"მარკამ" ის 8 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალში" ფაქტობრივად დაუსწრებელ კასტინგს გადიან

როგორც იქნა, "სამეფო კლუბში" აღიარეს, რომ "რეალი" თავდამსხმელს ეძებს. აქამდე, ეს მხოლოდ ჟოზე მოურინიოს ხმამაღლა გაცხადებული სურვილი იყო, რომელიც ირწმუნებოდა, ქარიმ ბენზემას არაფერს ვერჩი, ძალიან მოწადინებულია, მაგრამ გუნდში არსებული სიტუაცია ახალ სისხლს ითხოვს შეტევაშიო. პრინციპში, ეს ბუნებრივიცაა, ერთადერთი საღსალამათი ფორვარდით თამაშს სეზონის განმავლობაში "რეალი" კი არა, სუსტი ევროპული კლუბი არ კადრულობს.

"მარკამ" საფუძვლიანად გამოიკვლია ჭორ-მართალი "რეალის" სატრანსფერო აქტივობაზე და დაასახელა ის 8 ფეხბურთელი, რომელიც ფაქტობრივად დაუსწრებელ კასტინგს გადის ახლა "რეალში". ერთ-ერთი მათგანი კი მალე გონსალო იგუაინის შეცვლას შეეცდება. მოკლედ, ეს ფეხბურთელებია: მიროსლავ კლოზე, მარიო გომესი, ადამ სალაი, ემანუელ ადებაიორი, ლისანდრო ლოპესი, ტეოფანის გეკასი, ნელსონ ვალდესი და ლუიშ ფაბიანო.

კასტინგი გახსნილად "რეალის" დირექტორმა ხორხე ვალდანომ გამოაცხადა, 3:1 მოგებული დერბის შემდეგ მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ "რეალი" თავდამსხმელის შესაძენად ბაზარში მიდის. სხვა გზა "სამეფო კლუბს" არც აქვს, ქარიმ ბენზემა ბევრს კი ცდილობს, მაგრამ გოლები იშვიათად გააქვს, როდემდე უნდა იყოს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი კრიშტიანო რონალდოს სუპერპროდუქტიულობის იმედზე?

ვალდანო ამბობს, რომ კასტინგი "რეალში" მხოლოდ 6-თვიან თამაშზე გამოცხადდა, გუნდი სულაც არ ეძებს ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც შემდეგ სეზონებშიც დაეყრდნობა - ახალმა ფორვარდმა გუნდს შეტევაში შექმნილი კრიზისი უნდა გადაატანინოს და წავიდეს, მოკლედ ლაპარაკია იჯარაზე. "მარკას" მიაჩნია, რომ მაინც ყველაზე რეალური "მანჩესტერ სიტის" აფრიკელი შემტევი ემანუელ ადებაიორის გადმოსვლაა "სანტიაგო ბერნაბეუზე", რადგან მის კანდიდატურას თვით ჟოზე ლობირებს. ბრიტანული ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ "სიტი" ტოგოელის იჯარით 1,2 მილიონი ევროს ფარგლებში მოითბობს ხელს.

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე