ფილიპინებში გამართულ პირველივე ორთაბრძოლაში ლევან მაყაშვილმა მარკ ედივა დაამარცხა

16 მაისს პასაიში (ფილიპინები), პრესტიჟულ UFC ჩემპიონატში (მებრძოლთა აბსოლუტური ჩემპიონატი) ქართველი სპორტსმენის წარმატებული დებიუტი ვიხილეთ. UFC შერეული ორთაბრძოლების ყველაზე მაღალი რანგის შეჯიბრებაა. ქართველს ამ რანგის ჩემპიონატში ჯერ არ უასპარეზია და ლევან მაყაშვილი პირველი ჩვენებურია.

ეს 26 წლის სპორტსმენი გორიდანაა. ვიდრე 2011 წელს ამერიკაში გადავიდოდა საცხოვრებლად და საასპარეზოდ, გორში თავისუფალი ჭიდაობის სექციაში ნუგზარ სხირელთან ვარჯიშობდა. მაყაშვილი მუდამ აქტიურად და რაც მთავარია, წარმატებით იყენებს ჭიდაობის ხერხებს შერეული ორთაბრძოლებისას. იგი 66 კგ-ში მეტსახელ "ბზიკით" (Hoornet) ასპარეზობს.

აქამდე ჩატარებული 10 პაექრობიდან 9 მოგებული აქვს, აქედან გამარჯვებით ხუთი დროზე ადრე დაასრულა. ფლობდა CFFC ჩემპიონის ქამარს.

ერთადერთი შეხვედრა ალექსანდრ ბეზერასთან 2014 წლის აგვისტოში დათმო, მაგრამ ორ თვეში მატჩ-რევანშისას ისიც დაამარცხა.

პასაიში UFC-ს პირველივე ბრძოლაში მაყაშვილის მოწინააღმდეგე მარკ ედივა იყო. ქართველი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, ჭიდაობის ილეთებით მეტოქეს, ძირითადად, პარტერში გადასვლას აიძულებდა და იქ მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშ ამყოფებდა. სამი მსაჯიდან ორმა ქულები ლევანის სასარგებლოდ დათვალა, ხოლო ერთმა რეფერიმ ფრე დააფიქსირა და შესაბამისად, გამარჯვებულადაც მაყაშვილი დასახელდა.

"UFC-ში ასპარეზობა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. მიხარია, რომ აქ მოვხვდი და თანაც, გამოსვლა გამარჯვებით დავიწყე. ფილიპინებში საბრძოლველად ჩამოსულს ცოტა ადაპტაცია გამიჭირდა, მაგრამ ყველაფერი მაინც კარგად დასრულდა", - უთხრა ჟურნალისტებს ლევან მაყაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zviadi
Vულოცავ ყველას ამ გამარჯვებას!ყოველთვის მიკვირდა ამ ვაჟკაცურ სპორტის საეხეობაში როგორ ვერ ვქაჩავდით და აი დებიუტიც შედგა !ეს ერთი და სხვა მრავალი!გამარჯვებებით გევლოს წინ ლევან საბოლოო ტიტულამდე!
გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
ლევან მაყაშვილი - პირველი ქართველი მებრძოლი UFC-ში, გასაოცარი სტატისტიკით [GIF]
ავთანდილ ხურციძის დედა: ჩემს შვილს სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს
რაზე საუბრობდნენ ლევან მაყაშვილი და მისი მოწინააღმდეგე ბრძოლის დროს
8 აგვისტოს ვიბრძოლებ და მზად ვარ ყველა შევჭამო - მაყაშვილი რუს თემიროვს შეხვდება [PHOTO]
არ გაიღვიძო, გენო, არა! - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან
ნუგზარ სხირელი: ლადოს ახალ წონაში ყველაზე მეტად ფიზიკური მომზადება მაფიქრებს
ლევან მაყაშვილმა მოწინააღმდეგე "ნაგლი" საქციელისთვის დასაჯა და სასტიკად დაანოკაუტა! [VIDEO]
ჯონ პეტერსონი: ჭიდაობა გორელებისთვის დნმ-ის ნაწილია
ლადოს მიზანდასახულობა და გენოს ტვირთი - ინტერვიუ ნუგზარ სხირელთან
ყველა ტიტული ხელახლა უნდა მოვიპოვო - ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან
"ამდენ მკვლელებსა და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ"
ბოლომდე მოგყვები, ოლიმპიურ ჩემპიონობამდეო - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან