ირვინგს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა
"კლივლენდ კავალიერზი" სერიოზული დანაკლისით გააგრძელებს ფინალურ სერიას. "გოლდენ სტეიტთან" მატჩის შემდეგ "კავალერების" გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა ყავარჯნებით დატოვა მოედანი. როგორც სამედიცირო შემოწმებამ აჩვენა, 23 წლის კალათბურთელმა მუხლის არეში ფეხი მოიტეხა, ამიტომაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ქირურგიული ჩარევა..

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ირვინგი ვეღარ შეძლებს ამ სეზონში თამაშს. მისი მოედანზე დაბრუნება 3-4 თვის შემდეგ იგეგმება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2011 წლის დრაფტის პირველი ნომერი სრულ მზადყოფნაში შეხვდება მომავალი რეგულარული ჩემპიონატის სტარტს.

ირვინგის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა "კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს დანაკარგი ფატალური არ იქნება მისი გუნდისთვის. გარდა ამისა, მოკლე ინტერვიუში ლებრონმა ისაუბრა ფინალური სერიის პირველი მატჩის ძირითად დროში აცილებულ გადამწყვეტ სროლაზე, რამაც "კავალიერზს" მოგების საშუალება არ მისცა.

- ამ ყველაფერში დადებითი მომენტი მხოლოდ ის არის, რომ უკვე ვყოფილვართ მსგავს სიტუაციაში. კაირი ვერ შეძლებს თამაშს, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის ახალი. სათადარიგოები მზად იქნებიან მის შესაცვლელად.

- პირველ მატჩში სამწამიანი ზონიდან 16 ტყორცნა შეასრულეთ და 11 ჩააგდეთ. საშუალოდ და შორი მანძილებიდან - 22-დან 7. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საჭიროა უფრო ხშირად შეტევა სამწამიანიდან. და რა უნდა გაკეთდეს ასეთი ტყორცნების მოსამზადებლად?

- გავაგრძელებ ყველანაირი ტყორცნის გამოყენებას. როგორც არ უნდა ითამაშოს მეტოქემ დაცვაში, ვალდებული ვარ - ყველა სიტუაციას მოვერგო. ამიტომაც სამწამიანშიც ვითამაშებ და მის მიღმაც. მომწონს მოწინააღმდეგის დაცვის წყობიდან გამოყვანა.

- როგორ გადაიტანეთ პირველი მატჩის შედეგი?

- რა თქმა უნდა, შეგრძნება საუკეთესო არ ყოფილა. ღამით კარგად არ მეძინა. ასეთი მატჩების შემდეგ გონება ძილის საშუალებას არ გაძლევს. თავში გიტრიალებს სხვადასხვა სცენარი, ეპიზოდი, სადაც შეიძლებოდა სხვა გადაწყვეტილება მიგეღო იმისთვის, რომ გუნდს მოგებაში დახმარებოდი. ასე რომ, ჩემი გონება არასოდეს მაძლევს დამშვიდების საშუალებას. თამაშიდან თამაშამდე ორი ან სამი დღე ყოველთვის მძიმეა ჩემთვის. მაგრამ, რაღაც მომენტში ვიდეოგამეორების ოთახში მიდიხარ და შემდეგი მატჩისთვის მზადებას იწყებ.

- ჯეი არ სმიტმა ძირითად დროში თქვენს ბოლო ტყორცნაზე თქვა: "ლებრონს აკრიტიკებენ, როცა მოუხერხებელი სიტუაციიდან ისვრის და აცილებს. მაგრამ, როცა არ ისვრის, მაშინაც ხვდება კრიტიკა". თქვენთვის მნიშვნელობა აქვს ასეთი ხალხის აზრს? რას ფიქრობთ იმ აცილებულ ტყორცნაზე, რომელსაც შეეძლო "კლივლენდისთვის" გამარჯვება მოეტანა?

- როცა ასეთ ბურთს აგდებ - საფიქრალი არაფერია. აცილების შემდეგ კი გონებაში იმდენი რამ ხდება... ფიქრობ: ჯობდა ასე გამეკეთებინა, ასე უნდა მესროლა... მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ვგრძნობდი, რომ შეტევისთვის მოხერხებულ პოზიციაში ვიყავი. ასეთ ტყორცნებს ხშირად ვაგდებ.

განსაკუთრებით მაშინ, როცა თამაშის რითმი დაჭერილი მაქვს, გუშინ კი სწორედ ასეთი დღე იყო (ამ მატჩში ლებრონმა 44 ქულა ჩააგდო). რაც შეეხება კრიტიკას, მას დიდად ყურადღებას არ ვაქცევ. არ ვუყურებ ტელევიზორს, არ ვკითხულობ გაზეთებსა და ვებგვერდებს. ასე რომ, ჩემამდე არანაირი ნეგატივი არ მოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
დონჩიჩისა და ირვინგის კომბინირებული 72 ქულა - "დალას მავერიქსი" სუპერფინალში გავიდა [VIDEO]
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
დონჩიჩისა და იოკიჩის შოუ ირვინგმა მოიპარა - გამთამაშებლის საოცარი ტყორცნა და ბოლო წამზე მოგებული მატჩი [VIDEO]
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
მაგარი მატჩი ბრუკლინში - "ნეტსი" ახალგაზრდა ვარსკვლავებთან დამარცხდა [VIDEO]
ზღაპრული მატჩი ბოსტონში - ტეიტუმმა "ბრუკლინი" სირენასთან ერთად დაამარცხა [VIDEO]
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"მილუოკიმ" "ბრუკლინიც" დაამარცხა - სანდრო მოედანზე არ გამოჩენილა [VIDEO]