1 მოგება "დიდი სლემის" საიუბილეო მოგებამდე
სერენა უილიამსს ერთი მოგება დარჩა კარიერაში "დიდი სლემის" საიუბილეო, მე-20 ტიტულამდე. ამერიკელმა მიმდინარე როლან გაროსზე მეოთხედ წააგო პირველი სეტი, მაგრამ მაინც გამარჯვებულმა დატოვა კორტი.

პირველი პარტიის მოგებით ტიმეა ბაშჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენაა. თან შვეიცარიელმა მეტოქეზე მეტი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ 10 ასეთი შანსიდან მხოლოდ ორი გამოიყენა, სერენამ კი რვა ბრეიკ-პოინტიდან ხუთი გარდასახა მომგებიან ქულაში.

პირველი სეტი ბაშჩინსკიმ ერთადერთი ბრეიკის წყალობით მოიგო, რომელიც მეხუთე გეიმში შეასრულა. მეორე პარტიაშიც მან გააკეთა პირველი ბრეიკი და 3:2 დაწინაურდა. მივიღეთ დაახლოებით ის სურათი, რომელიც სერენა უილიამსისა და ვიქტორია აზარენკას შეხვედრაში იყო. ბელორუსმა მოიგო პირველი სეტი და მეორეში ბრეიკით დაწინაურდა და ამის შემდეგ შეიტანა თამაშში გარდატეხა ამერიკელმა. გუშინ მას კიდევ უფრო შთამბეჭდავი ქამბექი გამოუვიდა - 2:3-დან ზედიზედ 10 გეიმი მოიგო და 4:6, 6:3, 6:0 გაიმარჯვა.

ფინალში სერენა ჩეხ ლუსი საფაროვას შეხვდება, რომელიც 28 წლის ასაკში პირველად მოხვდა "დიდი სლემის" ტურნირის გადამწყვეტ მატჩში.

საფაროვასა და სერბ ანა ივანოვიჩის შეხვედრა არანაკლებ დრამატული გამოვიდა. უილიამსის მსგავსად, ჩეხიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მატჩის გადარჩენაზე ზრუნვა მოუწია.

ივანოვიჩმა შესანიშნავად დაიწყო - საწყისი სამი გეიმი მოიგო და 3:0 დაწინაურდა. ის კარგა ხანი ინარჩუნებდა კომფორტულ უპირატესობას - იგებდა 4:1-ს, შემდეგ 5:3-ს. და აქაც ვიხილეთ ჩამორჩენილი ჩოგბურთელის ფანტასტიკური გაქცევა. საფაროვამ მომდევნო ცხრა გეიმიდან რვა მოიგო და 7:5, 3:1 დაწინაურდა. ანას გარკვეული დრო დასჭირდა შოკიდან გამოსასვლელად და სანამ ეს მოხდებოდა, საფაროვამ მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. მეათე გეიმი მარათონული გამოვიდა, რომლის დროსაც ჩეხმა მატჩბოლზე ორმაგი შეცდომა დაუშვა, სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მაგრამ ბოლოს მაინც დათმო გეიმი - 5:5.

ივანოვიჩმა თითქოს შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა, მაგრამ მთელი მონდომება წყალში ჩაყარა, როცა მე-11 გეიმში საკუთარი მოწოდება წააგო და საფაროვამ მეორედ მიიღო მატჩზე ჩაწოდების შესაძლებლობა. ამჯერად, ჩეხმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და მესამე მატჩბოლიდან მოიპოვა კარიერაში ჯერჯერობით ყველაზე დიდი გამარჯვება - 7:5, 7:5.

შეხვედრა საათი და 52 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც საფაროვამ 36 "ვინერსი" დააფიქსირა.

ლუსიმ ფინალამდე მართლაც შთამბეჭდავი გზა გაიარა. მას არ გაუმართლა წილისყრის მხრივ, მაგრამ ეს არად ჩააგდო და ანასტასია პავლიუჩენკოვა, საბინ ლისიცკი, მარია შარაპოვა და გარბინ მუგურუსა სეტის წაუგებლად დაამარცხა. ასე რომ, ლუსი ფინალამდე ისე მივიდა, რომ არც ერთი პარტია არ წააგო. ბოლოს ასეთი რამ 2007 წელს ბელგიელმა ჟუსტინ ანენმა შეძლო. ცნობისთვის, სერენა უილიამსის ანგარიშზე ოთხი წაგებული სეტი მოდის.

სხვათა შორის, საფაროვა პირველი ჩეხი ქალი ჩოგბურთელია, ვინც 1981 წლის შემდეგ როლან გაროსის ფინალში ითამაშებს.

რაც შეეხება ფინალური მატჩის მონაწილეების ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკას, სერენა უილიამსს რვიდან რვა შეხვედრა აქვს მოგებული საფაროვასთვის. ბოლოს ისინი გასული წლის შემოდგომაზე პეკინში შეხვდნენ ერთმანეთს და ამერიკელმა სამ სეტში მოიგო.

ქალები

1/2-ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 23) 4:6, 6:3, 6:0; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 13)-ანა ივანოვიჩი (სერ, 7) 7:5, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ᓣᓘᓛᓑᓚᓓᓝᓜᓘ 2014: ᓚᓝᓜᓓᓝᓜᓡ ᓩᓔᓮᓔᓑᓘ ᓨᓔᓔᓡᓘᓕᓜᓔᓜ
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ᓣᓘᓛᓑᓚᓓᓝᓜᓘ 2014: ᓙᓕᓘᓢᓝᓕᓐᓛ ᓛᓔᓝᓠᓔᓡ ᓓᓐᓣᓛᓘᓖᓜᓐ
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა