9 თებერვალს საქართველო-სომხეთის ამხანაგური მატჩისთვის ქეცბაია და მინასიანი შემადგენლობებს მალე გააცხადებენ
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სამშობლოში დაბრუნდა და 9 თებერვალს სომხეთთან ამხანაგური მატჩისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს აქ გააგრძელებს. როგორც გავიგეთ, ქეცბაია ნაკრებში გამოძახებულთა შემადგენლობას სამ-ოთხ დღეში დაასახელებს. გავიგეთ ისიც, რომ სანაკრებო შემადგენლობაში დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

ნაკრებს ამჯერადაც დააკლდება გელზენკირხენის "შალკეს" ნახევარმცველი ლევან ყენია, რომელსაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში ჯერ არ დაუწყია. ჩვენი ინფორმაციით, სომხეთთან კვიპროსზე გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის ნაკრებში 21 ფეხბურთელი იქნება გამოძახებული.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ გვითხრა, მოთამაშეები, რომლებსაც ეროვნულში გამოიძახებენ და თბილისში იქნებიან, 6 თებერვალს გაემგზავრებიან კვიპროსზე. "ჯვაროსნები" ქალაქ ლიმასოლში დაბინავდებიან და მოსამზადებელ შეკრებას 6 თებერვალს დაიწყებენ. 9-ში კი საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

ახლა ჩვენს მეტოქე სომხეთზეც ვთქვათ. მეზობლების ეროვნული გუნდის თავკაცი ვარდან მინასიანი ჩვენს ნაკრებთან მატჩისთვის უძლიერესი შემადგენლობით გეგმავს გაჯიბრებას და ამას პრესასთან საუბარშიც არ მალავს.

"საქართველოს ნაკრებთან 9 თებერვლის მატჩისთვის უძლიერეს შემადგენლობას შევკრებთ. ახლა სწორედ ამ შემადგენლობის შერჩევაზე ვმუშაობთ და ამ დღეებში სანაკრებო სია ყველასთვის ცნობილი იქნება. მართალია, ქართველებთან ამხანაგური თამაში გვაქვს, მაგრამ ეს მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და სანაკრებო შეკრებიდან ვერცერთ ფეხბურთელს გავათავისუფლებთ. ეს ეხება მეკარე რომან ბერეზოვსკისაც, რომელმაც წინა ამხანაგური მატჩებისას ნაკრებიდან გათავისუფლება გვთხოვა", - სომხურ ვებგვერდ tert.am-თან საუბარში აღნიშნა ვარდან მინასიანმა, რომელიც

ეროვნულ ნაკრებთან ერთად სომხეთის ჩემპიონ ერევნის "პიუნიკის" მთავარი მწვრთნელიცაა.

აღსანიშნვია ისიც, რომ სომხები 9 თებერვლის მატჩისთვის სიურპრიზს გვიმზადებენ - მეზობლები ამსტერდამის "აიაქსის" 20 წლის შემტევ ნახევარმცველ არაზ ოზბილისთან სომხეთის ნაკრებში თამაშზე მოლაპარაკებას აწარმოებენ. ოზბილისი თურქეთშია დაბადებული და მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში სამი, თასზე კი ერთი მატჩი უგოლოდ ჩაატარა. როგორც ირკვევა, ოზბილისმა შარშან თავად გამოთქვა სომხეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი. ამის გამო, ზაფხულში ერევანშიც იყო ჩასული, მაგრამ რამდენიმე საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდა და მისი დებიუტიც ამის გამო გადაიდო.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ "აიაქსის" ფეხბურთელთან მოლაპარაკება განაახლა და საიტ ''ტერტ.ამ''-ის ინფორმაციით საკმაო შანსია იმისათვის, რომ არაზ ოზბილისის დებიუტი სომხეთის ეროვნულ გუნდში სწორედ ჩვენს ნაკრებთან მატჩში შედგეს.

viola
პეხბურტის პანი ვარ. ვუყურებ ყველა ტამასჰს.ამირან სანაია კარგი მცველია. გამოიზახეტ სანაია და ნახავტ არ გამაზავტ!!!
irakli
ეს თამაში არ წააგოთ და დანარჩენი თუ გინდათ სუყველა
Abedi Pele
7-0 რო ამოვტენეთ ისეთი თAმაში მენატრება. მიდით ბიჭებო,სამაგალითოდ გადავუაროთ ჩვენ ,,ძმებს" . :))
vendeta
ბიჭებო თქვენი ჭირიმე გააჩუმეთ ეგ რუსეთის ვირთხები სამაგალითოდ დავამარცხოთ სამუდამოდ რომ გააჩუმონ ენა ასახელეთ სამშობლო მთელი საქართველო იმედით გიცქერთ და იმედი არ გაგვიცრუოთ. გფარავდეთ ღმერთი
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"