საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შემდეგ, ლიდერ სალომე მელიას ქულებით ნინო ხურციძე გაუთანაბრდა

ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტური, სტარტის მსგავსად, უხვმოსავლიანობით გამოირჩა: 6-დან მხოლოდ ერთი შეხვედრა დამთავრდა ყაიმით - ერთპიროვნული ლიდერი სალომე მელია (2449) შავი ფიგურებით 21-ე სვლაზე მაკა ფურცელაძეს (2323) დაუზავდა, რითაც ისარგებლა საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ნინო ხურციძემ (2436), რომელმაც ლელა ჯავახიშვილი (2438) დაამარცხა და ქულებით მელიას გაუთანაბრდა. დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ნინო ბაციაშვილი (2396)-სოფიკო ხუხაშვილი (25437) 0:1, მარიამ დანელია (2248)-მაია ლომინეიშვილი (2345) 0:1, სოფიო ნიკოლაძე (2254)-მირანდა მიქაძე (2362) 1:0, ბელა ხოტენაშვილი (2440)-მერი არაბიძე (2315) 1:0.

ხუთი ტურის შემდეგ: მელია, ხურციძე - 3,5-3,5, ლომინეიშვილი, ხოტენაშვილი (ორივეს - 4-4 შეხვედრიდან) - 3-3, ფურცელაძე (4), დანელია - 2,5-2,5, ბაციაშვილი, ჯავახიშვილი, მიქაძე, ნიკოლაძე - 2-2, ხუხაშვილი (4), პაიკიძე (4) - 1,5-1,5, არაბიძე - 1 ქულა.

მე-6 ტურში ითამაშებენ მელია-ხოტენაშვილი, მიქაძე-ფურცელაძე, ხურციძე-ნიკოლაძე, ლომინეიშვილი-ჯავახიშვილი, ხუხაშვილი-დანელია, პაიკიძე-ბაციაშვილი, არაბიძე ისვენებს.

- ჩემპიონატის ორგანიზატორებმა და მასპინძლებმა სასტუმრო "ანაკლიაში" თამაშისა და დასვენების შესანიშნავი პირობები შეგვიქმნეს, - გვითხრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ჩემპიონატის მონაწილე სოფიო ნიკოლაძემ. - თითოეული პარტია, მაშინაც კი, როცა ყაიმით მთავრდება, სიმწვავითა და დაძაბულობით გამოირჩევა. მოასპარეზეებს საამისოდ მოტივაციაც აქვთ - დიდი საპრიზო ფონდი (13500 ლარი), ჩემპიონი პირდაპირ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ხვდება, ხოლო მედალოსნებს ჭადრაკის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დააფინანსებს.

სიახლეა ის, რომ საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ სტურუა ყოველი ტურის შემდეგ ყველა პარტიას ჩვენი თანდასწრებით აანალიზებს. მოჭადრაკეთა შეხვედრებს თვალს ადევნებს ეროვნული ნაკრების კაპიტანი დიდოსტატი ნინო გურიელი.

ჭადრაკის დაფებზე უშეღავათო შეხლა-შემოხლის მიუხედავად, ჩემპიონატზე მეგობრული ატმოსფერო სუფევს, ერთად აღვნიშნეთ ძველით ახალი წელი. მოცალეობის ჟამს ბილიარდითაც ვერთობით. აქ ხუხაშვილი და ბაციაშვილი პირველობას არავის უთმობენ. დარწმუნებული ვარ, ანაკლიაში მიღებული შთაბეჭდილებები საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეებს არასდროს დაავიწყდებათ.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა