ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რეპეტიცია დასრულდა

რეპეტიცია დასრულდა

გასულ კვირას ჩოგბურთელებმა დაასრულეს მზადება ავსტრალიის ღია პირველობისთვის.

გასულ კვირას ჩოგბურთელებმა დაასრულეს მზადება ავსტრალიის ღია პირველობისთვის. იანვრის მთავარი სტარტის წინ ATP-ის ტურნირები ჟილ სიმონმა და დავიდ ფერერმა მოიგეს.

ტურნირებს სიდნეიმ და ოკლენდმა უმასპინძლეს. როგორც წესი, ამ შეჯიბრებებში ვარსკვლავები არ იკრიბებიან, მაგრამ ბევრი კარგი მოთამაშე იყენებს ამ სტარტებს ავსტრალიის ღიას წინ პრაქტიკის მისაღებად.

ტრადიციულად, უფრო ძლიერი შემადგენლობა სიდნეიში შეიკრიბა. აქ ტიტული უნდა დაეცვა კვიპროსელ მარკოს ბაღდატისს, მაგრამ ბოლო მომენტში ტრავმა მოიმიზეზა და განაცხადი გამოიტანა. მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ხუან-მარტინ დელ პოტროს დაბრუნება. თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ არგენტინელმა სწორედ სიდნეიში მოიპოვა პირველი გამარჯვება.

ფელისიანო ლოპესთან სამსაათიან ბრძოლაში არგენტინელმა რამდენიმე მატჩბოლი გადაარჩინა და სამ სეტში მოიგო. თუმცა მეორე გმირობისთვის აშშ-ის ღიას ყოფილ ჩემპიონს ძალა აღარ ეყო და მეორე წრეში ფლორიან მაიერთან დამარცხდა.

სიდნეის ტურნირის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა გახდა პირველად ნომრად განთესილი ამერიკელის სემ კუერის წაგება ალექსანდრ დოლგოპოლოვთან. თუმცა უკრაინელმა წარმატების განვრცობა ვერ შეძლო და შემდეგ ეტაპზე ჟილ სიმონთან დამარცხდა. ფრანგმა, რომელმაც განთესვის ნომერიც კი არ ჰქონდა სიდნეიში, პირველივე მატჩებიდან შესანიშნავი ჩოგბურთი აჩვენა. მან ერთმანეთის მიყოლებით ორ სეტში მოუგო - ლუს, ჟილს, დოლგოპოლოვსა და გულბისს. ფინალში მისი მეტოქე სერბი ვიქტორ ტროიცკი გახდა, რომელმაც გასულ დეკემბერში დევისის თასის ფინალში დაამარცხა სიმონი. სხვათა შორის, ტროიცკიც სეტის წაუგებლად გავიდა ფინალში, თუმცა მეტოქეები ძლიერი ჰყავდა - ჩელა, გასკე და მაიერი.

ფინალმა სანახაობრივი თვალსაზრისით გაამართლა. თანაბარ პირველ სეტში სიმონი ბოლოს უფრო იღბლიანი იყო. მეორე პარტიაში ტროიცკი ორმაგი ბრეიკით წინ გავიდა, მაგრამ ფრანგმა გაათანაბრა ანგარიში. შემდეგ სიმონს კიდევ ერთი ჩავარდნა ჰქონდა და სერბმა სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ფრანგმა ამჯერადაც გაათანაბრა ანგარიში. დაინიშნა ტაი-ბრეიკი, სადაც მცირე უპირატესობა სიმონმა მიიღო და 7:4 გაიმარჯვა.

ჟილმა კარიერაში მერვე ტიტული მოიპოვა და კარგ ხასიათზე ჩავიდა მელბურნში, სადაც უკვე მეორე წრეში მოუწევს შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან შეხვედრა.

ოკლენდში რვა განთესილიდან ექვსი ესპანეთსა და სამხრეთ ამერიკას წარმოადგენდა. საბოლოოდ, ნახევარფინალურ სტადიაზე მხოლოდ ესპანურენოვანი მოთამაშეები დარჩნენ - დავიდ ფერერი, სანტიაგო ხირალდო, დავიდ ნალბანდიანი და ნიკოლას ალმაგრო. ფინალში ორმა დავიდმა გააღწია. ფერერს უკვე ჰქონდა ოკლენდში წარმატებით გამოსვლის გამოცდილება - 2007 წელს მან ტიტული მოიპოვა, ნალბანდიანი კი ასე შორს სატურნირო ბადეში არასოდეს გასულა.

გადამწყვეტი მატჩის თანაბარი დასაწყისის შემდეგ ესპანელმა სრული უპირატესობა მოიპოვა და საკმაოდ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია - 6:3, 6:2. ეს ესპანელის კარიერაში საიუბილეო - მეათე ტიტული იყო.

ქალებს შორის სიდნეის ტურნირის მსვლელობის შესახებ გასულ კვირას გიამბობდით და იცით, რომ აქ სენსაციურად გაიმარჯვა ჩინელმა ნა ლიმ, რომელმაც ფინალში თვით კიმ კლაისტერსს სძლია.

ნაკლებად წარმომადგენლობითი იყო ტურნირი ჰობარტში. შეჯიბრის მნიშვნელობა ოდნავ გაზარდა რუსმა დინარა საფინამ, მაგრამ მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ვერც ამჯერად გაამართლა მაყურებელთა იმედები და პირველივე წრეში სამარცხვინოდ წააგო პირველ ნომრად განთესილ მარიონ ბარტოლისთან - 0:6, 1:6.

ასევე უსახელოდ დაასრულა ჰობარტის ტურნირის მეორე რუსმა ფავორიტმა ანასტასია პავლიუჩენკოვამ - მან პირველი სეტი ბეტანი მატეკთან წააგო (2:6) და ამის შემდეგ შეწყვიტა მატჩი.

უნდა ითქვას, რომ ჰობარტის ტურნირის მსვლელობას ხელი შეუშალა ამინდმა - გაუთავებელი წვიმების გამო ორგანიზატორებს ერთ დღეს მოუწიათ მერვედფინალისა და მეოთხედფინალის ჩატარება.

ბარტოლიმ საფინას დამარცხების შემდეგ კიდევ ერთ რუსს, ელენა ვესნინას მოუგო, მაგრამ 1/4 ფინალში მოულოდნელად დამარცხა კლარა ზაკოპალოვასთან, რომელმაც თავის მხრივ, ფინალში გასასვლელი მატჩი დათმო იარმილა გროტთან - 3:6, 2:6.

ბადის ქვედა ნაწილიდან ფინალამდე მიაღწია ბეტანი მატეკმა. გადამწყვეტი მატჩი მოკლე აღმოჩნდა. ადგილობრივი პუბლიკის გასახარად ტურნირი გროტმა მოიგო. ფინალის ანგარიშია - 6:4, 6:3. ყოფილი ჩეხისთვის ეს მეორე ტიტულია კარიერაში.

ATP

Medibank International

სიდნეი (ავსტრალია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

ჟილ სიმონი (საფ)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 4) 7:5, 7:6(4).

Heineken Open

ოკლენდი (ზელანდია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 1)-დავიდ ნალბანდიანი (არგ, 6) 6:3, 6:2.

WTA

Hobart International

ჰობარტი (ავსტრალია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

იარმილა გროტი (ავსტრა, 6)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:4, 6:3.

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი დამარცხებულია - ბასილაშვილი ალმათის მასტერსის მერვედფინალშია

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს

საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა

[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია

ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა

დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი

"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი

"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ