ჯოკოვიჩმა ნადალი გააგდო
როლან გაროსის მამაკაცთა ტურნირის ნაადრევ ფინალად მონათლულმა შეხვედრამ ნაწილობრივ გაამართლა მოლოდინი. "გრუნტის მეფე" რაფაელ ნადალმა ვერაფერი დაუპირისპირდა ნოვაკ ჯოკოვიჩს და სამ სეტში წააგო.

ნადალი და ჯოკოვიჩი მეშვიდედ თამაშობდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ როლან გაროსზე. რაფა წინა ექვსივე მატჩში ფავორიტი იყო და ყოველთვის მოგებული რჩებოდა. გუშინდელი შეხვედრა წინა მატჩებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ პირველად გრუნტზე ფავორიტი ნოვაკი იყო.

ესპანელი საერთოდ არ აღმოჩნდა მზად მეოთხედფინალის სტარტისთვის და ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო. სერბი გაცილებით სწრაფად თამაშობდა, კუთხეებში არტყამდა ბურთებს და აიძულებდა მეტოქეს, მუდმივად დაცვაზე ეფიქრა. 4:0, პრაქტიკულად, სეტის დასასრულს ნიშნავდა, მაგრამ ნადალი ასე არ ფიქრობდა. პუბლიკა ესპანელს ძალიან აქტიურად ამხნევებდა და რაფამ შეძლო მოულოდნელი ქამბექის შესრულება - თავადაც ორი ბრეიკი შეასრულა და გაათანაბრა ანგარიში.

ამ მომენტში ნოვაკმა აშკარად დაკარგა კონცენტრაცია, რამაც ბევრი უნებლიე შეცდომა გამოიწვია, მაგრამ ჯოკოვიჩი დროზე მოეგო გონს. 5:5-დან მოყოლებული, ორჯერ დამაჯერებლად აიღო საკუთარი მოწოდება, მიღებაზე კი ჯამში ექვსი სეტჩბოლი მოიპოვა. ნადალი საფრთხეებს იგერიებდა, მაგრამ მეექვსე ჯერზე ჰაერიდან დარტყმა არ გამოუვიდა - 5:7.

მეორე სეტიდან მოყოლებული, ჯოკოვიჩს შეეძლო, აღარ ენერვიულა მატჩის შედეგზე. სერბი თავის გეიმებს ძალიან იოლად იღებდა, მეტოქის მოწოდებებზე კი მუდმივად ბრძოლა იყო. თუმცა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ბრეიკი მხოლოდ მერვე გეიმში შეასრულა, როცა რთული მოწოდება მოიგერია და ხანგრძლივ გათამაშებაში ესპანელს შეცდომა დააშვებინა. ნადალი მაინც არ ნებდებოდა, სამი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ მეოთხე ცდაზე ჯოკოვიჩმა საჭირო ქულა აიღო და სეტებში 2:0 დაწინაურდა. პირველად როლან გაროსზე რაფაელმა წააგო საწყისი ორი პარტია.

მეტოქეები ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ ამ მატჩში ისე ჩანდა, რომ ნოვაკი გაცილებით უკეთ კითხულობდა ნადალის თამაშს. რაფა ხშირად პირდაპირ მეტოქის მიმართულებით უშვებდა ბურთებს, ჯოკოვიჩი კი ახერხებდა მოწინააღმდეგის მოქმედების პროგნოზირებას. ეს ყველაფერი ძვირად უჯდებოდა ესპანელს.

ასე მაგალითად, მესამე სეტის პირველ გეიმში რაფა დამაჯერებლად ავითარებდა შეტევას, მაგრამ ბადესთან გასულმა არასწორი მიმართულებით გაუშვა ბურთი, შემდეგ კი ჰაერიდან იოლი დარტყმა ააცილა და თავიდანვე წააგო საკუთარი მოწოდება. ჯოკოვიჩი სრულად ფლობდა უპირატესობას, აკონტროლებდა თამაშის მსვლელობას და მუდმივად რთულ მდგომარეობაში აგდებდა ესპანელს.

სერბი თითქმის არ უშვებდა უხეშ შეცდომებს, ასე რომ, ნადალს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონოდა, ეს კი რთული იყო, რადგან ესპანელს აშკარად ეცლებოდა ძალები. ბოლო გეიმებში რაფა უკვე გრძნობდა, რომ ვერაფერს უპირისპირებდა მეტოქეს და დანებდა - 7:5, 6:3, 6:1 მსოფლიოს პირველი ჩოგანის სასარგებლოდ. ნადალმა მეორე მატჩი წააგო როლან გაროსზე. 2009 წელს რობინ სიოდერლინგთან მარცხი შემთხვევითობად მონათლეს და ეს ვარაუდი ზედიზედ ხუთმა ჩემპიონობამ დაადასტურა, გუშინდელი წაგება კი სავსების კანონზომიერი იყო.

რაც შეეხება შეხვედრის სტატისტიკას, უნებლიე შეცდომების თანაბარი რაოდენობის (30-30) ფონზე, შთამბეჭდავი იყო ჯოკოვიჩის უპირატესობა "ვინერსებში" - 45 16-ის წინააღმდეგ. ნოვაკმა 18 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და აქედან შვიდი გამოიყენა, ნადალმა - ხუთიდან ორი.

ალბათ, რაფაელს გუშინ ყველაზე ნაღვლიანი დაბადების დღე ჰქონდა ცხოვრებაში. შეწყდა საფრანგეთის ღიას ცხრაგზის ჩემპიონის 39-მატჩიანი მოგებათა სერია როლან გაროსზე. გარდა ამისა, ახალ რეიტინგში ნადალი 2005 წლის აპრილის შემდეგ პირველად შეიძლება აღმოჩნდეს ტოპ-ათეულის მიღმა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნახევარფინალში ჟო-ვილფრიდ ცონგა სტენ ვავრინკას მოუგებს.

ჯოკოვიჩმა 27 მატჩამდე გააგრძელა თავისი მოგებათა სერია და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა ნადალთან ურთიერთშეხვედრებში - 22:23.

მეორე ნახევარფინალიც შეიძლებოდა სამ სეტში დასრულებულიყო, მაგრამ ენდი მარეიმ მესამე პარტიაში მატჩბოლი ვერ გამოიყენა.

ესპანელ დავიდ ფერერთან მატჩის პირველ სეტში ბრიტანელს ძალიან გაუჭირდა. მართალია, თავდაპირველად ბრეიკით იგებდა, მაგრამ ფერერმა გაათანაბრა ანგარიში და სეტბოლებიც მიიღო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და ტაი-ბრეიკზე დამარცხდა. საერთოდ, პირველი სეტი უცნაური გამოვიდა - 12 გეიმში ექვსი ბრეიკი შესრულდა.

მეორე სეტში ენდიმ გამოასწორა მოწოდება და პარტია ძალიან იოლად მოიგო, რის შემდეგაც 3:0 დაწინაურდა მესამეში, მაგრამ გაფლანგა დიდი უპირატესობა. აქ უნდა აღვნიშნოთ ესპანელის მებრძოლი ხასიათი. მეოთხე სეტში ბრიტანელი ძალიან კარგად აწვდიდა, აქტიურად თამაშობდა და მალე გაიფორმა ნახევარფინალის საგზური - 7:6(4), 6:2, 5:7, 6:1.

ენდიმ წელს გრუნტზე მოგებათა სერია 15 მატჩამდე აიყვანა და მესამედ გავიდა როლან გაროსის ნახევარფინალში, რაც აქამდე არც ერთ ბრიტანელ ჩოგბურთელს არ გაუკეთებია. მარეი ნახევარფინალში ჯოკოვიჩს შეხვდება - 27-ედ პროფესიულ ტურში. ნოვაკი წინ არის - 18:8.

კაცები

1/4-ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რაფაელ ნადალი (ესპ, 6) 7:5, 6:3, 6:1; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-დავიდ ფერერი (ესპ, 7) 7:6(4), 6:2, 5:7, 6:1.

1/2-ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ენდი მარეი (ბრიტ, 3); ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 14)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 8).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

papu
მაგრამ ჯოკოვიჩი დროზე მოეგო გონს. 5:5-დან მოყოლებული, ორჯერ დამაჯერებლად აიღო საკუთარი მოწოდება დააკვირდით რეებს წერთ,5-5 დან ორი თავისი მოწოდება რანაირად აიღო?
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის