ბაქოში გასამართ ევროპულ თამაშებში ესტერ სტამთან ერთად ნინო ოძელაშვილიც იასპარეზებს
რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრების ხელმძღვანელობას ბაქოში, პირველ ევროპულ თამაშებზე წასაყვანი შემადგენლობა ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა რუსულ მედიაში უკვე გამოქვეყნდა გარკვეული სია.

ბუნებრივია, მის სრულყოფილებაზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ, ვფიქრობთ, მაინც საინტერესოა და არც რეალობასთან იქნება დაშორებული. მაშ ასე, რუსების დაუზუსტებული გუნდი ასეთია: ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ბესლან მუდრანოვი (60), ევროპის ვიცე-ჩემპიონი კამალ ხან-მაგომედოვი და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი, ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი მიხაილ პულიაევი (ორივე - 66), ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის მესამეადგილოსანი ივან ნიფონტოვი და ალან ხუბეცოვი (81), ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ფინალისტი კირილ დენისოვი და ევროპის ვერცხლისმედალოსანი, მსოფლიოს მესამე პრიზიორი კირილ ვოპროსოვი (90), რენატ საიდოვი (+100).

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ესაა დაუზუსტებელი შემადგენლობა, რომელიც რუსეთის ძიუდოს საიტზე გამოქვეყნდა. თუმცა აქ ერთი შეუსაბამობაა - ტექსტში ნათქვამია, რომ მთავარ მწვრთნელ ეციო გამბას ვაჟებში 6 წონაში ეყოლება მონაწილე, წარმოდგენილ სიაში კი 5 წონის ფალავნებია ჩამოთვლილი. სიას 73 და 100 კილოგრამის ფალავნები აკლია.

არადა, რუსებს ორივეგან ოლიმპიური ჩემპიონები ჰყავთ - მანსურ ისაევი (73) და ტაგირ ხაიბულაევი (100), ვინც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონიცაა. საინტერესოა, რომ ორივე ერთი რაიონიდანაა - ყიზლარიდან, რომელიც დაღესტნის რესპუბლიკას ეკუთვნის. ისიც აღსანიშნავია, რომ არსად ჩანს რუსების მესამე ოლიმპიური ჩემპიონი - არსენ გალსტიანი (60).

ჯერჯერობით შემადგენლობა არ დაუსახელებიათ ტურნირის მასპინძელ აზერბაიჯანელებს, ამასობაში კი მატებაა საქართველოს ნაკრებში. აქ ვაჟებში არაფერი შეცვლილა, თუმცა ქალთა ტურნირში ესტერ სტამს ნინო ოძელაშვილი (ორივე - 70) დაემატა.

ვაჟთა ნაკრებში ამირან პაპინაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) იჭიდავებენ.

პირადი პირველობა 25-27 ივნისს ჩატარდება, 28-ში კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

taine-randell
ირაკლი თავაძეს ვინმეს ადვოკატობა ნამდვილად არ სჭირდება,მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს კაცი ძაან მაგარი პროფესიონალია. კი, ეტყობა გამორჩა იარცევი, რადგან მისი გვარი გოგოებში იყო მიწერილი და აღარ დაუკვირდა. ფაქტი ის არის რომ ეგრედ წოდებულ სხვა სახეობების გამშუქებლებში თავაძის დონის ჟურნალისტი საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს.
Vladimir
ირაკლი თავაძე. 73კგ რუსებს თუ ყურადღებთ წაიკითხავთ დენის იარცევი ყავთ
Vladimir
სტატიის ავტორს მინდა მივმართო,თუ ყურადრებით წაიკიტხავთ 73კგ დენის იარცევი ყავთ.Российская команда будет представлена на татами в Баку ведущими спортсменами в тринадцати категориях (в шести у мужчин и семи - у женщин), и обеими командами в турнире «стенка на стенку». В состав нашей сборной войдут такие именитые атлеты, как: чемпион Европы и мира, олимпийский медалист Иван Нифонтов (81), призеры чемпионатов мира – Беслан Мудранов (60), Михаил Пуляев и Камал Хан-Магомедов (оба - 66), Кирилл Вопросов и Кирилл Денисов (оба - 90), Ренат Саидов (+100) и трижды чемпионка Европы, медалист чемпионата мира Наталья Кузютина (52), обладатели наград европейских первенств – Денис Ярцев (73) и Алан Хубецов (81), Ирина Долгова и Кристина Румянцева (обе – 48), Юлия Рыжова (52), Ирина Заблудина (57), Марта Лабазина (63), медалисты крупных международных состязаний – Ирина Газиева (70), Анастасия Дмитриева (78) и Ксения Чибисова (+78).
fraternity
ჩხვიმიანი და მარგველაშვილი რატომ არ მიგვყავს? ქულებით ვერ ხვდებიან თუ ჩვენი გადაწყვეტილებაა? ეკუთვნის ორივეს ჩემი აზრით
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
ვისთან ვაგებ-მეთქი, - როგორ იხსენებს ბაქოს ფინალს ავთანდილ ჭრიკიშვილი
ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს
მედია და "გაბუტული" სპორტსმენები - ბაქოში დანახული ქართული პრობლემები
ადამ ოქრუაშვილი: ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ბევრმა ჩამომწერა
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
ბაქო 2015-ის შეჯამება: მწარე რეალობა ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე
ნინო ოძელაშვილი: ქმარს დავპირდი, მსოფლიოს ჩემპიონი თუ გავხდი...
ქართველმა სამბისტებმა მოსკოვში 5 მედალი მოიპოვეს
მიქს-ძიუდო ოლიმპიადაზე - როგორი იქნება ახალი წესი საქართველოს ნაკრებისთვის
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: აწევს ლაშა ტალახაძე "ბევერლი ჰილს"? [VIDEO]
უარი სპორტულ ტურიზმს! - ელგუჯა ბერიშვილი ბაქო 2015-ს კრიტიკულად აფასებს
ირაკლი უზნაძე: სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის დასვენებას ვერ ვახერხებთ
ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
სამბო. ოთხი ვერცხლი ათენიდან