ფერდინანდის ტრაგიკული და სევდიანი პერიოდი
რიო ფერდინანდის ცხოვრებაში ტრაგიკული და სევდიანი პერიოდია. 1-ელ მაისს მისი მეუღლე რებეკა ელისონი გარდაიცვალა სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ხოლო თვის ბოლოს გავარდნილ "ქუინზ პარკ რეინჯერსში" განუცხადეს, აღარ გვჭირდებიო. ინგლისის ნაკრების ექსკაპიტანს ახალი გუნდის პოვნა არ გაუჭირდებოდა, მაგრამ საერთოდ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

"პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში 18-წლიანი კარიერის მერე ვგრძნობ, რომ ახლა შესაბამისი და სწორი დროა იმ თამაშიდან წასვლისთვის, რომელიც მიყვარს.

12 წლის ასაკში, როდესაც ქუჩაში ბურთს ვაგორებდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბავშვობის საყვარელ გუნდში, "ვესტ ჰემში" მოვხვდებოდი, ვუკაპიტნებდი "ლიდსს", მოვიგებდი ჩემპიონთა ლიგას "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად და ბოლოს "ქუინზ პარკ რეინჯერსში" შევუერთდებოდი ჩემს პირველ მწვრთნელს, ჰარი რედნაპს. ყოველთვის დიდი სიამაყით გავიხსენებ იმ 81-ივე შემთხვევას, როდესაც ინგლისის ნაკრების ღირსება დავიცავი. ეს სამუდამო და შთამბეჭდავი მოგონებებია", - თქვა ფერდინანდმა.

დიახ, მისი კარიერა რედნაპის ხელმძღვანელობით დაიწყო "ვესტ ჰემში", საიდანაც "ბორნმუთშიც" გახლდათ განათხოვრებული. შემდეგ იგი "ლიდსის" "ცუდ ბიჭებში" აღმოჩნდა, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული 12 წელი და უამრავი ტიტული მოჰყვა. ბოლოს კი იყო უფერული პერიოდი ქპრ-ში, რაც უიღბლობის ბრალიცაა, ასაკისაც, პირადი პრობლემებისაც და თავად კლუბისაც. აი, რიოს ოსტატობა კი არავის ავიწყდება.

"ის დიდი ფეხბურთელი იყო. ულაპარაკოდ საუკეთესო ცენტრალური მცველი გახლდათ, რომელთან ერთადაც მითამაშია და ვიტყოდი, რომ იმ პერიოდში თავის პოზიციაზე მოფლიოშიც საუკეთესო იყო. მასთან ერთად და მის წინ თამაში ერთი სიამოვნება გახლდათ. ეს საქმეს ძალიან გვიადვილებდა", - განაცხადა ექსმანჩესტერელმა პოლ სქოულზმა.

მაიკლ ოუენმა კი, რომელსაც ასევე ნათამაშები აქვს რიოსთან ერთად, სოციალურ ქსელში დაწერა: "რა ფეხბურთელი იყო... ნამდვილი როლს როისი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
"VAR-ი სანაგვე ურნაში უნდა გადავაგდოთ" - რიო ფერდინანდი
"მისი რეინკარნაციაა" - ფერდინანდმა კვარა ბრიტანელ ფეხბურთელს შეადარა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
[VIDEO]"პრესა ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს" - კვარაცხელიამ დემბელეს ნეგატიური იმიჯის შესახებ ისაუბრა
"ვინ იყო ყველაზე რთული მეტოქე, ვისთანაც მითამაშია?" - კვარას ვრცელი ინტერვიუ რიო ფერდინანდთან