"დინამოს" ახალ დამრიგებელს მოსწონს "ბარსელონა", "ბაიერნი" და პეპ გვარდიოლას მეთოდები...
თბილისის "დინამო" დღეს წარადგენს ახალ დამრიგებელს, 49 წლის გია გეგუჩაძეს, ვინც ბოლო დროს უმუშევარი იყო.

არაერთხელ დაგვიფიქსირებია ჩვენი პოზიცია: ქართულ ფეხბურთს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გეგუჩაძის დარი სპეციალისტი დაუსაქმებელი იყოს...

არადა, "ზესტაფონიდან" წამოსვლის შემდეგ გია გეგუჩაძის სამსახურით ბევრი არ დაინტერესებულა.

ისიცაა, რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი არ მივიდოდა ექვსთვიან გუნდში, ისეთ გუნდში, რომელიც მიზნად როგორმე სეზონის ბოლომდე მიტანას ისახავს.

გეგუჩაძე არის მწვრთნელი, ვინც ითხოვს დროში გაწერილ გეგმას, ითხოვს მშვიდ და სტაბილურ სამუშაო გარემოს, ითხოვს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც იდეალურად ერგებიან მის სათამაშო მონახაზს.

ნამდვილად არ ვიცით, როგორ განვითარდა მოვლენები "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასა და გეგუჩაძის შეხვედრის დროს, თუმცა ლამის ასპროცენტიანი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ყოველივე ამის გარანტია გეგუჩაძემ მიიღო.

და ძალიანაც კარგი - თუ რამ აკლდა ფიფიას ფორმაციის "დინამოს", სწორედ ესაა - სტაბილურობა. სტაბილურობა კი ის ფაქტორია, რომლის გარეშეც ფეხბურთში ძნელად თუ რამეს მიაღწევ.

იცვლებოდნენ მწვრთნელები, იცვლებოდნენ ფეხბურთელები, ევრომასშტაბის შედეგი კი არა და არ ჩანდა. "დინამო" კი საქართველოში იმგვარი სახელისა და გაქანების გუნდია, მხოლოდ ადგილობრივი ტიტულებით თავს ვერავინ მოიწონებს.

საფეხბურთო გემოვნებაზე დავა მთლად მართებულად არ მოჩანს. ერთ რამეში, ალბათ, ყველა დაგვეთანხმება - თანამედროვე ქართულ ფეხბურთში გია გეგუჩაძე ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია. მან კვალი დატოვა ყველგან, სადაც კი იმუშავა.

თბილისის "დინამომ", გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად ითამაშა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე, მოიგო ქვეყნის თასი.

"ზესტაფონი" პირველად სწორედ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით გახდა საქართველოს ჩემპიონი, ევროთასებზე წარმატებით ითამაშა და ავსტრიულ "შტურმთან" იღბალს რომ არ ემუხთლა და ქართულ ცხელსისხლიანობას არ დაეღალატებინა, გეგუჩაძის კარიერა მეორე დიდი მიღწევით დამშვენდებოდა.

დასამახსოვრებელი იყო გეგუჩაძის მეორედ მისვლა "ზესტაფონში", როცა გუნდი უმოკლეს ხანში გარდაისახა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა...

ქუთაისის "ტორპედო" ჩვენი წერილის გმირმა ევროასპარეზს დაუბრუნა. "გაგრაში" მუშაობის დროს კი ქართულ ფეხბურთს არაერთი ნიჭიერი მოთამაშე აღმოუჩინა.

ქართული საფეხბურთო თემი ჭრელია. აქ თითქმის არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისზეც ყველა "მაგარიას" იტყვის. იშვიათად ან საერთოდ არ შემხვედრია ადამიანი, ვინც გეგუჩაძის პროფესიონალიზმს, მის სამწვრთნელო გაქანებას ეჭვქვეშ დააყენებდა.

ფეხბურთელებს ეს მწვრთნელი ძალიან უყვართ. აქ ორი მიზეზი შეიძლება იყოს: 1. ფეხბურთელები გრძნობენ, რომ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, პროგრესს განიცდიან; 2. გეგუჩაძისთვის ფეხბურთელი წარმოადგენს უპირველეს ღირებულებას და ის მოთამაშეს ნებისმიერ სიტუაციაში იცავს.

ცალკე უნდა ითქვას დისციპლინის შესახებ, რომლის გარეშეც ნებისმიერი მწვრთნელი განწირულია წარუმატებლობისთვის. აქსიომაა: გეგუჩაძის გუნდში დისციპლინა არასოდეს ირღვევა.

ერთი ძველი ამბავიც უნდა გავიხსენო. მაშინ თბილისის "დინამოს" ვახლდი კრაკოვში, "ვისლასთან" ეპოქალური მნიშვნელობის მატჩის გასაშუქებლად. მაშინ გეგუჩაძე ჯერ მხოლოდ იწყებდა სამწვრთნელო კარიერას, "დინამოში" კი ბევრი ისეთი ფეხბურთელი თამაშობდა, "გამოცდილს" რომ ვუწოდებთ.

შევედი თვითმფრინავში, მოვათვალიერე იქაურობა და ჰოი, საოცრებავ! - ყველა ფეხბურთელი გაზეთს ან წიგნს კითხულობდა. სალონში ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით.

გეგუჩაძის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მის გაწვრთნილ გუნდს იოლად გამოარჩევთ. ბურთის ტოტალური კონტროლი, მოკლე პასები, უბურთოდ მოძრაობა და გახსნა - ეს გეგუჩაძის საფირმო სტილია.

მისი გაწვრთნილი გუნდები თამაშობენ სანახაობრივ, რისკიან ფეხბურთს. ამ სანახაობასა და რისკში ხანდახან ზონები თავისუფლდება, თუმცა ეს ჩვეულებრივი მომენტია. თუ არ გარისკე, ვერც შამპანურს დალევ.

გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდის შესრულებით ვერ ნახავთ ბურთის უაზროდ ამოტანას, ეგრეთ წოდებულ "ბეი ბიგის"...

რა სჭირდება მწვრთნელს საიმისოდ, რომ გუნდის თამაში სათავისო თარგზე მოჭრას? გეგუჩაძეს საამისოდ სჭირდება დრო. ის არ არის ისეთი მწვრთნელი, რომელიც შედეგს უმოკლეს დროში აღწევს. როგორც წესი, მოკლე დროში მიღწეული შედეგი ეფემერულადვე ქრება ხოლმე...

საფიქრებელია, რომ "დინამოს" ხელმძღვანელობა გეგუჩაძეს დროში გაწერილი გეგმის შესრულებას აცლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სამწვრთნელო ცვლილება წყლის ნაყვა იქნება და მეტი არაფერი.

გეგუჩაძის მთავარი პლუსი ისაა, რომ მას განსაკუთრებულად შეუძლია გუნდის მომზადება ევროთასებისთვის. მისი სამწვრთნელო ფილოსოფიის მთავარი ქვაკუთხედი ასეთია - ყველა შეხვედრას ევროთასებისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს.

ის გუნდში არ გააჩერებს ლეგიონერს, თუ ის ერთი თავით მაღლა არ დგას ადგილობრივ კადრზე.

ჩვენში ამბობენ, მწვრთნელს უცხოელები არ უყვარსო. საქმე ასე არ უნდა იყოს. გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, "ზესტაფონში" წარმატებით თამაშობდა რენე ფერეირა, ვინც მას "დინამოშიც" დახვდება, ხოლო მისი დროინდელი "დინამოდან" გვახსენდება ბრაზილიელი რომერო.

აი, იმის წინასწარმეტყველება კი გაგვიჭირდება, რა ბედი ელის "დინამოს" ამჟამინდელი ლეგიონერების უმრავლესობას. ამ წერილის ავტორის აზრია - ისინი ადგილობრივ ფეხბურთელებს ვერაფრით სჯობნიან...

გეგუჩაძეზე ვისაუბრეთ და არც მისი წინამორბედის ღვაწლის აღნიშვნა უნდა დაგვავიწყდეს. კახა გოგიჩაიშვილმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის შემადგენლობაში არაერთი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი დააწინაურა და მუშაობის პირველივე სეზონში "დინამო" საქართველოს თასის ფინალში გაიყვანა.

ამასთან ერთად, გოგიჩაიშვილის ფორმაციის "დინამო" ლამის ყველა შეხვედრაში ცდილობდა, შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი ეთამაშა.

"დინამოს" ახალ დამრიგებელს კი მოსწონს "ბარსელონა", "ბაიერნი" და პეპ გვარდიოლას მეთოდები...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Walkabout
,,ის გუნდში არ გააჩერებს ლეგიონერს, თუ ის ერთი თავით მაღლა არ დგას ადგილობრივ კადრზე"... მსგავსი იდიოტური მოსაზრება არ არსებობს და სამწუხაროა რომ ასე ფიქრობენ მხოლოდ საქართველოში...
vato
მადლობა ბატონო რომან რომ ის ბალაგანი მოაცილეთ.
მწარე
ეს კაცი ეროვნული თუ არა, ერთ ერთი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელად სჯობდა! თუმცა დინამოსაც სჭირდება!გეგუჩაძის დონის და ინტელექტის მწვრთნელი მგონი ახალკაცის მერეც არა გვყოლია!
თბილისი
ძლივს ნორმლაური გადაწყვეტიელბა დინამოში! ამდენი დრო რატო დაკარგეს არ მესმის უბრალოდ! :@
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენრიკეს ყოფილი სასიძო თავისთან მიჰყავს - პსჟ-ის მწვრთნელს შეტევაში ახალი გეგმები აქვს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
Geo Team: თბილისის "დინამო" ევროტურნირების მატჩს "დინამო არენაზე" ვერ ჩაატარებს
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა