19 მაისს ჩაქვში დაიწყო მოჭადრაკე ქალთა მე-16 ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 19 ქვეყნის 99 წარმომადგენელი ჩაება
19 მაისს ჩაქვში დაიწყო მოჭადრაკე ქალთა მე-16 ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 19 ქვეყნის 99 წარმომადგენელი ჩაება.

ასპარეზობის რეიტინგფავორიტია ნანა ძაგნიძე, რომელმაც სტარტზე საბინა იბრაგიმოვას (აზერბაიჯანი) სძლია და გათამაშების ცხრილში პირველი ქულა ჩაიწერა.

ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია უკრაინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ანა უშენინა, რომელიც შავი ფიგურებით ახალგაზრდა ქართველ მოჭადრაკე ნინო ხომერიკს ეთამაშებოდა. ჩვენებურმა დებიუტი კარგად გაითამაშა და მე-18 სვლისთვის უკეთესი პოზიცია მიიღო, შვიდიოდე სვლაში კი ხომერიკს ზედმეტი ხარისხი და მოსაგები პოზიცია ჰქონდა.

ეტყობა, ნინოს გამოცდილება არ ეყო და უპირატესობის რეალიზაცია ვერ შეძლო. 46-ე სვლაზე პარტია ყაიმით დასრულდა.

პირველი გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონმა ანტოანეტა სტეფანოვამ (ბულგარეთი), რომელმაც თეთრებით აბდულა ხაიალას (აზერბაიჯანი) აჯობა. ნახევარ ქულას დასჯერდა ბელა ხოტენაშვილი, რომელიც შავებით მარია კურსოვას (სომხეთი) დაუზავდა.

დანარჩენ ქართველთა შეხვედრების შედეგები ასეთია:

ნინო ბაციაშვილი-მარტინა კორენოვა (ჩეხეთი) 1:0, დინა ბელენკაია (რუსეთი)-ლელა ჯავახიშვილი 0:1, მონიკა სოჩკო (პოლონეთი)-მირანდა მიქაძე 1:0, ნატალია ჟუკოვა (უკრაინა)-ინგა ხურცილავა 1:0, შვეტლანა პეტრენკო (მოლდოვა)-სალომე მელია 0:1, ნინო ხურციძე-მარინა ბარაევა (რუსეთი) 0.5:0.5, იოლანტა ზავადსკა (პოლონეთი)-ნატო იმნაძე 1:0, ციალა ქასოშვილი-ანასტასია სავინა (რუსეთი) 0:1, აიდან ჰოჯატოვა (აზერბაიჯანი)-მერი არაბიძე 0.5:0.5, ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია)-ანა კუჭავა 1:0, ალექსანდრა ვახანია-მარინა გუსევა (რუსეთი) 0:1, დარია ჩაროჩკინა (რუსეთი)-ანა გავაშელი 1:0, ნარმინ მამადოვა (აზერბაიჯანი)-სოფიკო გურამიშვილი 0.5:0.5, მაია ლომინეიშვილი-სირანუშ გუკასიანი (სომხეთი) 1:0, მადონა ბოკუჩავა-გუნაი მამაზადა (აზერბაიჯანი) 0:1, თამარ ხმიადაშვილი-ევგენია ოვოიდ (რუსეთი) 0.5:0.5, სოფიო გვეტაძე-მარიამ ჭოლაძე 1:0, ანა ცხადაძე (რუსეთი)-ინგა ჭარხალაშვილი 0:1, ნინო ჯალაღონია-ელენა სედინა (იტალია) 0.5:0.5, მარიამ თევზაძე-გულნარ მამადოვა 0:1, ლანიტა სტეცკო (ბელორუსი)-ნათია ჯიბუტი 1:0, თამარ ჭანტურია-ლილით გალოიანი (სომხეთი) 0:1, ნარგიზ უმუდოვა (აზერბაიჯანი)-დიანა ლომაია 1:0.

20 მაისს მეორე ტურის პარტიები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე პაპს შეხვდება
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ქართულ-რუსული ტანდემი ლიდერობს
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ქართველების წარმატებული სტარტი
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე დაწინაურდა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ნანა ძაგნიძის ევროპის ჩემპიონობა და ოჯახური ტრაგედია
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ძაგნიძე და გორიაჩკინა იგებენ და ლიდერობენ
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა