ლა ლიგა. XIX ტურის წინ: უახლოეს დღეებში გვარდიოლა 40 წლის ხდება და ვნახოთ, რა საჩუქარს გაუკეთებს მას "ბარსელონა"

პრიმერადივიზიონის I წრის ბოლო ტურის დიდი ნაწილი შაბათს გაიმართება, თუმცა ჩემპიონობისთვის მებრძოლნი კვირას ჩაერთვებიან საქმეში. წრეს კი ორშაბათს, რაც უკვე ტრადიციად იქცა, "ატლეტიკო" დააგვირგვინებს "ვისენტე კალდერონზე".

გრანდებს შეღავათი იმიტომ მიეცათ, რომ მათ შუა კვირაში "სამეფო თასზე" იასპარეზეს და დასასვენებლად მეტი დრო ესაჭიროებოდათ, თუმცა ანალოგიური შეღავათის გაკეთება "ვილიარეალისა" და "სევილიასთვის" (რომელთაც შუა კვირაში ფანტასტიკური მატჩი გვაჩუქეს) არავის გახსენებია. მაშ ასე, კვირას ჟოზე მოურინიოს "რეალი" "ალმერიას" ესტუმრება, ხოლო ჩემპიონი "ბარსელონა" "მალაგას" მასპინძლობს. ამ ორი დაპირისპირებიდან უდავოდ უკანასკნელი უფრო საინტერესოა, "მალაგას" სახეცვლილების გამო.

ამ დაპირისპირების მონაწილეთა ერთი ფეხბურთელი გუნდს იცვლის და სწორედ ოპონენტთა ბანაკში გადადის - ლაპარაკია, გაბრიელ მილიტოზე, რომლის დამატებასაც ანდალუსიური კლუბი დღეს გამოაცხადებს ოფიციალურად. დღეიდან, გაბრიელ მილიტო "ბარსას" კი ეკუთვნის, მაგრამ იჯარით "მალაგაში" თამაშობს. ითამაშებს თუ არა არგენტინელი სადებიუტო მატჩშივე "ბარსას" წინააღმდეგ, ბურუსითაა მოცული, ალბათ, არა.

"ბეტისთან" მოგების შემდეგ პეპ გვარდიოლამ გუნდი დახურულ კარსმიღმა ავარჯიშა. ეს იყო ჩვეულებრივი ვარჯიში, ერთი გამონაკლისით, ვერსად დალანდავდით პირველი გუნდის მეკარეებს, ვიქტორ ვალდესს და პინტოს, მათ ნაცვლად მთავარ გუნდთან სარეზერვო შემადგენლობის მეკარეებმა, ოიერ ოლასაბალმა და რუბენ მინიომ ივარჯიშეს. სარეზერვო გუნდიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი იყო, თუმცა ტიაგო ალკანტარას ბოლო დროს ხშირად ვხედავთ მთავარ გუნდში. უახლოეს დღეებში პეპი 40 წლის ხდება, ვნახოთ, რა საჩუქარს გაუკეთებს მას.

"მალაგას" ახალმა თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ ფაქტობრივად თავიდან ააწყო გუნდი, ჩილელმა დეკემბერ-იანვარში ენცო მარესკა, მარტინ დემიკელისი, ჟულიო ბაპტიშტა, ნაჩო კამაჩო, სერხიო ასენხო და მილიტო დაიმატა. ანდალუსიელები უკვე 4 ქულით უსწრებენ გასავარდნ ზონას და, წესით, ასეთი ფინანსებით და ფეხბურთელებით არ უნდა გავარდნენ.

"მალაგას" ვარჯიშზე ტრავმების გამო ხესუს გამესმა, ივან გონსალესმა და მეკარე რუბენმა ვერ მიიღეს მონაწილეობა. სამაგიეროდ, გამოჩნდა ხავიერ მალაგუენო. თუკი მილიტოს საკითხი ჯერ გაურკვეველია, ჟულიო ბაპტიშტამ უკვე სრულფასოვნად ივარჯიშა ახალ გუნდში და "რომას" ექსფორვარდს "კამპ ნოუზე" ვიხილავთ.

ესპანეთის უკიდურეს სამხრეთში მიდის "სამეფო კლუბი", გაჭირვებულ "ალმერიასთან" სათამაშოდ, რომელიც კარგად მხოლოდ თასზე ასპარეზობს. დერბიში გამარჯვების შემდეგ ჟოზემ ვერ დაასვენა თავისიანები, პორტუგალიელმაც ვარჯიში დახურა გარეშე თვალისთვის. "ლოს ბლანკოსის" ბანაკიდან არ გამოსულა ახალი ტრავმის ამბავი, ასე რომ, "ალმერიასთან" ვერ ითამაშებენ მხოლოდ პეპე, იგუაინი, დუდეკი და მაჰამადუ დიარა (პირადი პრობლემა).

დღეს

ხეტაფე-რეალ სოსიედადი 21:00

დისკვალიფიკაცია: მიკუ (ხეტ)

ტრავმა: არისმენდი, მარიო - კ. მარტინესი, იფრანი

სპორტინგი-ერკულესი 21:00

დისკვალიფიკაცია: ხოსე ანხელი (სპორ)

ტრავმა: სერხიო (იჯარით გაუშვეს), მორანი (?), ბოტია - პასი, ტომერი (?), ტ. გომეში

ვილიარეალი-ოსასუნა 21:00

დისკვალიფიკაცია: ნეკუნამი, მასუდი (აზიის თასზე), პუნიალი (ოსას)

ტრავმა: კასორლა, ხუან კარლოსი, ბრუნო (?), ა. ლოპესი, ნილმარი, სენა, მარჩენა - პანდიანი, მონრეალი, რუპერი, მედინა

სარაგოსა-ლევანტე 21:00

დისკვალიფიკაცია: ბალესტეროსი, ხუანფრანი (ლევ)

ტრავმა: იაროშიკი (?) - კაისედო (?), მ. პერესი, ნ. გონსალესი

ბილბაო-რასინგი 23:00

დისკვალიფიკაცია: სან ხოსე (ბილ)

ტრავმა: ფ. ლორენტე (?), ამორებიეტა, პერესი, აურტენეჩე - სერანო, ციოლისი, კენედი (?), კოლტორტი (?)

სევილია-ესპანიოლი 01:00

ტრავმა: პალოპი, ფასიო (?) - ოსვალდო, დ. გარდია, დ. ლოპესი (?), პენია, გალანი, მატიონი

ხვალ

ვალენსია-დეპორტივო 20:00

დისკვალიფიკაცია: ადურისი - რ. პერესი

ტრავმა: ალბელდა - ურეტა, ფერნანდესი, გუარდადო, მიჩელი, რიკი, მორელი

ალმერია-რეალი 22:00

ტრავმა: ნიეტო, პელერანო - დუდეკი, იგუაინი, მ. დიარა, პეპე

ბარსელონა-მალაგა 00:00

ტრავმა: გამესი, გონსალესი, რუბენი, გალატო (მალაგა)

ზეგ

ატლეტიკო-მალიორკა 00:00

ტრავმა: მ. სუარესი (ატლეტიკო)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 18 16 1 1 57-10 49

2. რეალი 18 15 2 1 46-16 47

3. ვილიარეალი 18 11 3 4 34-18 36

4. ვალენსია 18 10 4 4 27-20 34

5. ესპანიოლი 18 10 1 7 23-24 31

6. ატლეტიკო 18 8 3 7 28-23 27

7. ხეტაფე 18 8 3 7 28-25 27

8. მალიორკა 18 8 3 7 23-21 27

9. სევილია 18 8 2 8 25-29 26

10. ბილბაო 18 8 2 8 27-30 26

11. ერკულესი 18 6 4 8 22-26 22

12. სოსიედადი 18 7 1 10 25-31 22

13. დეპორტივო 18 5 6 7 15-24 21

14. რასინგი 18 5 5 8 14-24 20

15. ოსასუნა 18 4 6 8 15-21 18

16. მალაგა 18 5 2 11 23-37 17

17. ლევანტე 18 4 3 11 19-29 15

18. სპორტინგი 18 2 7 9 15-27 13

19. ალმერია 18 2 7 9 16-31 13

20. სარაგოსა 18 2 7 9 16-32 13

ბომბარდირები: 22 - რონალდო (რეალი); 18 - მესი (ბარსელონა); 12 - ვილია (ბარსელონა); 11 - ფ. ლორენტე (ბილბაო); 10 - ნილმარი (ვილიარეალი); 9 - როსი (ვილიარეალი), პედრო (ბარსელონა), ტრეზეგე (ერკულესი); 8 - კანუტე (სევილია); 7 - იგუაინი (რეალი), ადურისი (ვალენსია), ფ. კაისედო (ლევანტე), აგუერო (ატლეტიკო), ვალდესი (ერკულესი).

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა