ვერავინ იფიქრებდა, თუ დავით ზარქუა (2356) და გიგა ყუფარაძე (2396) დიდოსტატებს ძლევდნენ და ორ წრეს წარმატებით გაივლიდნენ
საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის დაწყების წინ ვინმე ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ საუკეთესო თექვსმეტეულში რეიტინგით ბოლო ადგილებზე მყოფი ოსტატები - დავით ზარქუა (2356) და გიგა ყუფარაძე (2396) დიდოსტატებს ძლევდნენ და ორ წრეს წარმატებით გაივლიდნენ.

ზარქუამ პირველ რაუნდში, როგორც გაუწყეთ, საქართველოს #2 მოჭადრაკე მიხეილ მჭედლიშვილი (2641) დაამარცხა, გასულ შაბათ-კვირას კი გიორგი მარგველაშვილს (2544) მოუგო 1,5:0,5 და ნახევარფინალში გავიდა. აქ მისი მეტოქე იქნება ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე - 20 წლის რუსთაველი საერთაშორისო ოსტატი ლუკა პაიჭაძე (2483). გუშინ და გუშინწინ მან ორივე კლასიკური პარტია მოუგო თანაქალაქელ დიდოსტატს, ორგზის საქართველოს ჩემპიონ თამაზ გელაშვილს (2608).

გიგა ყუფარაძემ პირველ წრეში საქართველოს 2010 წლის ჩემპიონი მერაბ გაგუნაშვილი (2619) ჩამოაშორა მედლებისკენ მიმავალ ბილიკს, გუშინ კი მის გზას გაუყენა ქვეყნის ჩემპიონატის 2009 წლის გამარჯვებული თორნიკე სანიკიძე - 2:0 აჯობა მეტოქეს.

ნახევარფინალში "კვახჭირელი ფიშერი" საქართველოს 2008 წლის ჩემპიონს ლევან ფანცულაიას (2610) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა ორი კლასიკური პარტიის ჯამში კონსტანტინე შანავას (2560) სძლია.

მოჭადრაკეები დღეს დაისვენებენ. ხვალიდან კი 4 კლასიკური პარტია გამოავლენს, ზარქუა-პაიჭაძისა და ფანცულაია-ყუფარაძის წყვილებიდან ტიტულისთვის ვინ იბრძოლებს.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა