საფაროვაც ნახევარფინალშია
ასევე პირველი ნახევარფინალური წყვილი შედგა ქალთა ტურნირზე. 2008 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში ანა ივანოვიჩი.

სერბმა 37 "ვინერსის" წყალობით 75 წუთში შეაჩერა უკრაინელი სენსაციის, ელინა სვიტოლინას ბრწყინვალე სვლა - 6:3, 6:2.

ივანოვიჩმა ხუთიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი ერთხელ არ დათმო საკუთარი მოწოდება. სერბს ყველაზე კარგად ფორჰენდიდან დარტყმა გამოსდიოდა - 37 "ვინერსიდან" 30 სწორედ მარჯვნიდან დარტყმაზე მოდის.

როგორც გითხარით, ივანოვიჩი ბოლოს "დიდ სლემზე" ნახევარფინალში 2008 წელს იყო. სწორედ მაშინ მოიგო მან როლან გაროსი, როცა ფინალში რუსი დინარა საფინა დაამარცხა.

ივანოვიჩის მეტოქე ნახევარფინალში ლუსი საფაროვა იქნება, რომელმაც წინა დღეს მარია შარაპოვას ძლევის შემდეგ, ესპანელი გარბინ მუგურუსა გამოთიშა ბრძოლას. ეს უკანასკნელი ზედიზედ მეორედ თამაშობდა როლან გაროსის მეოთხედფინალში და ისევ ვერ გაიარა ეს ბარიერი.

პირველი სეტი ტაი-ბრეიკამდე აბსოლუტურად თანაბარი გამოვიდა და ქალთა ჩოგბურთისთვის არადამახასიათებელი სურათი ვიხილეთ - არც ერთი ბრეიკი არ დაფიქსირებულა, შემოკლებულ გეიმში კი საფაროვამ ორჯერ გააკეთა მინი-ბრეიკი და ამის ხარჯზე გაიმარჯვა.

მეორე სეტის მეორე გეიმში საფაროვამ პირველად აიღო მეტოქის მოწოდება და 2:0 წაიყვანა ანგარიში, თუმცა იქვე, მუგურუსამ დაიბრუნა დაკარგული გეიმი. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეექვსე გეიმი, რომელშიც საფაროვამ მეორე ბრეიკი შეასრულა და ეს საბოლოო გამარჯვების მომტანი ქულა აღმოჩნდა, რადგან ჩეხმა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა საკუთარი მოწოდებები - 7:6(3), 6:3.

ამ მოგებით ლუსი კარიერაში პირველად შეაღწევს კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში, ხოლო "დიდი სლემის" ტურნირებზე მეორედ ითამაშებს ნახევარფინალში. პირველად ეს შარშან, უიმბლდონზე შეძლო.

რაც შეეხება საფაროვასა და ივანოვიჩის ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკას, ჩეხი წინ არის - 5:3, თუმცა ბოლო მატჩი სერბმა მოიგო - შარშან, ტოკიოს ტურნირზე.

ქალები

1/4-ფინალი

ანა ივანოვიჩი (სერ, 7)-ელინა სვიტოლინა (უკრ, 19) 6:3, 6:2; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 13)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 21) 7:6(3), 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

brola*
ფორჰენდის დარტყმა ხდება ხელის შიდა მხრიდან, შიდა მოძრაობით და ბექჰენდი ხდება ხელის გარე მოძრაობით ანუ როგორც იტყვიან ხელუკუღმა!
fraternity
რა არის აქ სასაცილო? დიახ მარჯვნიდან დარტყმას ჰქვია ფორჰენდი, მარცხნიდან დარტყმას კი ბექჰენდი. მე ასე ვიცი და... :D :D
papu
. სერბს ყველაზე კარგად ფორჰენდიდან დარტყმა გამოსდიოდა - 37 "ვინერსიდან" 30 სწორედ მარჯვნიდან დარტყმაზე მოდის. ფორჰენდი მარჯვნიდან დარტყმაა? :D :D :D მარცხნიდან არა ხდება ფორჰენდის გამოყენება? :D :D :D
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ანა ივანოვიჩი: უნდა დავეხმარო მათ, ვისაც ჩემსავით არ გაუმართლა
ანა ივანოვიჩმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა
მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]
ანა ივანოვიჩი და ბასტიან შვაინშტაიგერი მშობლები გახდნენ
შვაინშტაიგერი და ივანოვიჩი პირველ შვილს ელოდებიან