ფანი მეტოქის მეკარეს თავს დაესხა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია გამოძიებას იწყებს: სანდერლენდსა და ბირმინგემში არეულობა იყო. კვირა, მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში დერბებისა გამოდგა. ისე დაემთხვა, რომ 16 იანვარს ინგლისში სამი ცნობილი დერბი ჩატარდა: „ლივერპული“ - „ევერტონი“, „ბირმინგემი“ - „ასტონ ვილა“ და „სანდერლენდი“ - „ნიუკასლი“. ეს უკანასკნელი წინა ორისგან განსხვავებით ერთი ქალაქის ორი გუნდის შეხვედრა არ გახლავთ, მაგრამ დაძაბულობითა და შუღლით თუ არ აღემატება, ნამდვილად არ ჩამოუვარდება - სანდერლენსა და ნიუკასლს შორის მანძილი 17 კილომეტრია. ამ ქალაქის გუნდების დაპირისპირებას ტაინის და უეარის დერბი ჰქვია - ტაინიცა და უეარიც მდინარეებია.

მომხდარზე პირველი რეაგირება „სანდერლენდის“ თავმჯდომარემ ნილ ქუინმა მოახდინა - ბოდიში შეუთვალა „ნიუკასლის“ მეკარეს სტივ ჰარპერს იმისათვის, რომ მსაჯის მიერ წამატებულ დროში, როდესაც ასამოა გიანმა ანგარიში გაათანაბრა, სიხარულისგან გაგიჟებული ადგილობრივი ფანი მოედანზე გადახტა, მას მივარდა და ხელი ჰკრა. შეგახსენებთ, რომ თამაში დასრულდა ფრედ 1:1.

რეგიონის პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „სთედიუმ ოფ ლაითზე“ გამართული ამ შეხვედრის გამო სულ 24 ადამიანის დაპატიმრება დასჭირდა.

ბირმინგემის „სენტ ენდრიუზე“ კი „გერისონ ლეინის“ ტრიბუნაზე მავანმა კვლამლის მაშხალა ისროლა, მეორე ბოლოში კი, იქ სადღაც „ასტონ ვილას“ 1 500 ფანი იჯდა, ვიღაცამ ვარდისფერი ბურუსი დააყენა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას მხოლოდ 22 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, რაც ბირმინგემული დერბისთვის გასაოცრად მცირე მაჩვენებელია. მიზეზი: დეკემბერში, ამავე გუნდების „ქარლინგის თასზე“ შეხვედრას დიდი აყალ-მაყალი მოჰყვა, რის გამოც ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ამ ჯერზე სტადიონზე ნაკლები ხალხი შეეშვათ.

და მაინც, დღის ყველაზე ცუდი ინციდენტი ჰარპერისა გახლდათ. ზემოთ მოგახსენეთ, რომ ვიღაც ხულიგანმა „კაჭკაჭების“ მეკარეს ზურგში ჰკრა და ხალხში შემალვა სცადა. მსაჯმა, ჰოვარდ ვებმა, რომელიც ადრე სამხრეთ იორკშირში პოლიციელად მუშაობდა, ეს ამბავი დაინახა და სხვათა შორის სანდერლენდელი გულშემატკივრების დახმარებით ხულიგანი დაიჭირა. როდესაც ჭკუაზე გადასული პოლიციელებმა წაიყვანეს, ვებმა მეოთხე მსაჯს მოედნიდან მინიატურული ბოთლი მიაწოდა. ის, ახლა, ნივთმტკიცება გახდება. „სანდერლენდის“ მწვრთნელმა სტივ ბრუსმა თქვა:

„ამ ქალაქში ფეხბურთი ყველას გვიყვარს, მაგრამ ასეთი სცენების ცქერა არ გვჭირდება. მადლობას ვუხდი სანდერლენდელ ფანებს, რომელთაც იმ ბავშვს გაქცევის საშუალება არ მისცეს. ის ჯერ მხოლოდ ბავშვია და თავისი საქციელით ახლანდელი ახალგაზრდობის სავალალო სახე გამოამჟღავნა. მისთვის რომ შეგეხედათ და მისი ასაკი გაგეგოთ, მიხვდებოდით, რომ ამ ბავშვს დანარჩენ 50 ათას გულშემატკივართან ერთად ზეიმს მოედანზე გადახტომა ერჩივნა. იმედი მაქვს, რომ მას ჭკუას ასწავლიან და სტადიონზე სიარულს დიდი ხნით აუკრძალავენ“.

ამავე შეხვედრის დასრულების შემდეგ, აქა-იქ, მეტოქე გუნდების ფანებს შორის ჩხუბებიც ატყდა. ტრიბუნებზე ერთმანეთს ბოთლებს და აგლეჯილ სკამებს ესროდნენ. სანდერლენდელების გარკვეულმა ჯგუფმა ნიუკასლელების სექტორის დამცავი ალუმინის ბარიერების მოტეხვა სცადა.

ახლა, ფეხბურთის ასოციაცია ჰოვარდ ვების პატაკზე დაყრდნობით ძიებას შეუდგება. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რომ გაიხსენონ სამი წლის წინანდელი ამბავიც, როდესაც „ნიუკასლ იუნაიტედის“ მაშინდელ გოლკიპერს შეი გივენს მეკარის ბაქანში ორი სანდერლენდელი მიუახლოვდა. „კაჭკაჭების“ მწვრთნელმა ალან პერდიუმ თქვა:

„როდესაც დერბიში ბოლო წამზე გოლს უშვებ, რასაკვირველია, ყველას გადამეტებული რეაქცია ექნება, თუმცა, კაცი ისე არ უნდა გადაირიოს, ის ახალგაზრდა რომ გადაირია. ემოცია ემოციაა, მაგრამ ადამიანიც იმიტომ გქვია, რომ ეს ემოცია აკონტროლო“.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...