"ნიუკასლის" ფანების წითელი ბარათები მაიკ ეშლის
"ნიუკასლ იუნაიტედის" ფანები ისევ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ისინი აპირებენ, რომ ბოლო ტურის მერე, "ვესტ ჰემთან" მატჩის შედეგის მიუხედავად, მინდორზე შეიჭრნენ და კლუბის მფლობელის, მაიკ ეშლის წასვლა ამ ფორმით მოითხოვონ.

ჯორდებს 28 თებერვლის მერე არ მოუგიათ და თუ "ჩაქუჩებს" ვერ აჯობებენ, შეიძლება პრემიერლიგიდან ისევ გავარდნენ. რომც დარჩნენ, ქომაგები კლუბის მდგომარეობით ძალიან უკმაყოფილონი არიან და ექსცენტრიკული მმართველის წასვლას ითხოვენ.

"ნიუკასლის" ამჟამინდელი მწვრთნელი ჯონ კარვერი: "ფანებს შეუძლიათ, რაც უნდათ, ის ქნან, ოღონდ მატჩის მერე. იქამდე კი ბოლომდე გვერდზე უნდა გვედგნენ, ეს "ნიუკასლს" ახლა ძალიან სჭირდება".

"კაჭკაჭების" თავკაცს აღარ უთქვამს ის, რომ გულშემატკივრების ასეთ საქციელს შესაძლოა, სანქციები მოჰყვეს. პრინციპში, ეს მათ თავადაც იციან, მაგრამ მაინც აპირებენ ჩანაფიქრის განხორციელებას.

"მოიტანეთ თქვენი დროშები, ბანერები და, რაც მთავარია, ხმა. ერთად ჩვენ ყველას ვაჩვენებთ, რომ მართლაც საკმარისია და გუნდის წარუმატებლობებში მთავარი დამნაშავე მაიკ ეშლი უნდა წავიდეს, მან თავისი აქციები დაუყოვნებლივ უნდა გაყიდოს და კლუბი დატოვოს. ჩვენ არანაირი აქცია არ გვაქვს დაგეგმილი მატჩის დროს, მაგრამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი ვალი უნდა მოვიხადოთ" - წერია AshleyOut.com-ზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ნიუკასლის" არაბული მილიარდები იქოქება - მწვრთნელად 3 ტოპ სპეციალისტს განიხილავენ
პოჩეტინომ "ნიუკასლს" პირობა წაუყენა: იყიდეთ ის და მე გავხდები მწვრთნელი
"ნიუკასლი" ბეილის სანაცვლოდ დიდ ფსონს ჩამოდის
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
ბრიტანელი პოლიტიკოსები პრემიერს მიმართავენ: არ მიჰყიდო არაბებს "ნიუკასლი"!
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა