ტურნირში 10 ქვეყნის 50 მოჭადრაკე ასპარეზობს, მათ შორის, სამი მსოფლიოს ექსჩემპიონი: ნონა გაფრინდაშვილი, ალექსანდრა კოსტენიუკი და ანტოანეტა სტეფანოვა
1-ელ ივნისს, ქუთაისში, სასტუმრო "ბაგრატში" დაიწყო ქალთა ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში. ტურნირში 10 ქვეყნის (საქართველო, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, გერმანია, ლიტვა, მოლდოვა, უკრაინა და შოტლანდია) 50 მოჭადრაკე ასპარეზობს. მათ შორის, სამი მსოფლიოს ექსჩემპიონი: ნონა გაფრინდაშვილი, ალექსანდრა კოსტენიუკი და ანტოანეტა სტეფანოვა.

ჩემპიონატი საზეიმო ვითარებაში ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ გახსნეს. ქუთაისში იმყოფება და შეჯიბრებას თვალს ადევნებს ევროპის საჭადრაკო კავშირის ქართველი პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ჯამში 18 000 ევროს შეადგენს. საჭადრაკო პარტიები სამი დღის განმავლობაში 11 ტურად გათამაშდება და ჩემპიონატი 3 ივნისს დასრულდება. საზეიმო დახურვა ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრშია დაგეგმილი.

4 ტურის შემდეგ 4 ქულით ჩემპიონატს ბულგარელი ანტოანეტა სტეფანოვა ლიდერობს. ოთხივე პარტიაში იმარჯვა უკრაინელმა ინა გაპონენკომაც, რომელიც ლიდერს მხოლოდ უარესი კოეფიციენტით ჩამორჩება.

3.5-3.5 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ლიტველი დეიმანტე დაულიტე და გერმანელი ელისაბედ პეცი ინაწილებენ. 3 ქულა მოაგროვა ჩაქვში ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულმა, უკრაინელმა ნატალია ჟუკოვამ.

მის გარდა, 3 ქულას კიდევ ცხრა მოჭადრაკემ მოუყარა თავი, რომლებიც მე-4 ტურის შემდეგ, კოეფიციენტების მიხედვით, შემდეგ ადგილებზე იმყოფებიან: 5. სოფიო გვეტაძე (საქართველო), 6. ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია), 7. ვალენტინა გუნინა (რუსეთი), 8. მარიამ ჭოლაძე (საქართველო), 9. სოფიკო გურამიშვილი (საქართველო), 10. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო), 11. დარინა ჩაროშკინა (რუსეთი), 12. მაია ლომინეიშვილი (საქართველო), 13. გულნარა მამადოვა (აზერბაიჯანი). 14. ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) - (ყველა 3 ქულა).

ქართველთაგან 2,5-2,5 ქულა აქვთ ინგა ჭარხალაშვილსა და მერი არაბიძეს, 2-2 ქულა მოაგროვეს ალექსანდრა ვახანიამ, ნინო ხომერიკმა, ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორმა ნინო ბაციაშვილმა, ნინო მელაშვილმა და ნონა გაფრინდაშვილმა.

1.5 ქულა აქვთ სოფიო ნიკოლაძეს, სოფიკო ტერელაძეს, თამარ ხმიადაშვილს, სალომე მელიას და ნინო ჯალაღონიას.

მომდევნო 4 პარტია ხვალ, 3 ივნისს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ნანა ძაგნიძე ფიდეს მსოფლიო რეიტინგში ათეულში ადგილს ინარჩუნებს
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
მერი არაბიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა
მეოთხე აღზევება - ლელა ჯავახიშვილი ტიტულების რაოდენობას ზრდის
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მშვიდობიანი ტური
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ქართულ-რუსული ტანდემი ლიდერობს
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე ისევ სათავეშია
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ჩემპიონები სათავეში - ფიდეს ახალ რეიტინგში ნანა ძაგნიძე მერვე ადგილზეა
ფიდე-ს რეიტინგი: ნანა ძაგნიძე სამეულში ადგილს ინარჩუნებს
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჭადრაკი. რეიტინგები: ბაადურ ჯობავა ასეულის გასასვლელს მიუახლოვდა
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე პაპს შეხვდება
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ლელა ჯავახიშვილმა ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდა
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე დაწინაურდა
ნანა ძაგნიძის ევროპის ჩემპიონობა და ოჯახური ტრაგედია
ჭადრაკი. ქალთა ევროპის ჩემპიონატი: ძაგნიძე და გორიაჩკინა იგებენ და ლიდერობენ
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე