კახა ცხადაძე ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე პრობლემურ პოზიციაზე მოთამაშეებს რომ ეძებს, არახალია
კახა ცხადაძე ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე პრობლემურ პოზიციაზე მოთამაშეებს რომ ეძებს, არახალია.

მისი თქმით, კონკურენციის გაზრდა განსაკუთრებით საყრდენი ნახევარმცველისა და მარჯვენა მცველის პოზიციაზე სურს.

ამის გამო ცხადაძე ნაკრებში რამდენიმე კანდიდატს აკვირდება. ერთ-ერთი მათგანია ეროვნულ გუნდში ნათამაშები კახა ალადაშვილი, რომელიც რუსეთის პირველი ლიგის ბინადარ ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" ფეხბურთელია.

"მეც გავიგე, რომ ნაკრების გაფართოებულ სიაში ვარ, მაგრამ სანამ მიწვეულთა გვარებს ოფიციალურად არ გამოაცხადებენ, მანამდე ნაკრებში ჩემ დაბრუნებაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. თუმცა, ცხადაძემ ჩემ მიმართ ინტერესი საჯაროდ რომ გამოხატა, ძალიან მახარებს. არავინ თქვას, რომ ნაკრებში მოხვედრა ჩვეულებრივი ამბავია. ეს ყოველთვის ყველაზე მეტად სასიხარულოა თითოეული ფეხბურთელისთვის. თუ ცხადაძე უკრაინა-პოლონეთთან შეხვედრებისთვის მართლა გამომიძახებს, ბედნიერი ადამიანი ვიქნები", - ამბობს 32 წლის ალადაშვილი.

თურმე, ასევე ფიქრობს გოგიტა გოგუაც (32 წლის), რომელიც ალადაშვილის თანაგუნდელია:

"როცა გოგუამ შეიტყო, რომ შესაძლოა, ნაკრებში დააბრუნონ, ვერ წარმოიდგენთ, ისეთი სტიმული გაუჩნდა. მანამდეც გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებით კარგ ფორმაშია და იმედოვნებს, რომ სანაკრებო სიაში მოხვდება".

32-ე ტურში ალადაშვილმა კრასნოიარსკის "ენისეისთან" შეხვედრაში ანგარიში საჯარიმო დარტყმით გახსნა და გუნდის წარმატებას დაუდო სათავე:

"ბოლო თამაშებში კარგ ფორმაში შევედი. "ენისეისთან" გოლი ჩემთვისაც ბევრს ნიშნავდა და გუნდისთვისაც. ეს შეხვედრა რომ წაგვეგო, პირველი ლიგიდანაც ვვარდებოდით. ახლა "კრილია სოვეტოვთან" და ვლადივოსტოკის "ლუჩ ენერგიასთან" შეხვედრა დაგვრჩა და იმედია, უმაღლესში ადგილს შევინარჩუნებთ".

ამ მატჩის შემდეგ რუსულმა ინტერნეტგამოცემა "ვანდივიზიონმა" ალადაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. აქვე ვიტყვით, რომ სიმბოლურში "ტომის" თავდამსხმელი ანზორ სანაიაც მოხვდა, რომელმაც ასტრახანის "ვოლგართან" შეხვედრაში ანგარიში (2:2) გაათანაბრა.

"ალადაშვილი ტექნიკური ფეხბურთელია და კარგად დაყენებული დარტყმა აქვს. მისი საჯარიმოები მეტოქისთვის ყოველთვის სახიფათოა. ამ ტურშიც გაიტანა, მისმა გუნდმა კი საკუთარი ძალების ირწმუნა და სასურველ შედეგსაც მიაღწია", - წერს გამოცემა.

ალადაშვილს მაისის ბოლოს "სკა ენერგიასთან" კონტრაქტი უმთავრდება, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას, ჯერ არ იცის:

"ჯერ გაურკვევლობაში ვარ. ხაბაროვსკელები კონტრაქტის გახანგრძლივებას მთავაზობენ. ამას გარდა, რუსეთის პირველი ლიგის კიდევ ორ გუნდში თამაშს მთავაზობენ, რომლებიც ცენტრალურ რეგიონს წარმოადგენენ. რა თქმა უნდა, ხაბაროვსკში ცხოვრება ძნელია, მაგრამ თუ "სკა ენერგია" კარგ პირობებს შემომთავაზებს და მომდევნო სეზონისთვის გაძლიერდება, დარჩენა მიჯობს - გუნდს და გარემოს კარგად ვიცნობ და რაც უნდა გიკვირდეთ, შორეულ აღმოსავლეთსა და ხანგრძლივ გადაფრენებსაც შევეგუე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მწარე
რა უნდა გაუას ნაკრებში ? მაგისი ამბიციები და ტრაბახი რომ მახსოვს ამ ასაკში უკვე ლიგის მოგებას აპირებდა .. უამრავი ახალგაზრდა ბიჭი იზრდება ახალგაზრდულ ნაკჯრებებში და ამ ტრაბახა პენსიონერის ადგილს ნაკრებში ვერ ვხედავ!
თემრაზ
გოგუა თუ გამკიძახა და ათამაშა ბო..შვილი თუ ვუყურო მაგ თამაშს. პაპუნაშვილი ათამაშონ ჯობია და გაწიონ ეგ ბავშვი ვიხრე ეს ჩამოწერილი რუსული სამასორმოცდამესამე კიგაში მოთამაშე ხალხი
akofa
"უმაღლესში ადგილს შევინარჩუნებთ"ო. ეს როგორ ტო!!!!
dato
კარგით რა ყველა ძაღლი-მამაძაღლი ჩვენს ნაკრებში როგორ უნდა იყოს. წლოვანებას მაინც დააკვირდით სულ თუ არაფერი.
koki
ღმერთმა ქნას გამოადგეს ეს ფეხბურთელები ნაკრებს, რაზეა საუბარი, მაგრამ........
g
"ბოლო თამაშებში კარგ ფორმაში შევედი. "ენისეისთან" გოლი ჩემთვისაც ბევრს ნიშნავდა და გუნდისთვისაც. ეს შეხვედრა რომ წაგვეგო, პირველი ლიგიდანაც ვვარდებოდით. ახლა "კრილია სოვეტოვთან" და ვლადივოსტოკის "ლუჩ ენერგიასთან" შეხვედრა დაგვრჩა და იმედია, უმაღლესში ადგილს შევინარჩუნებთ".ავტორ ვერ გავიგე ტუ პირველი ლიგიდანაც ვარდებოდა და ეხლა ტუ ერტსაც მოიგებენ უმგლესში ადგილს ინარცუნებეენ ეს როგორ?
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
"გგონიათ, მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო და უკეთესი პირობები გვქონდა?"
გიორგი ნავალოვსკიმ გორის "დილა" დატოვა და ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" დაუბრუნდა
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
არ ვიცი, სად თამაშობდა - რუსეთში მე არ მითამაშია, ალბათ, Playstation-ს თამაშობდა" - კალაძემ ალადაშვილს უპასუხა
"არ გამოგივათ რუსების შემოცურება! არ გაგიტარებთ!" - ალადაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეხმაურება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
პოზიტიური პრეცედენტი: გლდანში მოედანი გადარჩა!
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა