თენგიზ სულაქველიძის დონესთან მიახლოებული საყრდენი ნახევარმცველი ქართულ ფეხბურთში არც მანამდე ყოფილა და არც - მერე!
ქართული ფეხბურთის ისტორიაში არაერთი გამორჩეული მოთამაშე ყოფილა და მათ რიცხვში თამამად შეგვიძლია დავასახელოთ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი თენგიზ სულაქველიძე.

უფრო რომ დავაკონკრეტოთ, თენგიზ სულაქველიძის დონესთან მიახლოებული საყრდენი ნახევარმცველი ქართულ ფეხბურთში არც მანამდე ყოფილა და არც - მერე! მეტსაც ვიტყვით: სწორედ თენგიზ სულაქველიძემ "დაამსხვრია მითი" იმის შესახებ, რომ ქართული ფეხბურთი მხოლოდ და მხოლოდ იმპროვიზაცია, ბურთის ფლობის ტექნიკა, დრიბლინგი თუ ფინტები... არ იყო.

ანუ ქართული ფეხბურთი არასდროს განიცდიდა მაღალი დონის შემსრულებლების ნაკლებობას, მაგრამ იმ პერიოდში, გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოსკენ, სწორედაც რომ დრომ და სიტუაციამ "უკარნახა" მართლაც გენიალურ მწვრთნელს, ნოდარ ახალკაცს, თბილისის "დინამოს" სათამაშო სქემა "გადაეწყო" და 1978 წლის ზაფხულში, ჩვენს უპირველეს გუნდში ბევრისთვის უცნობი ახალგაზრდა ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე ჩაირიცხა, რომელიც მანამდე წარმატებით ასპარეზობდა ქუთაისის "ტორპედოში", თანაც, ცენტრალური მცველის პოზიციაზე.

აი, "დინამოში" გატარებული 11 სეზონის განმავლობაში კი თენგიზ სულაქველიძეს რომელ ამპლუაში არ ვხედავდით: დაცვის ორივე ფლანგზე, ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე თუ ცენტრში. ჩინებული ფიზიკური მონაცემების მქონე სულაქველიძე სულ მალე გახდა "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი და იმავე "დოზით" შეჰქონდა საკუთარი წვლილი გუნდის წარმატებაში, როგორც დავით ყიფიანს, რამაზ შენგელიას, ალექსანდრე ჩივაძეს, ვლადიმერ გუცაევს, ვიტალი დარასელიას, შოთა ხინჩაგაშვილს, ოთარ გაბელიას, ნოდარ ხიზანიშვილს, თამაზ კოსტავას, ზაურ სვანაძეს, ნუკრი კაკილაშვილს...

...თენგიზ სულაქველიძე თამამად შეგვიძლია დავასახელოთ ყველა დროის ქართული ფეხბურთის ნომერ პირველ უნივერსალად და ამაში არაერთხელ დარწმუნებულან მისი მეტოქეები როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზეც; თანაც, ნურც იმას დავივიწყებთ, თუ რა დონის ვარსკვლავებთან უწევდა სულაქველიძეს პაექრობა თუ მეურვეობა: ზიკოსთან, პრებენ ელკიაერ-ლარსენთან თუ .... დიეგო მარადონასთან!

ისე, რახან სანაკრებო დონე ვახსენეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ოთხი მოთამაშეა, სამივე უმნიშვნელოვანეს ტურნირზე (მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები) რომ გამოსულა: მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე და თენგიზ სულაქველიძე...

...ევროპის 1988 წლის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი, 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორი, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში, თბილისის "დინამოსთან" ერთად ევროპის ქვეყნების თასების თასისა (1981) და საბჭოთა კავშირის თასის (1979) მფლობელი, ყველა დროის ქართული ფეხბურთის საუკეთესო უნივერსალი თენგიზ სულაქველიძე აქტიური კარიერის დამთავრების შემდეგაც ქართული ფეხბურთის სამსახურში დარჩა და დიღომში, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაც დააარსა, რომელიც თითქმის 20 წელიწადია წარმატებით ფუნქციონირებს.

აი, ასეთ ღვაწლმოსილ და მართლაც დამსახურებულ ვეტერან ფეხბურთელს უმასპინძლა ტოტალიზატორმა "ლიდერბეთმა"; უკვე მესამე წელიწადია, ჩვენმა კოლეგებმა - ბიძინა ბარათაშვილმა, ლევან სალუქვაძემ და გიგა გვენცაძემ "ლიდერბეთთან" ერთად მართლაც მშვენიერ პროექტს ("ქართული სპორტის ლიდერები") ჩაუყარეს საფუძველი, რომელიც თვეში ორჯერ ახლო თუ შორეული წარსულის ცნობილ სპორტსმენებთან შეხვედრას ითვალისწინებს.

შეხვედრას ჩვეული ორატორობით ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა. ამ ლამაზ ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო: ვეტერანი ფეხბურთელები, ჟურნალისტები, სტაჟიანი გულშემატკივრები... ყველა გამომსვლელი დიდი სიამოვნებით საუბრობდა თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო თუ ცხოვრებისეულ წარმატებებზე და არც სურვილები დაუნანებია არავის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
შეთანხმება მიღწეულია - აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
ესპანეთთან წაგების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი გადადგა
პარაგვაელი სენატორი: მბაპე მახინჯი კამერუნელია - წერაც ვერ ისწავლა
ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდში გადავიდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
"ტორპედომ" ბულგარელი მცველი დაიმატა
კარლო და ბრაზილია არ შედგა - დიდების სურვილი მუნდიალზე, ხასიათის სიმტკიცე და მოსალოდნელი კრახი(?!)
ბალოგუნის ეფექტი - ფრანგებს ოლისესთვის მიღებული ყვითელი ბარათის გაუქმება სურთ
ხორვატიაში ახალი ერა დაიწყება - 9 წლის შემდეგ ზლატკო დალიჩი ნაკრებიდან წავიდა
სადებიუტო მუნდიალზე რეკორდმენს გაუთანაბრდა - ჰოლანს მუნდიალზე ვერ აჩერებენ
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
"დიდი უსამართლობა გამოასწორეთ" - ტრამპმა ინფანტინოს ბალოგუნის დისკვალიფიკაციის მოხსნისთვის მადლობა გადაუხადა
რა მოხდა რეალურად და ვის გულისხმობს საზონოვი პრობლემაში? - ქართველი "ტორინოს" ხმაურიანი პოსტით დაემშვიდობა
[PHOTO] კვარაცხელია ბრაზილიის მუნდიალიდან გავარდნასა და ნეიმარის სანაკრებო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა
იჯარა და შემდეგ გამოსყიდვა - ქოჩორაშვილს საბერძნეთში უხმობენ, მაგრამ ქართველს სხვა გეგმები აქვს
“ეს დასასრულია” - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებიდან წავიდა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე დრამატული მატჩი - 10-კაციანმა ინგლისმა მექსიკა დაამარცხა
[VIDEO] ჰოლანის დუბლით ნორვეგიამ ბრაზილიას სძლია და მეოთხედფინალში გავიდა
ესპანური მედია: კრახი და კოლაფსი - არაამქვეყნიურმა და "ჭკუიდან გადასულმა" შენგელიამ რიდთან ერთად შეუძლებელი შეძლო
[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!
საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი