ამერიკელის ახდენილი ოცნება
როლან გაროსის ფინალში ლუსი საფაროვას დამარცხებით, სერენა უილიამსი მესამე ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც "დიდი სლემის" ტურნირებზე 20 გამარჯვება მოიპოვა. მასზე წინ არიან მხოლოდ მარგარეტ კორტი (24 მოგება) და შტეფი გრაფი (22)...

ფინალამდე ლუსი საფაროვას მეტოქეებისთვის არც ერთი სეტი არ დაუთმია, არადა, მოწინააღმდეგეები ერთიმეორეზე ძლიერები ჰყავდა (პავლიუჩენკოვა, ლისიცკი, შარაპოვა, მუგურუსა, ივანოვიჩი) და ეს იმ დროს, როცა სერენა უილიამსმა ექვსიდან ოთხ მატჩში მესამე სეტში გატეხა მეტოქეთა წინააღმდეგობა (ფრიდსემთან, აზარენკასთან, სტივენსთან და ბაშჩინსკისთან). თანაც, ამ ოთხ მატჩში პირველ სეტს აგებდა და მეორეში ბრეიკით იყო ჩამორჩენილი.

რაც შეეხება ფინალში მეტოქეთა ურთიერთშეხვედრებს, ამერიკელს ჩეხისთვის რვიდან რვა მატჩი ჰქონდა მოგებული, თან ჯამში მხოლოდ სამი სეტი წააგო. "დიდ სლემსა" და გრუნტზე კი ეს მათი პირველი შეხვედრა იყო.

თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში სერენა უილიამსი ავადმყოფობას უჩიოდა. როგორც თავად განაცხადა, ექიმებმა გრიპის დიაგნოზი დაუსვეს. ამ მიზეზით ის არ მივიდა ტიმეა ბაშჩინსკისთან ნახევარფინალის შემდეგ პრესკონფერენციაზე და ფინალის წინ ასევე უარი თქვა პრესასთან ურთიერთობაზე, ბოლო ვარჯიშზე კი ისევ ცუდად გამოიყურებოდა, თითქმის არ დარბოდა და აშკარად ზოგავდა ენერგიას. ცხადი იყო, ძალების ბოლომდე დახარჯვას უილიამსი ფინალში აპირებდა.

და მართლაც, წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამერიკელი პირველ სეტში შესანიშნავად აწვდიდა, აქტიურად თამაშობდა, მეტოქეს კუთხიდან კუთხეში არბენინებდა და სრულად ფლობდა ინიციატივას. თითქმის ყველა მოკლე გათამაშება სერენას რჩებოდა; გარდა ამისა, საფაროვას მიღებაზე საერთოდ არაფერი გამოსდიოდა. უილიამსმა პირველ სეტში მხოლოდ ერთი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა პარტიის მოსაგებად.

მეორე სეტშიც სერენამ გააგრძელა მაღალ დონეზე თამაში: მიღებაზე ზუსტად ხაზებზე სვამდა ბურთებს, მოწოდებისას კი უნაკლოდ მოქმედებდა და სწრაფად დაწინაურდა ორი ბრეიკით - 4:1. უფრო მეტიც, ამერიკელმა მეექვსე გეიმში ორი გეიმბოლი მოიპოვა და ძალიან მიუახლოვდა საბოლოო გამარჯვებას, მაგრამ იქვე საფაროვას შესანიშნავი შეტევა გამოუვიდა, შემდეგ კი 40:40-ზე უილიამსმა ზედიზედ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

აქედან მოყოლებული, თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა. ჩეხმა საკუთარი გეიმიც მოიგო, რასაც მოჰყვა მისი ზედიზედ მეორე ბრეიკი, თან ამერიკელმა გეიმი კვლავ ორმაგი შეცდომით დაასრულა. ანგარიში გათანაბრდა. მართალია, სერენამ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ლუსიმ მატჩზე ჩაწოდების საშუალება არ მისცა. დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელიც მანამდე საფაროვას ხუთიდან ხუთი ჰქონდა მოგებული და არც მსოფლიოს პირველ ჩოგანს დაუთმო მე-13 გეიმი.

მესამე სეტის დასაწყისიც საფაროვასი იყო, რომელმაც ბრეიკი გააკეთა და 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ, სენსაციების მოყვარულთა სამწუხაროდ, ყველაფერი თავის ადგილას დადგა - უილიამსმა სულ რაღაც 20 წუთში 0:2 6:2-ად გადააქცია. მთლიანად ფინალი კი ორ საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა - 6:3, 6:7(2), 6:2.

33 წლის სერენას არასოდეს დასჭირვებია ერთ ტურნირზე ხუთი სამსეტიანი მატჩის ჩატარება. ასე რომ, ეს ყველაზე რთული ტიტულია მის კარიერაში. ასევე პირველად, ამერიკელმა ერთ სეზონში შეძლო ავსტრალიისა და საფრანგეთის ღია პირველობების მოგება, რაც საშუალებას აძლევს, სეზონურ "დიდ სლემზე" იფიქროს. მანამდე კი გავიხსენოთ "დიდ სლემზე" დიადი ჩემპიონის ყველა გამარჯვება:

ავსტრალიის ღია - 6 (2003, 05, 07, 09, 10, 15)

როლან გაროსი - 3 (2002, 13, 15)

უიმბლდონი - 5 (2002, 03, 09, 10, 12)

აშშ-ის ღია - 6 (1999, 2002, 08, 12, 13, 14)

საფაროვა მაინც გახდა როლან გაროსის გამარჯვებული - ბეტანი მატეკთან ერთად ჩეხმა ქალთა წყვილების ტურნირი მოიგო. ამერიკულ-ჩეხურმა წყვილმა ფინალში ავსტრალიელი კეისი დელაკუა და ყაზახი იაროსლავა შვედოვა დაამარცხა - 3:6, 6:4, 6:2. სხვათა შორის, საფაროვამ და მატეკმა წლის დასაწყისში ავსტრალიის ღია პირველობაც მოიგეს. ასე რომ, სერენა უილიამსის მსგავსად, ამ წყვილსაც აქვს სეზონური "დიდი სლემის" შანსი.

ბეტანი მატეკი მხოლოდ წყვილებში გამარჯვებით არ დაკმაყოფილდა და მაიკ ბრაიანთან ერთად მოიგო მიქსტი. ამერიკულმა დუეტმა 7:6(3), 6:1 მოუგო ჰრადეჰკასა და მატკოვსკის წყვილს.

თავის მხრივ, მაიკ ბრაიანმა თავის ტყუპისცალ ბობთან ერთად წააგო კაცების წყვილთა ფინალი ხორვატ დოდიგთან და ბრაზილიელ მელოსთან - 7:6(5), 6:7(5), 5:7.

ქალები

1/2-ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 13) 6:3, 6:7(2), 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა