F1-ის გვერდის მორიგი სტუმარი "მაკლარენის" პილოტი ფერნანდო ალონსოა

გასულ წელს, ფორმულა 1-ის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტები პილოტებს ისეთ კითხვებს უსვამდნენ, რაც გულშემატკივრებს მათი უფრო ახლოს გაცნობის საშუალებას მისცემდა, 2015 წელს კი მრბოლელები ლაპარაკობენ იმაზე, რის გარეშეც ყოფნა არ შეუძლიათ.

F1-ის გვერდის მორიგი სტუმარი "მაკლარენის" პილოტი ფერნანდო ალონსოა...

- როგორ ემზადებით სტარტისთვის?

- სავარაუდოდ, იმედს გავუცრუებ ზოგიერთებს იმ აღიარებით, რომ სტარტის წინ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ტრასაზე ადრე მივდივარ - დაახლოებით სამი-ოთხი საათით ადრე. ვატარებთ ბრიფინგს ინჟინრებთან, განვიხილავთ სტრატეგიას, პიტსტოპების რაოდენობას და მსგავს მომენტებს. შემდეგ პილოტების აღლუმზე მივდივარ და გულშემატივრებს ვესალმები. ბოქსებში დაბრუნებულს, კიდევ 30 წუთი მაქვს. ვურეკავ ოჯახს, მეგობარ გოგონას, რათა მათ ახალი ამბები მოვახსენო და ამის შემდეგ ვჯდები ბოლიდში. ჩვეულებრივი პროცედურაა. არაფერი განსაკუთრებული.

- რა არის კარგი საღამოს წარმატების საფუძველი?

- მეგობრებთან ერთად დროის გატარება, მომდევნო დილას გვიან ადგომა. ხმაურიანი საღამოს შემდეგ ბევრი ძალა არ გრჩება.

- რა უნდა ჰქონდეს პილოტის აუცილებლად საკუთარ ოთახში ან მოტორჰოუმში?

- განსაკუთრებული არაფერი. მოდით, ასე ვთქვათ: პუნქტუალური ადამიანი ვარ, ამიტომაც ძალიან ბევრი ქაღალდი უნდა იყოს უქმეების წუთებში გაწერილი განრიგით. და გავლილ პუნქტებს გადავხაზავ ხოლმე.

- რა პროდუქტები უნდა გქონდეთ შინ მაცივარში?

- მუდმივ მოგზაურობას თუ გავითვალისწინებთ, უნდა იყოს პროდუქტები, რომლებიც სამი-ოთხი კვირა ინახება. გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ჩემი მაცივარი პრაქტიკულად ცარიელია. დაბრუნების შემდეგ მაღაზიაში მივდივარ.

- რა მთავარი თვისებები უნდა გამოარჩევდეს გუნდში კარგ პარტნიორს?

- სწრაფი, გუნდის მიმართ ლოიალური, იუმორის კარგი გრძნობით. დიდ დროს ვატარებთ ერთად, ამიტომაც, გარდაუვალია სტრესული სიტუაციები, მაგალითად, გუნდის შიგნით. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია მომხდარზე იუმორით რეაგირება. ეს ძალიან გვეხმარება.

- რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ სტრესს აეროპორტში?

- ამის შესახებ რჩევა არ მაქვს. აეროპორტებში ბევრ დროს ვატარებ, რადგან არ მიყვარს ბოლო წუთს მისვლა. ვცდილობ სულელური განცდები ავიცილო თავიდან, რაც დაგვიანებებს უკავშირდება. ამიტომაც, თუ ჩემი მძღოლი ამბობს, რომ დილის ცხრა საათზე მოვა აეროპორტში წასაყვანად, ვთხოვ მას ნახევარი საათით ადრე მოვიდეს. ეს დამატებითი ნახევარი საათი საშუალებას მაძლევს არ ვინერვიულო.

- რა თვისებებია საჭირო იმისთვის, რომ ფორმულა 1-ის მრბოლელი გახდე?

- ხანდახან ოდნავ მსახიობი უნდა იყო. ეს გეხმარება იმ სიტუაციებში, როცა არ გჭირდებათ სრული სიმართლის ლაპარაკი. ასეთ მომენტებში საჭიროა მსახიობის ოსტატობის გამოვლენა. გარდა ამისა, გარკვეულ წილად ეგოისტი უნდა იყო, უნდა მოიპოვო გარშემო მყოფთა პატივისცემა.

- რა არის საჭირო რბოლის შემდეგ სტრესიდან გამოსასვლელად?

- როგორც წესი, რბოლის ვიდეოჩანაწერს ვუყურებ. ეს დამშვიდებასა და საკუთარი მოქმედების შეფასებაში მეხმარება. როცა გამეორებას ვუყურებ, რბოლა ჩემთვის ისტორია ხდება და ეს წინსვლის საშუალებას მაძლევს.

- რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს პირველი ხარისხის სარბოლო ტრასას?

- სწრაფი მოსახვევები. ეს საკმარისია. უნდა იყოს მოსახვევები, რომლებშიც შეგიძლიათ ზღვარზე შეტევა და მაქსიმალური ადრენალინის მიღება. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის სუზუკაზე.

- რომელია მთავარი აპლიკაცია თქვენს ტელეფონში?

- სავარაუდოდ, Twitter. მომწონს გულშემატკივრებთან ურთიერთობა. გარდა ამისა, ამ ქსელში ახალ ამბებს ვეცნობი. რა თქმა უნდა, ეს არ შეედრება გაზეთების კითხვას, მაგრამ თუ დილით ახალი ამბებს დაუვლით, მეტ-ნაკლებად ყველაფრის საქმის კურსში იქნებით.

- რა მთავარი თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოებული გუნდის ხელმძღვანელი?

- მომწონს ისეთი ხელმძღვანელები, რომლებსაც შენგან რეალური მოლოდინი აქვთ. გუნდის რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, გაცილებით უკეთესია, როცა ისინი სიმართლეს გეუბნებიან. თუ ხელმძღვანელი ბევრს გპირდება, რეალობა კი იმედს გიცრუებს, ეს ხელს გიშლის. არსებობენ ბოსები, რომლებიც ასეთ ილეთებს იყენებენ. მე ეს არ მომწონს - მირჩევნია სიმართლე გავიგონო.

- რომელ გრანპრის უნდა დაესწროს გულშემატკივარი ერთხელ მაინც ცხოვრებაში?

- თუ მძაფრი ცხოვრებისეული შთაბეჭდილებები გსურთ, მონაკოში გაემგზავრეთ, თუ ნამდვილი გულშემატკივარი ხართ - მონცაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა