მამია გავაშელიშვილმა "ლოკომოტივის" გოლების 55.7 პროცენტი გაიტანა!
ფოტოზე: მამია გავაშელიშვილი მარცხნივ

19 მაისს თბილისის "ლოკომოტივმა" ბათუმის "ადელი" 8:0 დაამარცხა, პირველი ლიგის A ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად პლეი ოფში იბრძოლებს. ამ უფლების მოსაპოვებლად, ვასილ მაისურაძისა და გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი გუნდი 23 მაისს B ჯგუფის მეორეადგილოსან "ბორჯომს" შეხვდება.

მაგრამ მხოლოდ ეს არაა აღსანიშნავი ამბავი: 15 მაისს, ხელვაჩაურის "მაჭახელასთან" შეხვედრის 77-ე წუთზე, "ლოკომოტივის" თავდამსხმელმა მამია გავაშელიშვილმა მეტოქის კარი აიღო და "ლელოსთვის" ადრე მიცემული პირობა შეასრულა - იმ დღეს მან მიმდინარე სეზონში მე-40 გოლი გაიტანა.

მაგრამ მისი გმირობის ამბავი ამით არ დასრულებულა - გუშინ გავაშელიშვილმა "ადელის" კარი 4-ჯერ აიღო და ისეთი შედეგიანობა აჩვენა, რაც დიდი ხანია, საქართველოში ბომბარდირების აუხდენელი ოცნება იყო - 36 შეხვედრაში 44 გოლი იმას ნიშნავს, რომ ბომბარდირს საშუალოდ მატჩში 1,22 გოლი გააქვს!

აღსანიშნავია, რომ "ლოკომოტივის" 20 წლის თავდამსხმელმა განსაკუთრებით მეორე წრეში "აიწყვიტა" - სეზონის ამ მონაკვეთში მან 29 გოლი შეაგდო. სულ კი მისი გუნდის ანგარიშზე 79 გოლია, ანუ გავაშელიშვილმა გუნდის მონაგარის ნახევარზე მეტი მიითვალა - 55,7 პროცენტი!

აღსანიშნავია, რომ თბილისის "ლოკომოტივის" 88 ნომერი 20 წლისა იანვარში გახდა და იმედია, დიდი პერსპექტივა აქვს. არადა, მას ჯერ არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია.

"ბოლოადგილოსან ბათუმის "ადელთან" შედეგი კიდევ გავაუმჯობესე, "პოკერი" შევასრულე და მაშინვე დამაინტერესა, პირველ ლიგაში კიდევ გაიტანა ვინმემ 44 გოლი? რაც ვიცი, წლების წინათ, 40-ზე მეტი გოლი უმაღლეს ლიგაში ზვიად ენდელაძემ, ოთარ კორღალიძემ და მერაბ მეგრელაძემ გაიტანეს, მაგრამ პირველი ლიგის სტატისტიკაზე არაფერი მსმენია. რა თქმა უნდა, ბომბარდირობაში ხელს გუნდი მიწყობდა. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 13 გოლი პენალტით შევაგდე. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი ჩემთვის საამაყოა", - ამბობს გავაშელიშვილი.

ლოკომოტიველთა 20 წლის თავდამსხმელს უმაღლეს ლიგაში გადასვლის იმედი აქვს:

"მეორე წრე ისე კარგად ჩავატარეთ, წარმოუდგენელი რომ იყო, ახლა რეალობა გახდა - უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვედრის რეალური შესაძლებლობა გაგვიჩნდა. შევეცდებით, ბოლო ტურშიც მოვიგოთ და კონკურენტ ზუგდიდის "ლაზიკასთან" უპირატესობა შევინარჩუნოთ.

ასეთ შემთხვევაში, "ლოკომოტივში" დარჩენა მირჩევნია, რადგან ჩვენი მწვრთნელები მენდობიან და მათ ხელში გავიხსენი. მეორეცაა, კლუბის ხელმძღვანელები გვერდში დამიდგნენ და თანაგუნდელებსაც უსიტყვოდ ვუგებ. ასეთ გარემოს კი საკუთარი ნებით არ იცვლიან, უცხოეთიდან საინტერესო წინადადება თუ არ იქნა".

გავაშელიშვილი მიწვევებზეც გველაპარაკა:

"კონტრაქტი "ლოკომოტივთან" მაისში მიმთავრდება და მიჭირს თქმა, ახალი სეზონიდან სად ვითამაშებ. აგენტები მეუბნებიან, რომ ჩემით რამდენიმე უცხოური და ქართული გუნდი დაინტერესდა, რომ წინადადებები არის რუმინეთის, სერბეთისა და პორტუგალიის უმაღლესი ლიგისა და ჩვენი ჩემპიონატის ლამის ყველა ლიდერი გუნდებიდან.

პირადად ჯერ არავისთან მილაპარაკია - ეს "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობის საქმეა. დრო გამოაჩენს, რომელი წინადადებაა რეალური და რომელი - არარეალური".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

chero
მიდიან და იკარგებიან არც ჩვენ გვარგიან და არც იმათ
anti
წადი პორტუგალიაში, თუ გინდა ფეხბურთელად ჩამოყალიბდე, როგორი ვარიანტიც არ უნდა იყოს
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მამია გავაშელიშვილი "სამგურალში" გადავიდა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის ეროვნულ ლიგაში
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
მამია გავაშელიშვილმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო