ასმირ ბეგოვიჩის შემცვლელი დანიის სამეფოდან
"სტოკ სიტიმ" დანიური "მიდტიულანდიდან" მეკარე იაკობ ჰაუგაარდი მიიყვანა და მასთან სამწლიანი კონტრაქტიც გააფორმა. 23 წლის გოლკიპერი თანამემამულე თომას სორენსენს შეცვლის, რომელსაც გუნდი უშვებს.

"ეს ჩემთვის წინგადადგმული დიდი ნაბიჯია და ძალიან გახარებული ვარ. "სტოკის" ინტერესის შესახებ რამდენიმე თვის წინ გავიგე და დეკემბერში უკვე აგენტსაც ვესაუბრე ამ საკითხზე. პრემიერლიგას აქტიურად ვადევნებდი თვალყურს და ვიცი, რომ კლუბს საოცარი პროგრესი აქვს. მარკ ჰიუზმა თავისი სტილი დაამკვიდრა, რომელიც მე ძალიან მომწონს. ეს ბრწყინვალე გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელით. ამიტომაც სიხარულით გადმოვედი და ვეცდები, გუნდს დავეხმარო" - ამბობს ჰაუგაარდი.

დანიის ახალგაზრდული ნაკრების ექსმეკარე ჯერჯერობით სათადარიგოს სტატუსითაა შეძენილი, რადგან "სტოკში" უპირობო პირველი ნომერი ასმირ ბეგოვიჩია და გარდა ამისა, გუნდს ჰყავს ძალიან ნიჭიერი ადგილობრივი კადრი ჯეკ ბატლენდი, რომელმაც მარტში "ბრიტანიაზე" კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა. პარალელურად, "სტოკი" თავსაც იზღვევს, რადგან ბეგოვიჩთან ახალი შეთანხმების მიღწევა ჯერ ვერ ხერხდება. ბოსნიელს დიდი ხანია, გამორჩეული გუნდები უტრიალებენ და იგი, შესაძლოა, წავიდეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ "სტოკი" ზედიზედ ორი სეზონია, პრემიერლიგას მე-9 ადგილზე ამთავრებს, რაც გუნდისთვის წარმატებაა. ამჯერად, კლუბმა ჩემპიონატი 54 ქულით დაასრულა და ასეთი კარგი შედეგი პრემიერლიგაში აქამდე არასდროს ჰქონია.

ამაზე მეტი ქულა "სტოკმა" ბოლოს 2008/09 წლების სეზონში დააგროვა ტონი პულისის დროს, კერძოდ კი - 79, ოღონდ მაშინ ჩემპიონშიპში მეორეზე გავიდა და უმაღლეს ლიგაში აღზევდა. სხვათა შორის, მაშინ სტოკელებს ორი ქულით "ვესტ ბრომვიჩმა" გაასწრო, პულისის ამჟამინდელმა გუნდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ერთ დროს პსვ-სა და "ბარსელონას" ამომავალმა ვარსკვლავმა კარიერა 34 წლის ასაკში დაასრულა[PHOTO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ბარსელონას" ყოფილი ნახევრმცველი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
პსჟ-მ 29 წლის ფორვარდი დაიმატა
"ერთხელ მატჩის დაწყებამდე 10 წუთით ადრე ცოლმა დამირეკა და მკითხა: "სად ხარ?"
"ლივერპულს" ჯეკ ბატლენდის დამატება სურს
გიორგი ჩაკვეტაძე "სტოკთან" ძირითად შემადგენლობაში იწყებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები