"ვიტ ჯორჯიას" ნახევარმცველი "კრასნოდართან" ერთად თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზეა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს
"ვიტ ჯორჯიას" ნახევარმცველ ირაკლი კლიმიაშვილის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ უკვე ვწერდით. სიახლე ის არის, რომ კლიმიაშვილი უკვე "კრასნოდართან" ერთადაა თურქულ შეკრებაზე და საინტერესოა, რას წერს "კრასნოდარის" ვებგვერდი ჩვენებურზე:

"ქართველ ფეხბურთელთა შორის ირაკლი კლიმიაშვილი ერთ-ერთი გამორჩეულია. ეს სწრაფი და ტექნიკური ფლანგის ნახევარმცველი 2005 წლიდან "ვიტ ჯორჯიაში" ასპარეზობს. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 11 მატჩში აქვს ჩატარებული, ეროვნულ გუნდში 2008 წელს ჰქონდა დებიუტი და 5 შეხვედრა ითამაშა.

კლიმიაშვილი "კრასნოდარს" მოსამზადებელ შეკრებაზე შეუერთდა და გუნდთან ერთადაც ივარჯიშა. "კრასნოდართან" მოლაპარაკებებში კლიმიაშვილის ინტერესებს თბილისის "დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი რევაზ ჩელებაძე დაიცავს", - წერს კლუბის საიტი.

ამ რამდენიმე დღის წინ "კრასნოდარი" მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა სლავოლუბ მუსლინმა ჩაიბარა. წინა ჩემპიონატში გუნდმა პირველ დივიზიონში მეხუთე ადგილი დაიკავა. კლუბის მესვეურები აცხადებენ, რომ ახალ სეზონში პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძოლებენ. კრასნოდარელები თურქეთში ამხანაგურ მატჩებსაც ჩაატარებენ. უკვე გადაწყვეტილია, რომ 22 იანვარს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" გაეჯიბრებიან.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა