პიკეს ნადავლი, მესის თასი, პირლოს ცრემლები და სხვა
ჩემპიონთა ლიგის 2014-15 წლების გათამაშება ისტორიის საკუთრებაა, გამარჯვება კი "ბარსელონამ" მოიპოვა, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდი ევროპასა და მსოფლიოში.

ბუნებრივია, რომ ბერლინური მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ კატალონიის დედაქალაქში დიდი ფიესტა დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. დიდი ხმაური იყო ტურინშიც, სადაც გერმანიიდან დაბრუნებულ "იუვენტუსის" მწვრთნელ-ფეხბურთელებს დიდი ოვაციებით დახვდნენ.

დიახ, ტურინის ცენტრალურ მოედანზე ათეულობით ათასმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი, რომლებმაც გუნდს თავდადებული თამაშისთვის მადლობა გადაუხადეს. ეს იყო შემთხვევა, როდესაც წაგებული მოგებულზე არანაკლებად დაფასდა საკუთარ ქალაქში საკუთარი ქომაგების მხრიდან.

მოკლედ, ორივე ბანაკში ფეხბურთელები გულშემატკივრებს ემადლიერებოდნენ, გულშემატკივრები კი ფეხბურთელებს და იყო სრული ჰარმონია - ჩვენ კი მატჩისშემდგომ კომენტარებს გავეცნობთ...

ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი): "ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში გულშემატკივრებს არაერთხელ მივანიჭეთ სიხარული და დასანანია, რომ ბოლო აკორდი წარუმატებელი გამოვიდა. ზურგს დიდი გამოცდილება მიმაგრებს და ვიცი, როგორ შევხვდე ასეთ მარცხს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მჯეროდა, რომ შეგვეძლო "ბარსელონას" დამარცხება, გუნდის, რომელმაც დაიმსახურა ტრიუმფი".

ანდრეა ბარძალი (იუვენტუსი): "თამაში ცუდად დავიწყეთ და დასანანი გოლი გავუშვით, თუმცა შემდეგ ძალები მოვიკრიბეთ, ანგარიში გავათანაბრეთ და ერთი ხანობა, სრულ უპირატესობას ვფლობდით. ვფიქრობ, იმ პერიოდში "ბარსელონას" გულშემატკივრებს ძალიან შეეშინდათ, თუმცა შემდეგ მოხდა ის, რამაც მეტოქეს გადამწყვეტი უპირატესობა მიანიჭა. ჩვენ თავაწეულნი ვტოვებთ ბერლინს, რადგან მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ".

ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი): "კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ "ბარსელონამ" კიდევ უკეთ იასპარეზა და დამსახურებულად გაიმარჯვა. წარმოუდგენლად რთულია გაანეიტრალო მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიო, რომლებსაც საუკეთესო თამაში არ უჩვენებიათ და მაინც გოლები გაგვიტანეს. "ბარსელონა" ფანტასტიკური გუნდია, ჩვენ კი შესანიშნავი სეზონი გვქონდა და ყველას ვაჩვენეთ, რომ წარმატების მიღწევა არა მარტო იტალიაში, ევროპაშიც შეგვიძლია".

ალვარო მორატა (იუვენტუსი): "გვქონდა მოგების შანსი, მაგრამ დავმარცხდით და არ ვიცი, კიდევ როდის მოგვეცემა ამის შესაძლებლობა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთი ოჯახი და მომდევნო სეზონში კიდევ უკეთესად უნდა ვითამაშოთ. კლუბის მესვეურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გუნდი გაძლიერდეს და მჯერა, მთავარი წარმატებები წინ გველოდება. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ბერლინში ჩამოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს".

პოლ პოგბა (იუვენტუსი): "ვფიქრობ, რომ მსაჯმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამას უკვე ვეღარაფრით ვუშველით. ბევრი ვეცადეთ, მაგრამ დღეს მაინც "ბარსელონა" უკეთესი იყო. მათ რაღაც ისეთი ჰქონდათ, რაც ჩვენ დაგვაკლდა, ოღონდ არ ვიცი, რა".

ლიონელ მესი (ბარსელონა): "ესეც მეოთხე ჩემპიონთა ლიგა, მეოთხე დიდი გამარჯვება. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გულშემატკივარი გაგვეხარებინა და ეს შევძელით კიდეც. უკან საოცარი სეზონი მოვიტოვეთ, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება "ბარსელონას" ისტორიაში".

ლუის სუარესი (ბარსელონა): "ეს საოცარი შეგრძნებაა, რადგან ერთ სეზონში სამი დიდი ტროფეი მოვიგეთ. როდესაც ანგარიში 1:1 გახდა, მათ დაწოლა გააძლიერეს და უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. "ბარსელონა" ერთ მუშტად შეკრული გუნდია, ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული და ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი".

ნეიმარი (ბარსელონა): "ჩვენ ვეთამაშეთ დიდ გუნდს, რომელშიც უდიდესი ვარსკვლავები თამაშობენ და ეს გამარჯვება მით უფრო ფასეულია. წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როდესაც ჩემპიონთა ლიგას იგებ და ამით მილიონობით გულშემატკივარს ახარებ. მადლობა მწვრთნელს, რომელიც მენდო და თანაგუნდელებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ დიდი ტრიუმფისთვის".

ანდრეს ინიესტა (ბარსელონა): "ძალიან გამიმართლა, რომ იმ დიდი გუნდის წევრი ვარ, რომელსაც "ბარსელონა" ჰქვია და რომლის შემადგენლობაში უამრავი ტიტული მოვიგე. ძალიან გამიმართლა, რომ წლების განმავლობაში ჩემი თანაგუნდელები მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ და არიან. "ბარსა" სხვა ფენომენია, რომელსაც სიტყვებით ვერ ახსნი".

ჟერარდ პიკე (ბარსელონა): "მეოთხედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა - ერთხელ "მანჩესტერ იუნაიტედში" და სამჯერ "ბარსელონას" რიგებში. დღევანდელი გამარჯვება ამათში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. როცა ბავშვი ხარ, ბევრს ოცნებობ, დებიუტს "ბარსელონაში", პირველ ტიტულს; ახლა კი ჩვენ პირველი გუნდი გავხდით, რომელმაც ჰეთ-თრიკი ორჯერ შეასრულა. მეჩვენება, რომ უნიკალური გუნდი გვყავს, მთელი თაობა საოცარია და ჩვენ კიდევ ბევრი დრო დაგვრჩა მომავალი გამარჯვებებისთვის".

მწვრთნელები

როდესაც ლუის ენრიკემ "ბარსელონა" ჩაიბარა, ერთი არაფრით გამორჩეული მწვრთნელი იყო, რომელმაც "რომაში" წარუმატებლად იმუშავა და მხოლოდ იმით თუ დაიკვეხნიდა, რომ კატალონიური გრანდის სამწვრთნელო სკოლა ჰქონდა გავლილი. ამიტომ ლუის ენრიკეს დანიშვნას ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ მისი თავკაცობით, გუნდმა პირველივე სეზონში ტრიპლეტი შეასრულა, რასაც თვითონაც ვერ წარმოიდგენდა:

"ნამდვილად არ მეგონა, თუ პირველივე სეზონში სამივე ტურნირს მოვიგებდით და ეს ფანტასტიკური მიღწევა ჯერ კიდევ არ მაქვს გააზრებული. მადლობა ყველას, ვინც მენდო და გუნდი ჩამაბარა, რადგან უმეტესობა ჩემ მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. მე მყავს საუკეთესო ფეხბურთელები მსოფლიოში, საუკეთესო მეომრები, რომლებიც თავიანთი საქმით სიამოვნებას იღებენ და ჩვენც გვახარებენ".

ლუის ენრიკეს მსგავსად, კრიტიკით შეხვდნენ მასიმილიანო ალეგრის "იუვენტუსში" დანიშვნასაც, მაგრამ სკეპტიკოსები ამ შემთხვევაშიც შეცდნენ, რადგან "ვეკია სენიორას" ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ისეთ სიმაღლეებს შესწვდა, რასაც არავინ ელოდა - თავად ალეგრი შეგირდებს ემადლიერება:

"შესანიშნავი სეზონი მოვიტოვეთ უკან, ორი ტრიუმფით და ჩემპიონთა ლიგის ფინალით, რომელშიც უძლიერეს გუნდს ბევრი არაფერი დავუთმეთ. თამაში დაბნეულად დავიწყეთ, რაც გაშვებულ გოლად დაგვიჯდა, თუმცა შემდეგ დავლაგდით და მოგების შანსიც გვქონდა. "ბარსელონას" სამი გენიალური თავდამსხმელი ჰყავს და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა.

"იუვენტუსი" ვითარდება, ძლიერდება და ეს ფინალი ერთი დიდი ნაბიჯია ამ გზაზე. ჩვენ უნდა დავრჩეთ რვა საუკეთესო გუნდს შორის ევროპაში, რაც კიდევ უფრო გაგვაძლიერებს იტალიაში".

ბოლოს, "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტას გადავცეთ სიტყვა, რომელმაც ასევე საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ნიშნავს თუ არა პირლოს ცრემლები "იუვენტუსთან" დამშვიდობებას? - არ ვიცი, თუმცა ჩემი სურვილია, რომ ანდრეა დარჩეს "იუვენტუსში" და კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი ითამაშოს ჩვენთვის. პირლომ უამრავი სიხარული მოუტანა გულშემატკივრებს, უდიდესი ენერგია დახარჯა "იუვეს" ფინალში გასასვლელად და მისი ცრემლებიც სრულიად ბუნებრივი იყო. ალვარო მორატა? - ჩვენ მისი შენარჩუნება გვინდა, მაგრამ კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის ძალითაც ყველაფერი მადრიდის "რეალის" გადასაწყვეტია.

პოლ პოგბა? - აქ განსხვავებული ვითარებაა და რადგან ფრანგის გასხვისება არ გვსურს, ის, ალბათ, ჩვენთან დარჩება. კარლოს ტევესს უნდა დაველაპარაკოთ და თუ წასვლა სურს, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, სატრანსფერო ფანჯარაზე არც ვფიქრობდი და კითხვებზე უფრო კონკრეტულ პასუხებს მომავალში მიიღებთ. უკან გრძელი სეზონი მოვიტოვეთ, რომელმაც ბევრი სიხარული მოგვიტანა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია".

უნაი ემერი "სევილიას" თავკაცია, რომლის გუნდმაც პირველმა მოიპოვა ევროპის სუპერთასზე თამაშის უფლება, რომელიც, მოგეხსენებათ, 11 აგვისტოს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში გაიმართება. როგორც კი შეხვედრა დასრულდა, ბასკმა სპეციალისტმა "ტვიტერზე" დაწერა - "ვულოცავ "ბარსელონას" გამარჯვებას. თბილისში შეხვედრამდე". ემერი მომავალ მეტოქეს აქედანვე "ემუქრება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Grisha
ფეხბურთს რომ ვაკვირდები ყოველ 12 წელში რაღაც მეორება მე მოგიყვანთ რამოდენიმე ფაქტს და მერე თვითონ შეაფასეთ რამდენად რეალურია,2002 წელს რეალმა ლიგა მოიგო და 12 წლის შემდეგაც იგივე განმეორდა ანალოგიურად ბაიერნმა 2001-13, იტალიამ 2000 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში წააგო და 12 წლის შემდეგაც იგივე განმეორდა ,1998 წელს ინტერმა უეფას თასი მოიგო და 12 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა,1990 წელს გერმანიამ არგენტინა დაამარცხა1-0 და ორჯერ 12 წლის შემდეგ ანუ ამ წელს იგივე განმეორდა და ესეთი სხვა ფაქტებიც იქნება . ეს მსოფლიო ფეხბურთზე და მსგავსი მომენტი ქართულ ფეხბურთშიც არის 1981 ში დინამომ რომ მოიგო თასების მფლობელთა თასი ორჯერ 12 წლის შემდეგ პატარა წარმატება განმეორდა და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავედით ამიტომ მანამდე თუ არა 2017 წლისთვის შეიძლება დინამომ რაღაც წარმატებას მიაღწოის თუ მანამდე რამე კარგი მოხდა ეს წარმატება ალბათ უფრო მეტი იქნება და შეიძლება 2018 წლის მსოფლიო თასზეც ამოვყოთ თავი მაგრამ ეს მხოლოდ ასტროლოგია დანარჩენი შენ უნდა გაკეთო მხოლოდ ეგეთ შემთხვევაში მუშაობს ეს ყველაფერი...ამიტომ ვგულშემატკივრობ ლივერპულს როდესაც ჩვენ რაღაც წარმატებას ვაღწევდით ლივერპულიც მაგ დროს იგებდა,ამ თემაზეც თუ დაწერთ კარგი იქნება
Grisha
მართალია ყოველ 12 წელს რაღაც მეორდება წელსაც იუვემ წააგო ისევე როგორც 12 წლის წინ!
ფან.ge
დიდი მადლობა იუვეს ჯიგრიანი თამაშისთვის. ნამდვილად არ ველოდი. წააგეს პატიოსან ბრძოლაში,სამაგიეროდ თავაწეულებმა დატოვეს მინდორი.
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
"ლუის ენრიკე ძალიან მკაცრია - "ლივერპულში" სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა" - ბარკოლამ განმარტა, რატომ უადვილდება "ლივერპულში" თამაში
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
უთანხმოება ასე დასრულდა - პირლოს სკანდალის შემდეგ, მალდინიმ და ლეონარდომ თანამდეობები დატოვეს
ინიესტამ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო - ჯერ მხოლოდ მე-2 ლიგაში
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"ბარსელონას" მცველს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
საგიჟეთი პარიზში, ხვიჩა ვერდიქტის მოლოდინში და იამალის მუქარა
"თუ "ბარსელონასთან" ხვიჩა ამას გააკეთებს, ენრიკეს ადგილას ამ ყოველივეს კარგად არ მივიღებდი" - რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
არ გატყდე, ხვიჩა - რას ერჩის ლუის ენრიკე კვარაცხელიას?
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"მორალური ბანკროტები" - პირლოსა და მატერაცის მოსკოვში ვიზიტის დროს, კიევი იბომბებოდა... სკანდალური მოგზაურობის დეტალები
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
[VIDEO] ლუის სუარესის ულამაზესი გოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა