ნუგზარ ჭეიშვილი: "აქტიურად ვემზადებით, ფორმაში შევალთ და ჩვენი ძლევა ჩემპიონატის მეორე ნახევარში ყველას გაუჭირდება"

სუპერილგის პირველი წრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაძლიერდა "არმია" და შსს. იგივე შეიძლება ითქვას თსუ-ზე - იანვრის დასაწყისში გუნდში "არმიადან" გადავიდა მიხეილ ბერიშვილი, რომელიც სტუდენტებს საგრძნობლად გააძლიერებს.

გუნდში მომხდარ სიახლეებსა და მზადებაზე თსუ-ს მთავარ მწვრთნელ ნუგზარ ჭეიშვილს ველაპარაკეთ. რესპონდენტმა ცვლილებებით დაიწყო.

- დავიმატეთ მიხეილ ბერიშვილი, რომელიც თსუ-ში აქამდეც თამაშობდა. იგი უნივერსალური კალათბურთელია და დაგვეხმარება როგორც ფარქვეშ, ასევე პერიმეტრიდან.

- მე-10 ტურში "ქუთაისთან" ფარქვეშ ძალიან გაგიჭირდათ.

- ტანმაღალი კალათბურთელების პრობლემა გვაქვს. 29 დეკემბერს ხელის ტრავმის გამო ვერ ითამაშა რიჩარდ მათიაშვილმა. წელი აწუხებდა ილია ლონდარიძეს, რომელიც ბოლომდე ვერ დავტვირთეთ. ასევე ტრავმირებულია გიორგი ყველაშვილი, რომელსაც მუხლი აწუხებს. მიხეილ ბერიშვილის დამატება მდგომარეობას ცოტა შეგვიმსუბუქებს.

- კიდევ ვინმეს შეძენას ხომ არ აპირებთ?

- განაცხადში კიდევ გვაქვს ადგილები, თუმცა ამ საკითხზე საუბარი მომავლისთვის გადავდოთ.

- შეკრებას თბილისში გადიხართ?

- დიახ. ვაპირებდით ბაკურიანში წასვლას. ამისთვის ყველაფერი მზად იყო, 2 იანვარს უნდა გავმგზავრებულიყავით, მაგრამ ბაკურიანში თოვლი არ იყო და ამიტომ, ტალახში წვრთნას თბილისში დარჩენა ვამჯობინეთ. ორჯერადად ვვარჯიშობთ. დილას მძლეოსნობის დარბაზში ფიზმომზადებაზე ვმუშაობთ, ხოლო საღამოს - ბურთით. ქორქია-საკანდელიძის მემორიალისა და საქართველოს თასის გათამაშებისთვის აქტიურად ვემზადებით.

- თსუ-ს მიზნებზე რას იტყვით?

- შარშანდელ ჩემპიონატში ბევრს არ ეგონა თუ ფინალში გავიდოდით, თუმცა ეს მოვახერხეთ. წლეულსაც აქტიურად ვემზადებით და ვეცდებით, რაც შეიძლება წინ წავიდეთ. მით უმეტეს, რომ ჩემპიონატის პირველადგილოსან "არმიასთან" 37 ქულის სხვაობით ვიგებდით, თუმცა ბოლო წუთებზე სამი მეფარე ხუთი პერსონალურის გამო გაგვიგდეს და დავმარცხდით.

ადრეც ვთქვი - ვისაც მოგება უნდა, პირველ წრეში უნდა გვაჯობოს, ჩემპიონატის მეორე ნახევარში ფორმაში შევალთ და ჩვენი ძლევა ყველას გაუჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"