როგორც მოსალოდნელი იყო, ომარ თეთრაძის გუნდი კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა
როგორც მოსალოდნელი იყო, ნიჟნი ნოვგოროდის ”ვოლგამ” კიდევ ორ ქართველ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი. ვოლგელთა ახალწვეულები გია გრიგალავა და მათე ვაწაძე ოფიციალურად გახდნენ.

21 წლის გრიგალავა ”მოსკოვში”, როსტოვის სკა-ში და ”როსტოვში” გამოდიოდა, რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც ჩაატარა რამდენიმე მატჩი. 2010 წელს თავის ყოფილ კლუბ ”როსტოვში” გრიგალავამ 11 მატჩი ჩაატარა (9 ჩემპიონატში და ორი რუსეთის თასზე).

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მათე ვაწაძე ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელია. თავისი ყოფილი კლუბის, თბილისის ”დინამოს” შეტევაში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო.

”ვოლგას” ორივე ახალწვეულმა შემოწმება წარმატებით გაიარა, შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და უკვე კვირას დებიუტი ჰქონდა ახალი კლუბის პირველ საკონტროლო მატჩში თურქეთის შეკრებაზე ”ლუჩ-ენერგის” წინააღმდეგ (2:1).

რუსმა ჟურნალისტებმა ქართველ ახალწვეულებთან დაკავშირებით აზრი "ვოლგას" მთავარ მწვრთნელს ომარ თეთრაძეს ჰკითხეს:

ომარ თეთრაძე: "გია გრიგალავას საკმაოდ კარგად, "მოსკოვიდან" და "როსტოვიდან" ვიცნობთ. ამ ახალგაზრდა მცველს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. შესაბამისად, მასზე საკმაოდ დიდ იმედებს ვამყარებთ.

რაც შეეხება ვაწაძეს, ის თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი იყო და მასიც ძალიან გვეიმედება. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ პირველ ტურებში მათეს გაუჭირდეს და გარკვეული პერიოდი ადაპტაციისთვის დასჭირდეს, მაგრამ რაც მთავარია, მას დიდი პოტენციალი აქვს".

მომზადებული sportbox.ru-ს მიხედვით

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"