საქართველოს ნაკრების პოტენციურმა ახალწვეულმა პოლონეთში თავი კიდევ გამოიჩინა
პოლონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ხოჟუვის "რუხმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "პოდბესკიძიე". მეორე გოლი როლანდ გიგოლაევის ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ გიგოლაევი თბილისში დაბადებული ოსი ფეხბურთელია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, თუმცა საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების სურვილი აქვს. 25 წლის გიგოლაევმა პოლონეთის ჩემპიონატში მესამე გოლი გაიტანა.

"პოდბესკიძიე" ძალიან სახიფათოა, როცა უტევს; თან მას ზურგს საშინაო კედლები უმაგრებდა. განსაკუთრებით 0:1-ზე გაგვიჭირდა, თუმცა გავიტანეთ და შემდეგ მშვიდად მივიყვანეთ მატჩი საჭირო შედეგამდე.

ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ, ფიზიკურად ჩინებულ ფორმაში ვიყავით. შეკრებაზე ბევრმა შრომამ შედეგი გამოიღო, ამიტომაც კარგად ვითამაშეთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩვენი გუნდისთვის.

დღეს სტადიონზე ასობით ფანი პირველიდან 90-ე წუთამდე გვგულშემატკივრობდა. სუპერია, როცა სადაც არ უნდა ჩახვიდე, ფანები მხარში გიდგანან. როცა რუსეთში ვთამაშობდი, მსგავსი არაფერი ხდებოდა. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია", - განუცხადა "რუხის" ოფიციალურ საიტს გიგოლაევმა, რომელსაც პოლონეთში "გიგის" უძახიან.

"მამარდაშვილში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს - სანერვიულო არაფერია" - ინგლისური მედია
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ლეგიონის უქმეები: მათე ვაწაძემ დაამრგვალა, გიორგი გოროზიამ გატანა დაიწყო [VIDEO]
კახა ცხადაძე: გიგოლაევზე ჯერ თავი შევიკავეთ, გოგიას აუცილებლად მოვიწვევთ
სანაკრებო სიტუაცია: სია უახლოეს მომავალში და ორი პრობლემა
ვინ არის როლანდ გიგოლაევი, ვისი აყვანაც კახა ცხადაძეს საქართველოს ნაკრებში სურს
ლეგიონი: კახა ალადაშვილის გოლი და ჯანო ანანიძის სასტარტო [VIDEO]
ლეგიონი: როლანდ გიგოლაევი გოლით დაგვენახა
ქართული ლეგიონი: საბა კვირკველია და "რუბინი" ცსკა-სთან განადგურდნენ