არის შანსი, ჩვენმა 21-წლამდელებმა იტალიისა და თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებებთან ამხანაგური მატჩები გამართონ
3 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ ბინაში 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება და მეტოქეებსაც გავიგებთ. წილისყრას ჩვენიდან ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ოთარ გაბელია და მენეჯერი ლევან რამიშვილი დაესწრებიან. მეტოქეების გარკვევამდე კი მხოლოდ ის ვიცით, რომ შესარჩევი ციკლი აგვისტოში ან

სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყება.

ახალი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის გაბელიას ახალი შემადგენლობის შეკრებასა და გუნდის ჩამოყალიბებაზე მოუწევს მუშაობა. ამისათვის კი ამხანაგური მატჩებია საჭირო. ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ განყოფილება ამაზე უკვე მუშაობს და სავარაუდო კანდიდატებიც შერჩეულია.

როგორც გავიგეთ, არის შანსი ჩვენმა 21-წლამდელებმა იტალიისა და თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებებთან ამხანაგური მატჩები გამართონ. იტალიური და თურქული მხარე ჩვენს გუნდთან გაჯიბრებისთვის მზად არის თუ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ გუნდში არ მოვხვდებით.

ამხანაგური მატჩი სჭირდება ჩვენს 17-წლამდელთა ნაკრებსაც, რომელიც მარტში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ითამაშებს. ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია ამბავია - კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი 21 და 25 თებერვალს ესპანეთის 17-წლამდელებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

რაც შეეხება ელიტრაუნდს, ჩვენი ჭაბუკები ფინალისწინა რაუნდში მარტის ბოლოს ჩაერთვებიან: 25-ში საფრანგეთს ვეთამაშებით, 27-ში ბელარუსს, 30-ში კი ნორვეგიას.

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე