"ბასკონიაში" არსებულ სიტუაციაზე ესპანურ გამოცემა "ელკორეოს" თორნიკე შენგელია ესაუბრა
ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, თუმცა, თუ გადატანილ მატჩსაც ჩავთვლით, თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" ორი შეხვედრის გამართვა უწევს.

პირველი - 20 მაისს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ (შინ), მეორე - 23 მაისს, "მონბუსთან" (სტუმრად).

ბასკებმა ბოლო ტურებში ერთმანეთს წაგებები გადააბეს და პლეი ოფში მოხვედრის საკითხს კითხვის ნიშანი დაუსვეს. სატურნირო მდგომარეობა ასეთია: "ბასკონიას" 17 მოგება და 15 მარცხი აქვს და მერვე ადგილზეა (პლეი ოფში სწორედ 8 გუნდი გადის). ასევე 17 მოგებით და 16 მარცხით საპლეიოფო ზონის მიღმა, მე-9 ადგილზეა "სარაგოსა". ასე და ამგვარად, "ბასკონიას" პლეი ოფის საგზურის გასანაღდებლად ერთი გამარჯვება სჭირდება.

არსებულ სიტუაციაზე ესპანურ გამოცემა "ელკორეოს" თორნიკე შენგელია ესაუბრა. მას ჯერ ბოლო ტურში "ესტუდიანტესთან" მარცხზე ჰკითხეს.

- წაგების მიზეზებზე მსჯელობა მიჭირს. რომ ვიცოდეთ, მცირე ჩავარდნა კონკრეტულად რისი ბრალია, მეორე დღესვე გამოვასწორებდით. "ესტუდიანტესთან" ენერგია არ გვეყო? ყოფილა მატჩები, როცა ენერგიის ნაკლებობა არ გვიგრძვნია, მაგრამ მაინც ვერ მოგვიგია. საპირისპირო შემთხვევების ჩამოთვლაც შეიძლება. მჯერა, რომ წარუმატებლობა დროებითია, "ბასკონია" შეკრული ოჯახია და ერთობლივი მუშაობით სიტუაციას აუცილებლად გამოვასწორებთ.

როგორც მოგახსენეთ, 20 მაისს, ოთხშაბათს ბასკები მადრიდის "რეალს" უმასპინძლებენ, გუნდს, რომელმაც კვირას ევროლიგა მოიგო. მართალია, ვიტორიული მატჩი დედაქალაქელებისთვის სატურნირო თვალსაზრისითაც არაფერს წყვეტს, მაგრამ იმდენად ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი, მიზნის მიღწევა მაინც ძალიან რთული იქნება. აი, რას ამბობს თორნიკე მომავალ შეხვედრაზე:

- ჩემი გუნდისა მჯერა. "რეალთან" პირველ წრეშიც კარგად ვითამაშეთ. ისიც გვესმის, რომ მოგება თუ გინდა, მეტოქის შემადგენლობაში ვარსკვლავები არ უნდა ითვალო. კალათბურთს სახელები არ თამაშობენ. ასე რომ, მოედანზე მოსაგებად გამოვალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sabonis
ეს რა სურათი დაგიდით არ დათარსოთ კაცი, ტრამვა არ მიიღოს
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
[VIDEO] შენგელია ვირტუსის დიდების დარბაზში შეიყვანეს | თოკომ ვირტუსს 14 ქულა ჩაუგდო და გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება