სფფ-ში შიშობენ, რომ საქართველო-პორტუგალიის მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო უეფა დაგვსჯის
...ეს შემთხვევა საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებთა ელიტრაუნდის მატჩის შემდეგ მოხდა. ჩვენი გუნდი 2:3 დამარცხდა.

U19. საქართველო-პორტუგალია 2:3 - ტაში, ნაკლი და პერსპექტივა [VIDEO]

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, არქიმანდრიტი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) საფინალო სასტვენის მერე რუმინელ მსაჯ რადუ პეტრესკუს გასახდელში შეუვარდა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"გასახდელების გვირაბამდე შემოაღწია, სტიუარდს უთხრა, ჩემი სულიერი შვილები წაგებას განიცდიან და უნდა დავლოცოო. მერე შემოვარდა და მსაჯისკენ გაიწია. სტიუარდებმა დროულად მოახერხეს მისი გაყვანა.

უეფას დელეგატმა გუშინ შეადგინა რაპორტი, სადაც დაწვრილებით აღწერა ყველაფერი და გადააგზავნა ორგანიზაციის ოფისში. ჯერ არ ვიცით, ამას რა სანქციები მოჰყვება.

ტურნირი ძალიან კარგად მიდიოდა, უეფას დელეგატისგან დადებითი შეფასებები იყო, ახლა კი ფულადი ჯარიმა იქნება, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გადაიხადოს", - ეს განცხადება ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში გააკეთეს.

არქიმანდრიტი ანთიმოზი ბრალდებას უარყოფს და მას სოციალურ ქსელში პასუხობს: "ახლა ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რუმინელ მსაჯ პეტრესკუს გასახდელში შევუვარდი ნასვამი და ვცემე! სინამდვილეში ნასვამი არ ვიყავი, არც გასახდელში შევვარდნილვარ. გასასვლელში ვიდექი და ვუთხარი: ანთიმოზ ივერიელი ვარ და ანთიმ ივერიანოს ქვეყანაში რუმინელი ასე არ უნდა იქცეოდე, მოგკითხავს მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი-მეთქი. სულ ეს იყო".

"ლელოსთან" კი არქიმანდრიტმა ანთიმოზმა შემდეგი ბრძანა:

"ესპანეთთან და პორტუგალიასთან ჩვენი 19-წლამდელების თამაშებს რომ დავესწარი, მსაჯობით გაოცებული დავრჩი. ამ ევროპელებს მეორეხარისხოვანი ხალხი ვგონივართ!

საბჭოთა კავშირში რუსი მსაჯები გვჩაგრავდნენ, ახლა კი იმავეს ევროპელები აკეთებენ, თანაც - თბილისში!

მატჩის შემდეგ ჩავედი გასახდელში, ზარანდია რომ დამეწყნარებინა. ლუკა ნიჭიერი ბავშვია და ემოციებმა სძლია. ამ დროს გასახდელების გვირაბში მსაჯი შემოვიდა და ვუთხარი - ასეთი რამ ანთიმოზ ივერიელის ქვეყნის წარმომადგენელს არ გეკადრებათ-მეთქი.

კი ბატონო, აკრედიტაციის გარეშე არ უნდა ვყოფილიყავი და პეტრესკუსაც ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ ადამიანურად შენიშვნა მივეცი და საიდან მოიტანეს, რომ ნასვამი ვიყავი, დებოში ავტეხე და გასახდელში შევვარდი. ეს დიდი სიცრუეა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მედეას
მაშ ამის მერე შენ ქალი ხარ?
fraternity
როცა დოკუმენტურადაც დაუდასტურდება ეს მერეც იტყვის არაფერი ჩამიდენიაო და არ გაგიკვირდეს. ბევრი ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ასე რომ მაინცდამაინც თავს ნუ გამოიდებთ ჩვეულებრივი ანაფორიანი კრიმინალის დაცვაში
მედეა
komentarebis avtorebs-ს. გამომივიდა აქ "კარგი ბიჭი". თუ მოგწონს, არ მოუშალოს შენს ჯიშს და ჯილაგს ასეთი "მამაო". მიდი ზიარება ჩააბარე არავინ გიშლის. ხალხს კი თავისი აზრის გამოთქმას ვერავინ დაუშლის, მათ შორის შენც, ვითომ "კაი ბიჭო". ნახალოვკკა დარჩა ბოლომდე უფანჯრო.
komentarebis avtorebs
არ მიყვარს კაცი რომ ნაშასავით ჭორაობს... ეს თუ ვინმეს შეუვარდა, თუ მითუმეტეს ხელით შეეხო და თუ მითუმეტეს ნასვამი იყო სერიოზულად დასასჯელი გინდა არქიმანდრიტი იყოს და გინდა ქურუმი... მაგრამ ამდენი თუ იმიტომ დავწერე რომ ჯერ არაფერია გარკვეული, კაცი იძახის არაფერი მსგავსი არ ყოფილაო და გაირკვეს და მერე ლანძღეთ... თქვენი თვალით არ გინახავთ, მსაჯის და დელეგატის პატაკი თქვენ არ წაგიკითხავთ და ვიღაც სტიუარდის ნაჭორავების გამო კაცს ლანძღავთ? მე კაცებს მივმართავ რომ კაცურად მოიქცნენ თორემ ეკლესიის მაგინებლები რომ ამ ფაქტს გამოიყენებენ და ენას არ გააჩერებენ ეგ კი ვიცი...
anano
ოოოოოოო, რას გავპუტავდი!!!!! ამ დაუბანელს!!!
bagrat
ნუთუ არ შეიძლება აილაგმოს ეს ვითომ მღვდელმსახური? (მგონი უკვე ააცვევინეს ეკლესიიდან, თუ არ ვცდები)არა რა, ჩვენ არ გქვია სახელმწიფო. ქვეყანა კი არა, სუფთა ბალაგანია.
melano
თუ უეფამ ჯარიმა დააკისრა ფედერაციას და ეს ასეც იქნება, ის ანთიმოზა ანქიმანდრიტას უნდა გადაახდევინო. მორჩა და გათავდა. და საერთოდ ვინაა ეს კაცი, არ წაიღო ტვინი თავისი გამოხტომებით!!!!
kobi
SOS!!!!
emzari
არც მე უარვყოფ რომ ხანდახან გვჩაგრავენ მსაჯები მაგრამ ჩვენ მარცხში მხოლოდ მსაჯებზე ნუ ვიტყვით საყვედურს და კრიტიკას გასაკრიტიკებელია ჩვენი ნაკრებების თუ კლუბების ტამაშის ხარისხი და დონე მთავარი მარცხების მიზეზი მე ვფიქრობ რომ ამაშია რა გავიტანეთ გოლები და არ ჩაგვითვალეს?
kkk
ამ კაცს კიდევ ანაფორა აცვია? ვერ ხედავთ, რომ ეკლესიას ყველა ფეხის ნაბიჯზე არცხვენს? ყველამ ხომ იცით ანაფორა რომ არ ეცვას სადაც იქნებოდა დღეს, ეს კი ბავშვებს ნათლავს. ღმერთო გვიშველე.
ეგზორცისტი
უდავოდ სატანამ ჩაიბუდა ამ კაცში. სასწრაფოდ ეშმაკის განდევნა უნდა მოხდეს მისი სხეულიდან, სანამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილი არ აჭამა ქვეყანას.
soso
რაც ერიო ის ბერიო,ზედგამოჭრილია ჩვენზე
qazwsx
ეგრეა, გვჩაგრავენ - განსაკუთრებით ძაან თეთრები და ქერები რომ არიან ხოლმე, ისინი
ase
ეს ნააარქიმანდრატალი ნახალოვკელი რა ყველას მამიდაა?!
Giorgi
ვინ შეგვარცხვინა,რა შეგვარცხვინა.კარგით რა,სიმართლის თქმა როდის აქეთაა სირცხვილი.
del piero 10
დაგვანებოს ამ კაცმა რა თავი! ნუ აპიარებთ
fraternity
ვიცით რომ უეფას დელეგატები იტყუებიან და შენ მართალს ამბობ, ისეთი უმწიკვლო პიროვნება ხარ მაგას როგორ იკადრებდი? არც იმ ვიდეოში არ იგინები ამას წინათ რომ გაგივრცელეს, არც ახალა არ შეაგინებდი დარწმუნებული ვარ. მაშინაც მოგიწყვეს და ეხლაც, გადაგეკიდნენ, შენი ჯინი ჭირთ. სამარცხვინო ხარ ბაბუ სამარცხვინო და არსად გამოსაჩენი!!!
mooN
ამან ეკლესია ხო შეარცხვინა ეხლა ფეხბურთსაც გადასწვდა იმენა ეშმაკი ყავს ტიპს და ანგელოზი ვარო იძახის
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
არქიმანდრიტი ანთიმოზი: არც ნასვამი ვყოფილვარ და არც რუმინელი მსაჯი მიცემია
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა