რეკორდები ჯერ არა
"ბრილიანტის ლიგის" მორიგი ეტაპი, რომელიც ამერიკის ქალაქ იუჯინში გაიმართა, მდიდარი იყო მაღალი შედეგებით, საღამოს მთავარი გმირები კი ჯასტინ გეტლინი, რენო ლავილენი და მუთაზ ბარშიმი გახდნენ.

გეტლინი 200 მეტრის გარბენის შემდეგ ამ დისციპლინის ტოპ-ათეულში შევიდა - ყველა დროის მერვე დრო აჩვენა, თან შარშანდელი სეზონის საუკეთესო შედეგი გაიმეორა. გეტლინზე სწრაფად "გრძელი სპრინტი" მხოლოდ უსაინ ბოლტს, მაიკლ ჯონსონს, უოლტერ დიქსს, ტაისონ გაის, ხავიერ კარტერს, უოლეს სპირმონსა და ფრენკი ფრედერიქსს ურბენიათ.

ბრწყინვალე ფორმა აკრიფა ყატარელმა სიმაღლეზე მხტომელმა მუთაზ ბარშიმმა - მან ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო და თან სეზონის რეკორდი დაამყარა (2.41 მეტრი). თუმცა, უკრაინელი ბოგდან ბონდარენკოს გარდა, კიდევ ერთი სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა ჩინელი ჟიე გოვეის სახით. იუჯინში მისი შედეგი შთამბეჭდავი იყო - 2.38 მეტრი.

ჭოკით ხტომაში დარბაზებისთვის მსოფლიოს რეკორდსმენმა რენო ლავილენიმ სერგეი ბუბკას რეკორდს შეუტია. ამერიკაში მან ისტორიაში მეორე შედეგით (6.05 მეტრი) გაიმარჯვა, რის შემდეგაც 6.14 მეტრი შეუკვეთა, მაგრამ ამჯერად უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის რეკორდი გადარჩა.

ქალებს შორის სამხტომის სექტორში კატრინ იბარგუენმა ორჯერ შეძლო 15 მეტრზე შორი ნახტომის შესრულება და მხოლოდ 13 სანტიმეტრი დააკლდა პირად რეკორდამდე.

ასევე სეზონის რეკორდები დაამყარეს: კირანი ჯეიმსმა (400 მეტრი), პასკალ მარტინო-ლაგარდმა (110 მეტრი/თარჯრბენი), ეზეკილ კემბიომ (3000 მეტრი სტიპლჩეზი), მო ფარამ (10000 მეტრი), შელი-ენ ფრეიზერი-პრაისმა (100 მეტრი) და ტიანა ბარტოლეტამ (სიგრძეზე ხტომა).

კაცები

100 მ. 1. ტაისონ გაი (აშშ) - 9,88; 200 მ. 1. ჯასტინ გეტლინი (აშშ) - 19,68; 400 მ. 1. კირანი ჯეიმსი (გრენადა) - 43,95; 800 მ. 1. მოჰამედ ამანი (ეთიოპია) - 1:44,92; 110 მ/თარჯრბენი. 1. პასკალ მარტინო-ლაგარდი (საფრანგეთი) - 13,06; 400 მ/თარჯრბენი. 1. ჯონი დატჩი (აშშ) - 48,20; 3000 მ/სტიპლჩეზი. 1. ეზეკილ კემბიო (კენია) - 8:01,71; 10000 მ. 1. მო ფარა (ბრიტანეთი) - 26:50,97; სიმაღლეზე ხტომა. 1. მუთაზ ბარშიმი (ყატარი) – 2,41; ჭოკით ხტომა. 1. რენო ლავილენი (საფრანგეთი) - 6,05; ბადროს ტყორცნა. 1. პეტრ მალახოვსკი (პოლონეთი) - 65,59; ბირთვის კვრა. 1. ჯო კოვაჩი (აშშ) - 22,12.

ქალები

100 მ. 1. შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა) - 10,81; 400 მ. 1. ელისონ ფელიქსი (აშშ) - 50,05; 800 მ. 1. იუნის ჯეპკოეჩ სუმი (კენია) - 1:57,82; 1500 მ. 1. ჯენი სიმპსონი (აშშ) - 4:00,98; 5000 მ. 1. გენზებე დიბაბა (ეთიოპია) - 14:18,76; სამხტომი. 1. კატრინ იბარგუენი (კუბა) -15,18; შუბის ტყორცნა. 1. კრისტინა ობერგფოლი (გერმანია) - 63,07; სიგრძეზე ხტომა. 1. ტიანა ბარტოლეტა (აშშ) - 7,11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან