ზუსტად ერთი წელიწადი რჩება ევროპის მთავარი საფეხბურთო ტურნირის სტარტამდე
ზუსტად ერთი წელიწადი რჩება ევროპის მთავარი საფეხბურთო ტურნირის სტარტამდე. 2016 წლის 10 ივნისს, თბილისის დროით 23 საათზე, საფრანგეთის ნაკრები ლეგენდარულ "სტად დე ფრანსზე" მიიღებს ჯერ უცნობ მეტოქეს.

ტრადიციულად, მხოლოდ მასპინძელი ხვდება ავტომატურად ევროპის ჩემპიონატზე. მოქმედი ჩემპიონები - ესპანელებიც კი იძულებულნი არიან შესარჩევი ტურნირი გაიარონ, თუმცა დღევანდელი სისტემით ამის გაკეთება გაცილებით იოლია. საქმე ისაა, რომ უეფამ 16-დან 24-მდე გაზარდა ფინალური ტურნირის მონაწილეთა რიცხვი, და ამიტომაც, ევრო 2016-ზე გამოსვლის შანსი მიეცა ბევრ ისეთ ქვეყანას, რომლებსაც ადრე არასოდეს ღირსებიათ ამგვარი პატივი ან იშვიათად ხვდებოდნენ ელიტაში.

საფრანგეთი - ფიფასგან და უეფასგან ამგვარი ტურნირების მიღების გამოცდილი ოსტატია. ფრანგებმა ისტორიაში ოთხჯერ უმასპინძლეს უმსხვილეს საფეხბურთო ფორუმებს: ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატს (1938 და 1998 წლები) და ორჯერ ევროპის პირველობას (1960 და 1984). ამას ემატება 2003 წელს კონფედერაციის თასის ჩატარება. ამასთან, მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც შინ ასე წარმატებით თამაშობდეს: ამ ხუთი ტურნირიდან საფრანგეთმა სამი მოიგო.

ბილეთები

ორი დღის წინ, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ გახსნის მატჩზე დასასწრები პირველი სიმბოლური ბილეთი გადასცა საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანუა ოლანდს.

სწორედ 10 ივნისს დაიწყო ფასის მიხედვით ოთხი კატეგორიის მილიონი ბილეთის რეალიზაცია. ერთ ადამიანს ერთ მატჩზე ოთხ ბილეთზე მეტის შეძენა არ შეუძლია. იმის გამო, რომ ტურნირზე დასწრების მსურველები მრავლად იქნებიან, უეფა კენჭისყრის მეშვეობით აპირებს გულშემატკივართა განაცხადების გათამაშებას. მასში მონაწილეობის მისაღებად, საკმარისია განაცხადის გაკეთება ევრო 2016-ის ოფიციალურ გვერდზე, თან უნდა მიუთითოთ პირადი მონაცემები და გადახდის ხერხი.

ჯერ კიდევ ვებგვერდის გახსნამდე, იქ დარეგისტრირებული იყო 317 ათასი ადამიანი მსოფლიოს 203 ქვეყნიდან.

"ეს თავიდანვე იყო ჩვენი მიზანი, - ხაზი გაუსვა პლატინიმ. - ძალიან ვცდილობდით. იგივე პრაქტიკა იყო მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე. ეს ტურნირი ხალხისთვის იქნება. მზად ვართ. სრულიად საფრანგეთია მზად უმასპინძლოს გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოდან. მათ თბილი მიღება ელოდებათ და ისინი საუკეთესო კუთხით გაიცნობენ ჩვენს ქვეყანას".

ბილეთებზე ფასები ძალიან განსხვავებულია მატჩის სტატუსისა და ტრიბუნაზე ადგილის მიხედვით. ჯგუფური ეტაპის ჩვეულებრივ მატჩზე ან მერვედფინალზე ყველაზე იაფი ბილეთი - კარის უკან ქვედა რიგებზეა. ფასი 25 ევროს შეადგენს.

მესამე კატეგორიის ბილეთები ასევე კარის უკანაა, მაგრამ შუა რიგებში და ის გულშემატკივრებს 55 ევრო დაუჯდებათ. მეორე კატეგორიაა - სტადიონის კუთხეები. აქ დაჯდომა ორჯერ ძვირი ღირს - 105 ევრო. ყველაზე კომფორტული პირველი კატეგორიაა - ადგილები გვერდებზე და თანხა 145 ევროს უდრის.

გადამწყვეტ მატჩებში თანხების სხვაობა კიდევ უფრო სოლიდურია. ყველაზე "ღარიბი" გულშემატკივრები მეოთხედფინალზე 45 ევროს სანაცვლოდ მოხვდებიან, ნახევარფინალზე - 65 ევროდ, ფინალზე - 85 ევროდ. ხოლო მათ, ვისაც პლეი ოფის მატჩების ხილვა საუკეთესო ხედით სურთ, უნდა შეელიონ 195, 495 და 895 ევროს.

ჩვეულებრივი ბილეთების გარდა, უეფა ყიდის "სტადიონურ პაკეტს" - ერთ არენაზე ორი მატჩზე დასწრება პირველი კატეგორიის ბილეთებით მხოლოდ 290 ევრო ეღირება.

ცალკე იყიდება ბილეთები ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვული ადამიანებისთვის: ეს არის ფასის მხრივ ყველაზე დაბალი კატეგორია, გარდა ამისა, უფასო ბილეთი ეკუთვნით თანხმლებ პირებს.

სტადიონები

რა თქმა უნდა, საფრანგეთში განვითარებული ინფრასტრუქტურაა, არენების უმეტესობაზე უკვე ჩატარებულა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები, მაგრამ ევრო 2016-თვის საჭირო გახდა ოთხი ახალი სტადიონის აშენება, კიდევ ხუთს კი კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ცვლილება არ შეეხო მხოლოდ 80-ათასიან "სტად დე ფრანსს", რომელიც ისედაც აკმაყოფილებდა უეფას ყველა მოთხოვნას.

"სტად დე ფრანსი" მიიღებს არა მხოლოდ გახსნის მატჩს, არამედ ფინალს. სხვა მატჩები გაიმართება პარიზის "პარკ დე პრენსზე", ლილში, მარსელში, ლიონში, ტულუზაში, ლანსში, ბორდოში, სენტ ეტიენსა და ნიცაში.

სიმბოლიკა

ჩემპიონატის ლოგო შეიმუშავა პორტუგალიურმა სააგენტო Brandia Central-მა, რომელმაც იზრუნა ევრო 2012-ის ვიზუალურ გაფორმებაზე, ხოლო თილისმა - მორბენალი ბიჭი საფრანგეთის ნაკრების ფორმაში და წითელ მოსასხამში - გულშემატკივრების მიერ არის არჩეული. ამ ვარიანტმა ხმების 48 პროცენტი მიიღო.

ფინალური ტურნირის ოფიციალურ სიმღერას დაწერს ცნობილი ფრანგი დიჯეი დავიდ გეტა, ხოლო ჩემპიონატის ლოზუნგია ფრანგული სიტყვა "რანდევუ" (rendez-vous).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა