ფანტაზია, სტატისტიკა და ანალიზი
შარშან ერთი სარეკლამო კამპანია იყო, სადაც დედამიწელთა ნაკრები პლანეტის გადასარჩენად დაირაზმა და გუნდს ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო ლიდერობდნენ.

კიდევ, ეს ორი ერთად თქვენი მონა-მორჩილის Fantasy-გუნდში თუ მახსენდება. სხვა შემთხვევაში მათ ერთად მხოლოდ "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე თუ ვხედავთ. არადა, რა საინტერესო იქნებოდა მესი და რონალდო ერთ გუნდში! აი, ევროსეზონის სტატისტიკურ შეჯამებაში მათი ერთ გუნდში მოხვედრა პრობლემა სულაც არ არის, მით უფრო, თუ გუნდს სუპერგუნდი ჰქვია...

2014/15 წლების სეზონი ევროპაში დასრულდა. ტოპ-5-ად წოდებულ ინგლისურ პრემიერლიგაში, ესპანურ ლა ლიგაში, გერმანულ ბუნდესლიგაში, იტალიურ სერია A-სა და ფრანგულ ლიგა 1-ში ყველაფერი დასრულდა და შეჯამების დროა.

სტატისტიკურ ანალიზში საიტი whoscored.com დაგვეხმარება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბუნდესლიგაში, სხვებთან შედარებით, ორი გუნდით ნაკლები თამაშობს.

სუპერგუნდი

დავიწყოთ ბოლოთი, ანუ სეზონის სიმბოლური ნაკრებით ტოპ-5 ლიგაში. სეზონის განმავლობაში, ყოველ მატჩში თითოეული ფეხბურთელი, საკუთარი თამაშის მიხედვით, შესაბამის ბალს იღებდა. სიმბოლურ ნაკრებში ფეხბურთელები საშუალო მაჩვენებლების მიხედვით მოხვდნენ. ბუნებრივია, თამაშების რაოდენობა და პოზიციებიც განსაზღვრულია.

ამ ორს ერთად არასოდეს უთამაშია, თუმცა ძალიან საინტერესო კი იქნებოდა. აი, ჩვენს სიმბოლურ ნაკრებში კი გვერდიგვერდ არიან. ბუნებრივია, ლიონელ მესისა (ბარსელონა) და კრიშტიანო რონალდოზეა (რეალი) ლაპარაკი.

მათ სიღრმიდან ეხმარებიან ხამეს როდრიგესი (რეალი) და ფრანკო ვასკესი (პალერმო), ფლანგებიდან კი არიენ რობენი (ბაიერნი) და ედენ აზარი (ჩელსი). დაცვის ფლანგებზე ფრანგული ლიგის წარმომადგენლები არიან: კრისტოფ ჟალე (ლიონი) და ჯორდან ამავი (ნიცა). დაცვის ცენტრში "ვალენსიას" არგენტინელი სტოპერი ნიკოლას ოტამენდი და "ვოლფსბურგის" ბრაზილიელი მცველი ნალდო მოქმედებენ. კარში პოლონელი ლუკაშ ფაბიანსკი (სუონსი) დგას. ნამდვილი სუპერგუნდია!

თუკი მესის აქ მოხვედრისთვის საშუალო შეფასება 8,8 ბალი (10-ბალიანი სისტემით) დასჭირდა, ფაბიანსკის 7,1 ეყო. მოკლედ, მეკარე სუპერგუნდის სუსტი წერტილია. მესის შეფასება (უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ - 8,84 ბალი) 5-ვე ლიგაში, 98-ვე კლუბში საუკეთესოა.

წარმოიდგინეთ, 10-ბალიანი სისტემით სტაბილურად 9-იანზე თამაში რას ნიშნავს! ყველაზე მაღალი შეფასებით "გარეთ" დარჩენილი ფეხბურთელი კი ნეიმარია - 7,96 ბალი. რას ვიზამთ, ჩვენს გუნდში შეტევაში ორი უცხოპლანეტელი თამაშობს.

დავითვალოთ ლიგების მიხედვით - სიმბოლურში 4 ფეხბურთელი ლა ლიგიდანაა, 2-2 სამი სხვა ტურნირიდან, ხოლო იტალიიდან მხოლოდ ერთი.

საუკეთესოები

კრიშტიანო რონალდომ "რეალის" 118 გოლიდან 48 გაიტანა, რაც 41%-ია. მესიმ "ბარსას" 110 გოლიდან 43 შეაგდო, 39%. აი, იტალიის ჩემპიონატის ვეტერან თანაბომბარდირ ლუკა ტონის კი "ვერონას" 49 გოლიდან 22 აქვს გატანილი, 45% (თითქმის ნახევარი!). ამდენივე გოლი გაიტანა ნეიმარმაც, მაგრამ ეს "ბარსას" გოლების მხოლოდ 20%-ია.

ტოპ-ასისტენტებში ყველას კევინ დე ბრუინმა აჯობა - ეს ბიჭი "ჩელსიმ" და ჟოზე მოურინიომ სათანადოდ ვერ დააფასეს, "ვოლფსბურგში" კი ფრთები გაშალა - მის ანგარიშზე ტოპ-5 ლიგიდან ყველაზე მოკლეში 20 საგოლე პასია - ყველაზე მეტი. 18-18 პასით გამოირჩნენ მესი და სესკ ფაბრეგასი (ჩელსი).

შინ და სტუმრად თამაშს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ისევ საუკეთესო ფეხბურთელს მივმართოთ, რომელიც "კამპ ნოუზე" კიდევ უფრო კარგად თამაშობს - 9,25 ბალი საშუალოდ. შინ გოლებით მესი რონალდოს უსწრებს - 27 25-ის წინააღმდეგ. კევინ დე ბრუინი ასისტენტებში მაინც ლიდერია - 12 პასი.

სტუმრად თამაშით მესი უკვე მხოლოდ ოდნავ სჯობს რონალდოს შეფასებებში, თუმცა გოლებით პორტუგალიელის უპირატესობა აშკარაა - 23 16-ის წინააღმდეგ. ყველაზე მეტი პასი სტუმრად სესკმა გააკეთა - 11.

რეიტინგის მიხედვით, საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. მესი 8,84

2. რონალდო 8,48

3. რობენი 8,47

4. ნეიმარი 7,96

5. აზარი 7,96

6. დე ბრუინი 7,95

7. ხ. როდრიგესი 7,85

8. ა. სანჩესი 7,81

9. რობერტო ფირმინო 7,79

10. ნალდო 7,78

ათეულში მოსახვედრად სულ ცოტა დააკლდა ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელიც 7,75 ბალით მე-11 ადგილზეა. მეორე ოცეულში არიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ლუის სუარესი, ალექსანდრ ლაკაზეტი, სერხიო აგუერო, პოლ პოგბა, გარეთ ბეილი და კარლოს ტევესი არიან. 50-ეულში ვერ მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც რობერტ ლევანდოვსკია (59-ე), დიეგო კოშტა (61-ე), ტონი კროოსი (65-ე), ბასტიან შვაინშტაიგერი (68-ე), ანდრეა პირლო (73-ე), დანი ალვეში (101-ე) და სხვები.

თამაში

38-38 თამაში (ანუ ყველა 20-გუნდიან ჩემპიონატში) 30-მა ფეხბურთელმა ჩაატარა. მათი დიდი ნაწილი მეკარეა. აქედან შეუცვლელად, ანუ 3 420 წუთი ითამაშა 13-მა ფეხბურთელმა. აქედან 8 მეკარეა. მინდვრის მოთამაშეებიდან კი სეზონის ყოველი მატჩის ყოველი წუთი მოედანზე სულ 5-მა ფეხბურთელმა გაატარა.

ესენია: აარონ კრესველი (ვესტ ჰემი), აჰმედ ელმოჰამადი (ჰალი), ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი), ჯონ ტერი (ჩელსი) და დანიელე რუგანი (ემპოლი).

როგორც ხედავთ, ჟოზე მოურინიოს დაცვის წყვილისთვის მთელი სეზონის განმავლობაში ხელი არ უხლია. ლევან მჭედლიძის თანაგუნდელი რუგანის მიღწევაც თვალშისაცემია. ეს მცველი 20 წლის არის და ასაკის შეუსაბამოდ დაღვინებულია.

გოლები

კრიშტიანო რონალდომ 48 გოლი გაიტანა და "ოქროს ბუცი" მოიგო. მეორე ადგილზე ლეო მესი გავიდა 43 გოლით. მათთან ახლოსაც კი ვერავინაა, "ლიონის" ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი მესამე ადგილზე 27 გოლით გავიდა.

1. რონალდო 48

2. მესი 43

3. ლაკაზეტი 27

4. აგუერო 26

5. გრიზმანი 22

6. ტონი 22

7. იკარდი 22

8. ნეიმარი 22

9. ჟინიაკი 21

10. კეინი 21

საგოლე პასები

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ კევინ დე ბრუინს, რომელიც, სხვათა შორის, ბუნდესლიგის კოლეგებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ვერავინ აჯობა და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ბუნდესლიგაში მხოლოდ 34 ტურია. 20 საგოლე პასია ჩინებული ბელგიელის ანგარიშზე, რომელიც ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. მას 2-2 პასით ჩამორჩნენ სესკი და ლეო.

1. დე ბრუინი 20

2. ფაბრეგასი 18

3. მესი 18

4. პაიე 17

5. რონალდო 16

6. სუარესი 14

7. ხ. როდრიგესი 13

8. ნოლიტო 13

9. პასტორე 12

10. იუნუზოვიჩი 12

გოლი+პასი

ლეო მესიმ ორით მეტი საგოლე პასი გააკეთა, ვიდრე კრიშტიანო რონალდომ, მაგრამ პორტუგალიელმა 5 გოლით მეტი გაიტანა და ამ ნომინაციაშიც იმარჯვა.

1. რონალდო 64

2. მესი 61

3. აგუერო 34

4. ლაკაზეტი 33

5. დე ბრუინი 30

6. სუარესი 30

მატჩის საუკეთესოები

როგორც მოგეხსენებათ, ყოველ მატჩში საიტი სტატისტიკური ანალიზით, თითოეულ ფეხბურთელს ქულებს უწერს. ასე დგება მატჩის საუკეთესო ფეხბურთელები. ყველაზე მეტჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელეს, ეს 25-ჯერ მოხდა.

1. მესი 25

2. რონალდო 17

3. რობენი 10

4. აზარი 10

5. ლაკაზეტი 8

6. სანჩესი 8

7. ანდერსონი 8

8. ვასკესი 8

9. ამავი 8

10. ტევესი 7

ყვითელი ბარათები

რამდენი ყვითელი ბარათი შეიძლება მიიღოს ფეხბურთელმა სეზონის განმავლობაში? "ესპანიოლის" ვიქტორ სანჩესმა დაამტკიცა, რომ არცთუ ისე ცოტა - ლა ლიგაში მან 18 ყვითელი ბარათი მიიღო.

1. ვ. სანჩესი 18

2. ლოპო 14

3. ჟუანი 14

4. კატერმოლი 14

5. ლილიო 14

6. გაცი 13

7. ლუკარელი 13

8. ა. გონსალესი 13

10. პარეხო 13

წითელი ბარათები

სამჯერ გააძევეს ვეტერანი მექსიკელი მცველი რაფა მარკესი (ვერონა). 2-2-ჯერ კი ძალიან ბევრი ფეხბურთელი, 31, უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ.

კარში დარტყმები

"ოქროს ბუცის" მომგები კრიშტიანო რონალდო თამაშში საშუალოდ 6,4-ჯერ ურტყამდა კარში, ლეო მესი და სერხიო აგუერო მას საკმაოდ ჩამორჩებიან.

1. რონალდო 6,4

2. მესი 4,9

3. აგუერო 4,5

4. რობენი 4,2

5. იბრაჰიმოვიჩი 3,8

მნიშვნელოვანი პასები

ყველა საგოლე პასი გოლით არ სრულდება, კარგ მეპასეს, კარგი გოლეადორიც ესაჭიროება, თუმცა საიტი იმ ყველა მნიშვნელოვან პასსაც ითვლის, რომელთაც შეიძლებოდა, გოლი მოჰყოლოდა. აი, ამ მაჩვენებლით "მარსელის" გამთამაშებელ დიმიტრი პაიეს ვერავინ სჯობს.

1. პაიე 3,7

2. დე ბრუინი 3,3

3. იოზილი 3,1

4. სილვა 2,9

5. ფაბრეგასი 2,8

დრიბლიორები

დრიბლინგი, ლეო მესის მრავალ ღირსებათა შორის, ერთ-ერთი სერიოზული პლუსია, მაგრამ ამ სეზონში ორმა ფეხბურთელმა მასზე მეტჯერ მიმართა დრიბლინგს ტოპ-5 ლიგაში და, რაც მთავარია, გამოუვიდა კიდევაც.

1. აზარი 4,8

2. ბელარაბი 4,7

3. მესი 4,6

4. რობენი 4,5

5. ფირმინო 4,2

ორთაბრძოლები

ორთაბრძოლების მოყვარული და მომგები "კაენის" მცველი ნგოლო კანტე ყოფილა, 24 წლის ფრანგი ამ მაჩვენებლით პირველია. ხუთეულშია დანი ალვეშიც.

1. კანტე 4,8

2. ალანი 4,6

3. გონალონი 4,4

4. ბერამი 4,2

5. დ. ალვეში 4,1

პასები

ამ მაჩვენებლით ჩაბი ალონსოსთან ახლოსაც ვერავინ მივა - ის ერთადერთი ფეხბურთელია სეზონში, რომელიც საშუალოდ ასზე მეტ პასს აკეთებდა თამაშში. ხუთეულში კი მოულოდნელ გვარებს ნახავთ:

1. ჩაბი ალონსო 105

2. ვერატი 91

3. ალაბა 87

4. ტ. მოტა 85

5. ი. ტურე 83

ყველაზე ცუდები

ყველაზე ცუდი რეიტინგი (მათ შორის, ვინც საკმარისად ითამაშა) აქვს "ელჩეს" შემტევ ნახევარმცველ კორომინასს - 6,08 ბალი.

1. კორომინასი 6,08

2. ბ. დიავარა 6,10

3. ბოაკიე 6,14

4. უ. ლოპესი 6,14

5. ლონგო 6,17

6. ჩუმეტრა 6,17

7. ფინბოგასონი 6,19

8. ნილსენი 6,19

9. რივიერი 6,21

10. ღეზალი 6,21

კლუბები

კლუბების სტატისტიკურ ანალიზს არ ჩავუღრმავდებით, მხოლოდ რეიტინგით 10 საუკეთესო გუნდს გაგაცნობთ. ლიგის ფინალისტი "იუვენტუსი" მხოლოდ მე-12 ადგილზეა. ბუნებრივია, აქ ჩემპიონთა ლიგის მატჩები არ არის გათვალისწინებული, მხოლოდ ჩემპიონატები.

1. ბარსელონა 7,54

2. რეალი 7,50

3. ბაიერნი 7,46

4. ვოლფსბურგი 7,38

5. არსენალი 7,38

6. ლევერკუზენი 7,34

7. პსჟ 7,34

8. გლადბახი 7,29

9. სიტი 7,29

10. ჩელსი 7,28

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

messi001
იუვეს ფანი არ ვარ მაგრამ ათეულში რა პონტში არ არის? მინიმუმ სამეულში უნდა იყოს
kaxa
Marixuanas legalizaciam uefazec imokmeda.ligis clis sauketeso golad.ronaldosi agiares liverpultan.naxet da icinebt messis goltan shedarebit baierntan
კაი რაა!
1. ბარსელონა 7,54 2. რეალი 7,50 3. ბაიერნი 7,46 4. ვოლფსბურგი 7,38 5. არსენალი 7,38 6. ლევერკუზენი 7,34 7. პსჟ 7,34 8. გლადბახი 7,29 9. სიტი 7,29 10. ჩელსი 7,28 იუვენტუსს ჯობია 4-9 პოზიციაზე მყოფი გუნდები ჩემპიონატების შედეგით? მოხდა უკვე მარიხუანას ლეგალიზაცია?
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
"არსად არ გავფრინდები, სანამ ახალგაზრდები ეკონომკლასში არ დაბრუნდებიან" - ტერიმ ვილაშ ბოაშზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] მესის ფანტასტიკური გოლი ჯარიმიდან - მაიამის "ინტერი" ბოლო წამებზე დამარცხდა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
ნეიმარმა 1 მილიონის სანაცვლოდ დანი ალვეში გაათავისუფლებინა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვა - ალვეშს შესაძლოა, ციხეში ახალი ბრალდება წაუყენონ
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
სექსი ორმხრივი შეთანხმებით - უდანაშაულო დანი ალვეში ერთი წელი ციხეში იჯდა
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
"გააცნობიეროს, რომ სავარაუდო მოძალადე უყვარს" - გაუპატიურებაში ბრალდებული ალვეშისა და მისი ყოფილი მეუღლის შერიგების დეტალები
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
კლუბის ყიდვა და კარიერის განახლება - დანი ალვეში შესაძლოა, მოედანს დაუბრუნდეს
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
ხამეს როდრიგესი სამშობლოში დაბრუნდა
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
"სანამ "რეალში" გადავიდოდი, "სიტიმ" და პსჟ-მ დიდი ფული შემომთავაზეს, პერესმა კი ასეთი რამ მითხრა..." - ხამეს როდრიგესმა "ბლანკოსში" გადასვლის ისტორია გაიხსენა
"რატომ დავასრულე კარიერა 32 წლის ასაკში?" - აზარმა განმარტა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
"აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე" - ედენ აზარი
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
"ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას?" - რა თქვა აზარმა
ალვეშმა ციხეში დიდი დარტყმა მიიღო - ის ზოგჯერ საკვებზე უარს აცხადებს
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
ხამესი გუნდს კვლავ გამოიცვლის - როდრიგსესთვის "რაიო ვალეკანოში" თავგადასავალი ხანმოკლე აღმოჩნდა