ევროთასების გათამაშებაში მოასპარეზე ქართველ მორაგებთა ექვსი გუნდიდან პლეი ოფში გასვლის შანსს ექვსივე ინარჩუნებს

ევროთასების გათამაშებაში მოასპარეზე ქართველ მორაგებთა ექვსი გუნდიდან ექვსივეს პლეი ოფში გასვლის შანსი აქვს. ყველაზე პრესტიჟულ "ჰაინეკენის თასის" გათამშებაში სამი "ქართული კლუბი" თამაშობს და სამივე ლიდრთა შორისაა.

A ჯგუფში აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" სტუმრად ეთამაშება უელსურ "კარდიფ ბლუზს", რომელიც მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს. კასტრელებმა ოთხი თამაშიდნ ორი მოიგეს და 10 ქულით მეორე ადგილზე არიან.

აღსანიშნავია, რომ წარმატების შემთხვევაში "კასტრი" პლეი ოფის საგზურს გაინაღდებს. თუ არა და ერთი კვირის შემდეგ ბოლო ტურში შინ მოუწევს ბრძოლა ჯგუფის ლიდერ, ინგლისურ "ნორსჰემპთონთან".

უელსში კასტრი უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა. ფეიქრიშვილი და გიორგაძე სათადარიგოთა შორის არიან. ამავე ჯგუფში "ნორსჰემპთონი" შინ ეთამაშება შოტლანდიურ "ედინბურგს", რომელიც ასევე პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის.

A ჯგუფი

ნორსჰემპთონი-ედინბურგი, კარდიფი-კასტრი

სატურნირო მდგომარეობა

ნორსჰემპთონი - 16 ქულა, კასტრი - 10, ედინბურგი - 7, კარდიფი - 6.

B ჯგუფში დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" შინ "მეტრო რასინგს" ეთამაშება. ორივე გუნდმა ორ-ორი მატჩი მოიგო, ცხრა-ცხრა ქულა დააგროვა და მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა საკმაოდ ჩახლართულია. პლეი ოფში გასვლის შანსს ბოლოადგილოსანი ინგლისური "სარასენზიც" ინარჩუნებს, რომელმაც ერთი შეხვედრა მოიგო, ექვსი ქულა დააგროვა და სტუმრად ხვდება ლიდერს, ირალნდიურ "ლენსტერს".

"ვულკანების" მდგოამრეობა გადამწყვეტი მატჩების წინ საგანგაშოა. "კლერმონს" ტრავმების ეპიდემიამ დარია ხელი. არგენტინელ მარტინ სკელსოს, მისი თანამემამულე მარიო ლედესმაც დაემატა. ჯანმრთელად არაა დავით ზირაქაშვილიც, თუმცა ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა ის სათადარიგოთა შორის მაინც შეიყვანა.

B ჯგუფი

კლერმონი-მეტრო რასინგი, ლენსტერი-სარასენზი

სატურნირო მდგომარეობა

ლენსტერი -14 ქულა, კლერმონი -9 , მეტრო რასინგი - 9, სარასენზი - 6.

C ჯგუფში ლიდერი დავით ქუბრიაშვილის "ტულონია". ჩვენებურის გუნდი შინ ეთამაშება უშუალო კონკურენტ ირლანდიურ "მანსტერს", რომელსაც ორი ქულით უსწრებს. გამარჯვების შემთხვევაში ტულონელები პლეი ოფის საგზურს ერთი ტურით ადრე გაინაღდებენ. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაშია. თავიდანვე ითამაშებს გუნდის ლიდერიც, მგეზავი ჯონი ვილკინსონი, რაც იმის დასტურია, რომ "ტულონი" "ჰაინეკენის" თასის გათამაშებას სერიოზულად უდგება.

ამავე ჯგუფში, ინგლისური "ლონდონ აირიში" შინ ეთამაშება "ოსფრიზს".

C ჯგუფი

ტულონი-მანსტერი, ლონდონ აირიში-ოსფრიზი

სატურნირო მდგომარეობა

ტულონი - 13 ქულა, მანსტერი - 11, ოსფრიზი - 10, ლონდონ აირიში - 5.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში სამი ქართული გუნდიდან ორი ჯგუფის ლიდერია. ბოლოსწინა, მეხუთე ტური E ჯგუფის ლიდერის, "ლა როშელისა" და ბექა შეყლაშვილის "აჟენის" მატჩით გაიხსნა. აჟენელებმა სტუმრებს პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით 14:13 მოუგეს. ანგარიშში ამ უპირატესობას ჩვენებურის გუნდი 72-ე წუთამდე ინარჩუნებდა - 17:16, მაგრამ ბოლო რვა წუთში ორი ლელო გაუშვეს და 17:28 წააგეს.

შეყლაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო.

ამავე ჯგუფში აუტსაიდერი, იტალიური "როვიგო" შინ ინგლისურ "გლოსტერს" შეხვდება.

E ჯგუფი

აჟენი-ლა როშელი 17:28, როვიგო-გლოსტერი

სატურნირო მდგომარეობა

ლა როშელი - 19 ქულა, აჟენი - 15, გლოსტერი - 11, როვიგო - 0

B ჯგუფში დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა" ოთხი თამაშიდან ოთხივე მოიგო და 18 ქულით პირველ ადგილზეა. ბრიველები უახლოეს მდევარ "სეილ შარქსს" შვიდი ქულით უსწრებენ. ჩვენებურთა გუნდი ბოლოსწინა ტურში შინ მიიღებს ესპანურ "ელ სალვადორს", რომელსაც აუცილებლად დაამარცხებს და პლეი ოფში გავა. კაკაოვინი სათადარიგოთა შორისაა, ხინჩაგიშვილი ისვენებს.

ინგლისელები შინ ეთამაშებიან იტალიურ "პადოვას", რომელიც ასევე უშანსოდაა.

B ჯგუფი

ბრივი-ელ სალვადორი, სეილ შარქსი-პადოვა

სატურნირო მდგომარეობა

ბრივი - 18 ქულა, სეილ შარქსი - 11, პადოვა - 5, ელ სალვადორი - 4.

C ჯგუფის ლიდერი მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეა". ჩვენებურთა გუნდმა ოთხი თამაშიდან სამი მოიგო და 13 ქულა დააგროვა. მონპელიელები უახლოეს მდევარ ინგლისურ "ექსეტერს" ორი ქულით უსწრებენ. ბოლოსწინა ტურში კი, სტუმრად ითამაშებენ ინგლისურ "ნიუკასლთან", რომელიც რვა ქულით მესამეა.

შველიძე და ჩახაიძე ძირითად შემადგენლობაში არიან. ჟღენტი და გორგოძე ისვენებენ.

"ექსეტერი" შინ ეთამაშება ბოლოადგილოსან "ბურგუენს"

C ჯგუფი

ნიუკასლი-მონპელიე, ექსეტერი-ბურგუენი

სატურნირო მდგომარეობა

მონპელიე - 13 ქულა, ექსეტერი - 11, ნიუკასლი - 8, ბურგუენი - 6

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
7-კაცა | სტაბილურად მერვე ადგილი
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა