ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბასა და ლოკომოტივი ფედერაციას, ევროფინალი – ეროვნულს?

ბასა და ლოკომოტივი ფედერაციას, ევროფინალი – ეროვნულს?

გუშინ მიხეილ მესხის სახელობის ~ლოკომოტივის" სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გამართულ ფეხბურთის ფედერაციის XVIII ყრილობაზე 11 საკითხი განიხილეს...

გუშინ მიხეილ მესხის სახელობის ~ლოკომოტივის" სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გამართულ ფეხბურთის ფედერაციის XVIII ყრილობაზე 11 საკითხი განიხილეს. დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს, ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პოსტზე გაწეული მუშაობის შედეგები გააცნო. ეს ყველაფერი ლაშა დვალიშვილის დოკუმენტურ ფილმშიცაა ასახული, რომელიც ყრილობის მონაწილეებმა და ტელეკომპანია `მზის~ მაყურებელმა პირდაპირ ეთერში იხილა.

ჩვენც ყველაფერი თავიდან დავიწყოთ: ფედერაციაში ზვიად სიჭინავას სოლიდური ვალი დახვდა – 11.653.839 ლარი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი გასტუმრებულია და ამჟამად 6.271.401 ლარი დარჩა. წესით, ესეც არ უნდა გახდეს პრობლემა.

ფედერაციას ვალები აქვს შვეიცარიული `იუ-ბი-ეს ბანკის~-ის. ტელესააგენტო ~ინფრონტის" (საქართველოს ნაკრების მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიური უფლების მფლობელი კომპანიაა) ვალი (750 ათასი დოლარი და 300 ათასი ევრო) გაისტუმრეს, `საქართველოს ბანკს~ კი, 2-მილიონიანი დავალიანებიდან - ნახევარზე მეტი (600 ათასი ევრო) გადაუხადეს. დანარჩენი თანხის გასტუმრებაც ვადებში ეტევა და ფედერაციას ჯარიმები და საურავები არ შეეხება.

სიჭინავამ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ ფედერაციას გადასცა ~ლოკომოტივის" სტადიონი, უზურფრუქტით კი, ეროვნული ნაკრების ტექნიკური ცენტრი ~ბასა".

სიჭინავას თქმით, ყრილობამ მიიღო დემოკრატიული საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითაც, დელეგატები ხმას ფარული კენჭისყრით მისცემენ. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რომლის თაობაზე დავა წლებია მიმდინარეობდა და კარგია, საკითხი რომ მოგვარდა.

ფილმში ასახული იყო რეგიონალური ფედერაციებთან დაკავშირებული პროექტებიც: ფედერაციის დახმარებით აქამდე ქვემო ქართლისა და მცხეთა-თიანეთის რეგიონალურ ფედერაციების ოფისები აშენდა. ფედერაცია წლეულს გურიის რეგიონს შენობის რემონტში დაეხმარა. იგივე იგეგმება რაჭა-ლეჩხუმსა და კიდევ ორ რეგიონთან დაკავშირებით.

ფედერაციის ხელშეწყობითა და უეფას გრანტით რუსთავის სტადიონის მინდორი დააგეს, მცხეთაში `ვიტ ჯორჯიის~ მოედნის მშენებლობა კი აგვისტო-სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება ბათუმში, უფრო სწორედ კი ანგისაში სტადიონს ჰოლანდიელები ააშენებენ და 10 ათას მაყურებელს დაიტევს. დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები გორისა და ფოთის არენების რეკონსტრუქციის თაობაზე, 2011 წელს კი თელავის სტადიონისთვის მოიცლიან.

ქართულ ფეხბურთში მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ფედერაცია სექტემბერში საფეხბურთო სკოლების მდგომარეობის შესწავლას შეუდგება. ამის საფუძველზე კი ლიცენზირების პროცესი დაიწყება. ულიცენზიოები ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. საფეხბურთო სკოლას შტატიანი ექიმი უნდა ჰყავდეს – ეს ლიცენზირების ერთ-ერთი უმთავრესი პირობა გახდება.

გარდა ამისა, განიხილება ჭაბუკებში უმაღლესი ლიგის პროექტი, ლიგის კლუბები საწევრო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ლიცენზირების კომიტეტის თანამშრომლის ბაქარ ჟორდანიას თქმით, კლუბების ლიცენზირებისას ახალი პუნქტს გაითვალისწინებენ – თითოეულ მათგანს ოთხი ასაკობრივი გუნდი უნდა ჰყავდეს.

გაირკვა, რომ მიშელ პლატინიმ ვიზიტის თარიღი შეცვალა – ნაცვლად 31 აგვისტოსი, უეფას პრეზიდენტი 9 ან 10 აგვისტოს გვესტუმრება. უეფას პრეზიდენტს საქართველოში მნიშვნელოვანი მიმართვით ეგებებიან – საქართველოს ფედერაციას სურს, ევროპის ლიგის 2012 ან 2013 წლების ფინალს ეროვნულმა სტადიონმა უმასპინძლოს.

ანალოგიური მცდელობა ეროვნული სტადიონის ყოფილ გენერალურ დირექტორს ირაკლი მეძმარიაშვილს ჰქონდა, მაგრამ მაშინ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა - საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურა ასეთი მატჩის მისაღებ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა.

დამოუკიდებელი აუდიტის დანიშვნა და აუდიტორული დასკვნის მომზადება ყრილობამ აღმასკომს გადაულოცა. საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ფიფა-უეფა ითხოვს, ეს კი ძვირადღირებული სიამოვნებაა და ამ ორგანიზაციებთან ფედერაცია მოლაპარაკებას დახმარების მიზნით აწარმოებს.

წესდებაში ცვლილებები არ განხილულა, რადგან ფედერაციამ ფიფა-უეფაში წესდება 2009 წლის დეკემბერში გააგზავნა, 5 მაისს საკითხი კიდევ ერთხელ შეახსენეს, მაგრამ პასუხი (ანუ, დასკვნა) არა და არ ჩანს.

დელეგატებმა წინა ყრილობის ოქმი და ფედერაციის ახალი აღმასკომის მიერ გაწეული საქმიანობის, აგრეთვე 2009 წლის ფინანსური ანგარიში და 2010 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

ფედერაცისი პრეს-ატაშემ ლაშა დვალიშვილმა ყრილობის მსვლელობა მაყურებელს ტელეკომპანია `მზის~ პირდაპირ ეთერში შესთავაზა, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა. საფეხბურთო ყრილობა არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე ჩვენი პირველობის ზოგიერთი მატჩი და მსოფლიო მოდის ქართველი `ვარსკვლავების~ უნიჭო ჩვენება.

რეპორტაჟით ყრილობაზე მაქსიმალური ინფორმაცია მიიღო მედიამ, ჩართვებზე დელეგატებმა საინტერესო ფაქტებზე იალაპარაკეს და მაყურებელმა გაიგო რა ხდებოდა იქ, სადაც მას არასდროს ახედებდნენ. ან რა იყო დასამალი, როდესაც მედიასა და გულშემატკივრებს კარს უკეტავდნენ და ყველაფერს საიდუმლოდ წყვეტდნენ. ეს ხომ არაა ჩვენი ფეხბურთის უბედურება, ამ წრის ფილოსოფიად `ჩუმად-ჩუმად, არავინ გაგვიგოს~ რომ იქცა და `პროფები~ გადაწყვეტილებას მალულად იღებდნენ?

ყრილობის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ინტერვიუ ჩამოვართვით.

- ბატონო ზვიად, ყრილობაზე განაცხადეთ, რომ ფედერაციისთვის `ლოკომოტივის~ გადაცემა გადაწყვეტილია. საკითხი იურიდიულაც გაფორმდა?

- ჯერ არა, მაგრამ მალე გაფორმდება. იმას გეტყვით, რომ მიშელ პლატინი ვიზიტსას დაგეგმილია შეხვედრები მერიისა და მთავრობის წარმომადგენლებთან და იმედია, `ლოკომოტივის~ რეკონსტრუქციაში უეფას დახმარებაზეც ვილაპარაკებთ. ამას გარდა, ვიმსჯელებთ ბავშთა ფეხბურთის განვითარებაზე. 2012 წელს, მაქსიმუმ 2013 წელს კი თბილისის ეროვნულ სტადიონზე ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობას შევთავაზებთ.

- ამ რანგის მატჩის სამასპინძლოდ მხოლოდ კარგი სტადიონი არაა საკმარისი, აუცილებელია ქალაქში იყო დიდი რაოდენობით მაღალი დონის სასტუმროები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ა.შ. ამას რა ეშველება?

- ჯერ პლატინის უნდა ველაპარაკოთ, რომ მისგან სრული თანხმობა მივიღოთ და თუკი საკითხი გადაწყდა, პრობლემების მოგვარებას შევეცდებით. ეს უნდა იყოს არა ფეხბურთის ფედერაციის, არამედ, მთელი ქვეყნის პროექტი. უკრაინას ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ხვდა წილად და არა მგონია, ჩვენ ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობა ვერ შევძლოთ. ეს ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება საქართველოს იმიჯისთვის, ეკონომიკის, ქალაქისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებისთვის.

- სტადიონს სწორედ პლატინის ჩამოსვლისას გადმოგცემენ?

- როდესაც `ლოკომოტივს~ იურიდიულად გადმოგვიფორმებენ და გენერალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, საზეიმოდ მერე გვექნება საქმე. დავგეგმავთ, რისი იმედი უნდა გვქონდეს უეფასა და ფიფას მხრიდან. თბილისში ჰაერივით გვჭირდება უეფას მიერ ლიცენზირებული მეორე სტადიონი, სადაც შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მატჩის მასპინძლობა. ეროვნული სტადიონი მაინც მთავარი ნაკრებისთვისაა გათვალისწინებული, ~ლოკომოტივი" კი საკლუბო ტურნირებზე კლუბებისა და ასაკობრივი მატჩებისთვის გამოგვადგება.

- `ლოკომოტივის~ რეკონსტრუქცია როგორ წარმოგიდგენიათ?

- უპირველესად, სტადიონის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მეორე ეტაპია დასასრულებელი, რაზეც `ლოკომოტივის~ არქიტექტორთან ვილაპარაკეთ, ანუ გვჭირდება ვიპ-ზონების მოწყობა. ორის ნაცვლად, ოთხი გასახდელი კი იმისთვისაა საჭირო, თბილისში ნორმალურ ტურნირს რომ ვუმასპინძლოთ. საამისო ფართობი ~ლოკომოტივზე" გათვალისწინებული არის კიდეც, მაგრამ სამუშაოები ვეღარ დაასრულეს.

- ნაკრების ტექნიკურ ცენტრ ~ბასაში" მოედნის საფარი როდის დაიგება?

- პრობლემას ქმნიდა არა ის, რომ საქმეს დროულად ვერ ვაკეთებდით. იურიდიული საკითხების მოგვარებამდე, სამუშაოების ჩატარების უფლება არ გვქონდა და შეფერხებებიც ამან გამოიწვია. ახლა იურიდიული მხარე მოწესრიგდა და ჩვენს მიერ შერჩეული კომპანია ბაზაზე მუშაობას შეუდგა. წლის ბოლომდე ბასაზე ყველა ობიექტი ამოქმედდება, მათ შორის, მოედანიც და თანამედროვე მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა

დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

"შავმა ლომმა"  "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად