ქართველ ცენტრს 10:30 სათამაშო დრო ჰქონდა და თავი არ შეურცხვენია
ბევრისთვის მოულოდნელად ადრიატიკის თასის პირველადგილოსანმა სლოვენიის "ოლიმპიამ" შინ ხორვატიის "ციბონასთან" დათმო. ლიუბლიანელები მესამე პერიოდის ბოლოს 59:63-ს აგებდნენ. როგორც წესი, "ოლიმპია" მეოთხე პერიოდს დამაჯერებლად ატარებს, თუმცა ბოლო რაუნდში "ციბონამ" თამაში კიდევ უფრო გააუმჯობესა და მასპინძლებს თამაშის შემოტრიალების შანსი არ მისცა. 84:75 ხორვატების სასარგებლოდ.

თუ საფინალო შედეგი იყო მოულოდნელი, წინასწარ შეიძლებიდა გამოცნობა, რომ მწვრთნელი გიორგი შერმადინს 10-12 წუთს ათამაშებდა. ასეც მოხდა - ქართველ ცენტრს 10:30 წუთი ერგო და ტრადიციულად თავი არ შეურცხვენია: 2-2 ორქულიანი და საჯარიმო ისროლა და ერთიც არ აუცილებია - 6 ქულას 4 მოხსნა და 1 დაფარება მიამატა.

ვლადიმერ ბოისა განაცხადში არ იყო.

"ოლიმპიას" შემადგენლობაში კენი გრეგორი გამოირჩა - 19 ქულა ჩააგდო, ხოლო "ციბონას" გამარჯვება უმთავრესად ლეონ რადოშევიჩის დამსახურებაა - 24 ბალი.

წაგების მიუხედავად სლოვენიელები ადრიატიკის თასის ცხრილში პირველობას ინარჩუნებენ - 11 მოგება, 6 წაგება.

"ოლიმპია" მორიგ მატჩს 20 იანვარს ჩაატარებს - ევროლიგაზე რომის "ლოტომატიკას" ეწვევა.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"