ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რატომ გადავუსვით ხაზი გია გრიგალავას?

რატომ გადავუსვით ხაზი გია გრიგალავას?

ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" 21 წლის ქართველ მცველს რუსეთის ნაკრების მაისურის მორგება არ სურს
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" სეზონისთვის ანთალიაში ემზადება. კლუბში არიან მისი ძველი თუ ახალი ქართველი ფეხბურთელები - ედიკ საჯაია, გიორგი ნავალოვსკი, გოჩა ხოჯავა, ოთარ მარცვალაძე, გოგიტა გოგუა, მათე ვაწაძე და გია გრიგალავა.

მართალია, რუსული მედია წერს, თითქოს ვაწაძე ჯერ მხოლოდ ისინჯება, მაგრამ "ვოლგამ" თბილისის "დინამოს" თანხა უკვე გადაუხადა, ლაპარაკია 200 ათას დოლარზე - ცხადია, რუსები ამხელა ფულს გასინჯვაში არ გადაიხდიდნენ.

"ვოლგაში" ისინჯება 21 წლის ქართველი მცველი გია გრიგალავა, რომელსაც საქართველოში ყურადღებას აღარ აქცევენ. მიზეზი თითქოს არსებობს - მან რუსეთის 17, 19-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში ითამაშა, მაგრამ ეს მაინც არადამაჯერებელი არგუმენტია.

ჯერ ის ვთქვათ, რომ გია "ვოლგას" მთავარ მწვრთნელ ომარ თეთრაძეს ძალიან მოსწონდა და მისი აყვანა ჯერ კიდევ "ანჟის" მთავარი მწვრთნელობისას სურდა, მაგრამ ფეხბურთელი "როსტოვის" ყოფილმა პრეზიდენტმა ივან სავიდიმ არ გაუშვა - მან გრიგალავა გაკოტრებული "მოსკვადან" პრემიერლიგის "როსტოვში" დააბრუნა. თუმცა როსტოველებს ფინანსურად გაუჭირდათ, გრიგალავას კი კონტრაქტი დაუსრულდა და თეთრაძეს მისი მიწვევის შანსი მიეცა.

ახლა გიას ზემოთნახსენებ იგნორირებაზე ვთქვათ: მიზეზი ის გახდა, რომ გრიგალავამ რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა, თუმცა პარადოქსულია, რომ მას მაინც საქართველოს ნაკრებში თამაში სურს. დიახ, ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში კახა ცხადაძის მიწვევაც უარყო - რა თქმა უნდა, ეს უსიამოვნო ამბავი იყო, მაგრამ ყველფერი მარტივად არ ხდება.

სწორედ ამიტომ, გასულ წელს "ლელოში" გრიგალავას სტუმრობის დეტალებს გაგიმხელთ, რაც მის საკითხს ნათელს მოჰფენს - გიამ მაშინ გვითხრა, რომ საბოლოოდ მაინც საქართველოს ნაკრებში თამაშს აპირებდა, თუკი ჩემით დაინტერესდებიანო.

მაშინ ეს არ დაგვიწერია, რადგან გიას ამ სიტყვების რუსულ მედიაში გახმაურება არ სურდა. გვითხრა, რუსულ კლუბში კარიერას ავიწყობ, იქნებ, მერე ევროპაში წავიდე და რუსეთს უკონფლიქტოდ დავემშვიდობებიო.

გრიგალავამ 2009 წლის იანვარში ამსტერდამის "აიაქსის" დუბლშემადგენლობაში ექვსი თვით თამაშზე, გასულ წელს კი მოსკოვის "სპარტაკსა" და კიევის "დინამოში" გადასვალზე თქვა უარი. ცხადია, "აიაქსის" დუბლებს რუსული პრემიერლიგის კლუბი სჯობდა, თუმცა ამსტერდამელები დუბლებში გაჩერებას ადაპტაციისთვის სთავაზობდნენ. უკრაინელები უარით მიუღებელი პირობების გამო გაისტუმრა და ესეც გასაგებია - ვისაც დაბალ ხელფასს სთავაზობენ, ძირითადში არ ათამაშებენ და თუ "აიაქსის" დუბლებზე თქვა უარი, კიევის რეზერვისტობა უფრო პრესტიჟულად ვერ ჩაითვლება.

და რაც მთავრია, "სპარატაკზე" უარის მიზეზია საინტერესო.

"მე რომ "სპარტაკის" ძირითადში მოვხვდე, რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მიწვევის შანსი გამიჩნდება, რაც არ მსურს. ჩემი მიზანი რუსეთიდან ევროპაში უხმაუროდ წასვლა და შემდეგ საქართველოს ნაკრებში თამაშია. მე არც რუსეთის ახალგაზრდულში მსურდა გამოსვლა, ორჯერ ტრავმა მოვიმიზეზე და შეკრებაზე არ გამოვცხადდი, მაგრამ საქართველოს ნაკრების შეკრებაზეც ვერ მოვდიოდი, რადგან შესაძლებელი იყო, რუსეთში საკლუბო კარიერაც ამრეოდა.

ფიფას კანონით, ეროვნულ ნაკრებში სხვა ქვეყნის ახალგაზრდულში ნათამაშები ფეხბურთელის მიწვევა შესაძლებელია და თუ საქართველოს ნაკრებს დავჭირდები, ამ წესს გამოვიყენებ", - გვითხრა გრიგალავამ.

იმედია, გია ჩვენთან გულწრფელი იყო, მისი დონის ფეხბურთელზე უარის თქმა კი რთული იქნება. ცხადია, გრიგალავა სლავა მეტრეველი არაა, მაგრამ, მეტრეველის არ იყოს, ფაქტობრივად, რუსეთში გაიზარდა. მოსკოვის "ტორპედოდან" მეტრეველის "დინამოში" გადმოყვანით ქართულმა ფეხბურთმა მოიგო და არა გვგონია, გრიგალავას დაბრუნებით წავაგოთ - ის 17 წლისა იყო, როდესაც რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ასეთი ქართველი კი ბევრი არ გვეგულება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• aka

ქართველი რომ რუსეთის ნაკრებში ითამაშებს მისი გულწრფელობის არ მჯერა... რუსეთის დონეზე ვეღარ "ქაჩავს" და მოუნდა საქართველოს ნაკრებში თამაში... ბოდიშს ვიხდი და რუსულად სამ სიტყვიანი "კარგი გამოთქმა" გამახსენდა...

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო