეფორმები და წმენდა უფრო მასშტაბურად განხორციელდა და რყევები შეჩერდა.

ბლატერიც ამ ხმაურის გამო იძულებულია რადიკალური რეფორმების გატარება დაიწყოს, ოღონდ, ჯერ სავარძლის შენარჩუნებაზე მოუწევს დიდი ნერვიულობა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

qutaiseli
წლიურად 300 მილიონი? აშკარად შეცდომაა. ფიფაში 209 წევრია და მათი ერთად აღებული ბრუნვა გაცილებით მეტი იქნება.
"ვერ ვხვდები, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?" - ფიგუ ინფანტინოს გადადგომას მოითხოვს
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
[VIDEOS] მესის დუბლი და ასისტი - მაიამის "ინტერმა" "სან ლუისს" მოუგო
"ვერ ვხვდები, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?" - ფიგუ ინფანტინოს გადადგომას მოითხოვს
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"ცვლილებები აუცილებელია" - უეფამ ჯანი ინფანტინოს გადადგომა მოითხოვა
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი გარდაიცვალა
მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბლატერი საავადმყოფოში გადაიყვანეს
85 წლის ბლატერი ფეხბურთს თითქმის 7 წლით ჩამოაშორეს
როგორ შენდებოდა "დინამოს" სტადიონი - 100-ათასიან პროექტზე მოსკოვი სულ გაგიჟდა
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
დიდი ბოსები: ფეხბურთის კაიზერი
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
ბლატერი და პლატინი თაღლითობაში არიან ბრალდებული
84 წლის ბლატერმა კორონავირუსი გადაიტანა
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
FIFA-მ ახალი რევოლუციური პროექტი დაანონსა, რის გამოც ევროპელები მუნდიალს ბოიკოტს გამოუცხადებენ? - სკანდალური ამბის დეტალები
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს