ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემთხვევაში, ესპანელ რაფაელ ნადალს "დიდი სლემის" ჩემპიონატებზე ზედიზედ ოთხი მოგება დაუგროვდება

ავსტრალიის ღია პირველობას ერთი საინტერესო ინტრიგა ახლავს თან. ტურნირის მოგების შემთხვევაში, ესპანელ რაფაელ ნადალს "დიდი სლემის" ჩემპიონატებზე ზედიზედ ოთხი მოგება დაუგროვდება.

შეგახსენებთ, რომ შარშან რაფამ ერთმანეთის მიყოლებით მოიგო როლან გაროსი, უიმბლდონი და აშშ-ის ღია პირველობა. ასე რომ, თუ ავსტრალიაშიც გაიმარჯვებს, ის გახდება პირველი ჩოგბურთელი 1969 წლის შემდეგ, ვისაც "დიდ სლემზე" ზედიზედ ოთხი ტურნირი ექნება მოგებული. ბოლოს ასეთი შედეგი ლეგენდარულ ავსტრალიელ როდ ლეივერს ჰქონდა, თანაც მან ეს მიღწევა ერთ სეზონში დააფიქსირა, ამიტომაც მისი შედეგი უფრო ღირებულია, ვიდრე ესპანელისა. ლეივერმა მაშინ "დიდი სლემი" მოიგო, ჟურნალისტებმა კი ნადალის სავარაუდო ტრიუმფს - "რაფა-სლემი" უწოდეს.

ამასთან დაკავშირებით ნადალის მთავარმა კონკურენტმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ ყველანაირად ეცდება ესპანელის შეჩერებას, მაგრამ თუ ეს ვერ მოახერხა, ძალიან გაუხარდება ესპანელის ისტორიული მიღწევა.

"რაფაელი უდავოდ მთავარი ფავორიტია - სწორედ იმის გამო, რომ ის ახლა ისტორიას ქმნის. ასეთი მიღწევის გამეორების შანსი მას გარკვეულ უპირატესობას ანიჭექბს. თუმცა, რა თქმა უნდა, თავადაც ვემზადები მორიგი ტრიუმფისთვის და შევეცდები ნადალის შეჩერებას. ავსტრალიის ღია პირველობას ოპტიმალურ ფორმაში ვხვდები. უკეთესიც კია, რომ მთავარ ფავორიტად არ მასახელებენ, რადგან ასე ჩემზე ნაკლები ზეწოლა იქნება", - ამბობს სააგენტო AP-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფედერერი.

ფედერერს ეთანხმება ლეგენდარული ამერიკელი ივან ლენდლი, რომელიც წილისყრას ატარებდა და მისი შედეგების კომენტარისას ნადალს მთავარი ფავორიტი უწოდა.

"ჩემი აზრით, წილისყრას არანაირად არ უმოქმედია ავსტრალიის ჩემპიონატში ძალთა გადანაწილებაზე. რა თქმა უნდა, არ შეიძლება როჯერ ფედერერის დავიწყება, რადგან ტრადიციულად მელბურნში კარგად გამოდის და დღესაც უძლიერეს მოთამაშედ რჩება. მაგრამ მიმაჩნია, ნადალს მოგების მეტი შანსი აქვს", - ამბობს ლენდლი.

ლენდლის აზრით, ჩოგბურთელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ პირველი ჩოგანის სახელის ტარების უფლება, თუ მათ "დიდი სლემის" ტურნირებზე გაუმარჯვიათ. "თუ ეს ასე არ არის, ე. ი. ქულათა დათვლის სისტემაში რაღაც არ არის წესრიგში".

ყოფილმა ჩეხმა აღიარა, რომ მას ფედერერთან თამაშის საშუალება რომ ჰქონოდა, გრუნტის საფარს აირჩევდა, ნადალთან მატჩისთვის - სწრაფ ჰარდს. "მაგრამ ჩემი თამაშის შედარება დღევანდელი ლიდერების თამაშთან არაკორექტული იქნებოდა. როგორც ცურვა და მძლეოსნობა, ჩოგბურთიც განვითარდა", - მოჰყავს ლენდლის სიტყვები ავსტრალიის ღია ოფიციალურ ვებგვერდს.

ლენდლმა ფანტასტიკური უწოდა მამაკაცთა ჩოგბურთში დღეს არსებულ მდგომარეობას: "დღეს გვაქვს პატივი მამაკაცთა ჩოგბურთში თვალი მივადევნოთ საჩოგბურთო რეკორდების დამხობას, რასაც ადრე ვერავინ წარმოიდგენდა. შესაძლოა, ამ ეტაპზე კიდევ ერთი რეკორდის მიჯნაზე ვიმყოფებით. თავის დროზე, პიტ სამპრასმა როი ემერსონის მიღწევა გააუმჯობესა, შემდეგ როჯერ ფედერერმა დაამხო პიტის რეკორდი. ახლა კი რაფაელ ნადალს შეუძლია "დიდი სლემის" ზედიზედ მეოთხე ტურნირის მოგება. ხოლო თუ ის გამარჯებებს გააგრძელებს, მაშინ დავიწყებთ იმაზე მსჯელობას, რომ შესაძლებელია როჯერის რეკორდის გაუმჯობესება. ასე რომ, მამაკაცთა ჩოგბურთისთვის ფანტასტიკურ პერიოდში ვცხოვრობთ", - განაცხადა მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა.

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?