"ჩემი აზრით, გუნდების რაოდენობის გაზრდა არასწორი გადაწყვეტილება იყო"
20 მაისს თბილისის "დინამომ" ახალი მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე წარადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდა კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია. ჯერ ფიფიამ ისაუბრა "დინამოს" მიმდინარე ამბებზე, მერე კი სიტყვა გეგუჩაძემ აიღო...

პრესკონფერენციის სრული ვერსია - "თქვენ გგონიათ, ფულის ხარჯვა მსიამოვნებს?"

- მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის! მადლობა "დინამოს" გულშემატკივრებს! მე ვიცი, რომ ისინი ჩემ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. მადლობა ჟურნალისტებს! - თქვენ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ სამწვრთნელო შტაბსაც, ვინც ჩემამდე იმუშავა გუნდში. შესაძლოა, შედეგი არ იყო იდეალური და ამის გამო მოხდა გუნდში სამწვრთნელო შტაბის შეცვლა, მაგრამ "დინამოში" დაგვხვდნენ ის ახალგაზრდები, ის ბაზისი, რომელზეც უნდა აშენდეს გუნდი. აქვე მინდა წარმოგიდგინოთ ის სამწვრთნელო შტაბი, რომელიც "დინამოს" გაწვრთნაში დამეხმარება - მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გურამ ასპინძელაშვილი იქნება, მეკარეებს კი დავით ჯანელიძე გაწვრთნის.

- რა იქნება "დინამოს" მიზანი? ალბათ, გუნდში ლეგიონერები აღარ იქნებიან...

- მეორე კითხვით დავიწყებ. ლეგიონერების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ამის ნათელი მაგალითია რენე ფერეირა. "ზესტაფონში" რომ დავბრუნდი, იქ რამდენიმე ლეგიონერი დამხვდა. რამდენიმეს გუნდის დატოვება მოუხდა, რენე კი დავტოვეთ. ხდება ფეხბურთელის შეფასება და ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგადად, ლეგიონერი ადგილობრივზე მაღალანაზღაურებადია. ის ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს აქაურ კადრზე. ჩემი პოზიცია ასეთია.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ჩვენი მიზანი იქნება ის, რომ პროგრესს მიაღწიონ როგორც ცალკეულმა ფეხბურთელებმა, ისე მთლიანად გუნდმა. ჩვენი მიზანია საქართველოს ჩემპიონობა და თასის მოგება, ევროპულ ასპარეზზე მაქსიმალური შედეგისთვის ბრძოლა. ამ ეტაპზე, ქართულ ფეხბურთში რთული ვითარებაა.

დაამატეთ ამას ისიც, რომ ევროტურნირებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. მინდა, რეალური მიზნები დავისახოთ და არ ვიფრინოთ ცაში. თქვენ, ალბათ, ჯერ არ გინახავთ ასეთი მოკრძალებული გეგუჩაძე, მაგრამ დღეს ასეთი რეალობაა. ევროპალიგის პირველი მატჩი 2 ივლისს გვიწევს.

- თქვენს კარიერას ასე დაებედა - ახალ გუნდს ლამის მუდამ პრინციპული მატჩის წინ იბარებთ ხოლმე. ამჯერადაც ასეა...

- მართალია. იმ პრინციპულ მატჩებში ზოგი მოვიგეთ, ზოგი წავაგეთ...

- რას ფიქრობთ საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატზე?

- ჩემი აზრით, გუნდების რაოდენობის გაზრდა არასწორი გადაწყვეტილება იყო. ამბობენ, საქართველოს პირველობა ახლა უფრო დაძაბულიაო. დაძაბულობა ხარისხს არ განაპირობებს. ჩემპიონატი ჩავატარეთ იმიტომ, რომ უნდა ჩაგვეტარებინა.

- გუნდის ბოლოდროინდელი ჩავარდნა იმის ბრალი ხომ არ არის, რომ "დინამოში" ზედმეტად ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ?

- მოდით, ამ თემას დავუბრუნდეთ მას შემდეგ, რაც საქართველოს ჩემპიონატი და თასის ფინალი დასრულდება.

- გაძლიერდება თუ არა "დინამო"?

- მე მაინც გვერდიდან ვუყურებდი "დინამოს" თამაშს. ნებისმიერი გუნდისთვის სასურველია გაძლიერება. გარედან ჩანდა, რომ არის რგოლები, სადაც საჭიროა გაძლიერება, მაგრამ ამას ჯერ სიღრმისეული ანალიზი სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიო
ევროზე როდესმე რამე ხ დივიზიონში მაინც დაგვანახეთ რა ეს საამაყო დინამო
ჯარჯი21
Walkabout მართალი ბრძანებით, 1 კი არა 3 თავით მაღლა უნდა იდგეს, უნდ აიყო ლიდერი,ამყოლი,მებრძოლ და სამაგალითო გეგუჩაძეს კი მოუწევს გაისამდე მოცდა თასისა და ჩემპიონობისათვის
kaxa
და რატოა იდიოტური?? ყველაზე რეალური და მისაღები მოსაზრებაა !
გუჯა კახაძე
ბ-ნ გია გეგუჩაძეს! გამოიყენეთ ჩემი მეთოდი "47+5" და ქართველი ფეხბურთელი ფიზიკური კონდიციების კუთხით ლეგიონერზე ერთი თავით მაღლა ნამდვილად იქნება.
Walkabout
,,ლეგიონერი ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს აქაურ კადრზე"... მსგავსი იდიოტური მოსაზრება არ არსებობს და სამწუხაროა რომ ასე ფიქრობენ მხოლოდ საქართველოში...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა