დღეს ჩვენ გავერთიანდით ყველა იმ სპორტული ჟურნალისტის მხარდასაჭერად, რომელთა შრომითი უფლებებიც არაერთხელ და უხეშად დაირღვა
ჩვენ, ქართველი სპორტული ჟურნალისტები, გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი კოლეგის, ორი დღის წინ სამსახურიდან გათავისუფლებული სპორტული კომენტატორის - სანდრო ცნობილაძის მიმართ.

ამასთან, დღეს ჩვენ გავერთიანდით ყველა იმ სპორტული ჟურნალისტის მხარდასაჭერად, რომელთა შრომითი უფლებებიც არაერთხელ და უხეშად დაირღვა.

სამწუხაროა, რომ პროფესიონალიზმი, საქმის ერთგულება და სიყვარული დაუფასებელი რჩება და სპორტული ჟურნალისტების უფლებები ძალზე ხშირად ირღვევა.

დღეს ჩვენი პოზიცია ერთსულოვანი, მკვეთრი და სამართლიანია. ჩვენ ვთხოვთ "საზოგადოებრივ მაუწყებელს", გადაიხედოს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება, რათა სანდრო ცნობილაძეს მიეცეს საშუალება, აკეთოს თავისი საქმე ისევე ერთგულად, როგორც ამას მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა. შეცდომისგან არასდროს არავინაა დაზღვეული და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობთ, მათ რადიკალურად მკაცრი გადაწყვეტილება მიიღეს.

ჩვენ ბევრი შეკითხვა გვაქვს ამ და სხვა იმ ფაქტებთან დაკავშირებით, როცა ჩვენი კოლეგები სამსახურის გარეშე დარჩნენ და ვიმედოვნებთ, მათზე რეალურ პასუხებს მივიღებთ.

დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენი შრომითი უფლებების დაცვა არის პრიორიტეტული და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი და ჩვენი კოლეგების კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევის ნება არავის მივცეთ. ქართველი სპორტული ჟურნალისტები ვიქნებით სამაგალითოდ სოლიდარულები.

ასევე იხილეთ:

სანდრო ცნობილაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" დაითხოვეს

status quo
თქვენც ცნობილაძესავით .. ხართ და ამიტომ უჭერთ მხარს, აგეწვათ კუდები...ქართული თქვენ არ იცით და მეტყველება არ გივარგათ და რა გინდათ საერთოდ...
maxvili
ცნობილადზე არ იკოო კეცბაიას რო ებლატავებოდა... არ არის ეს კაცი სოლიდარობის გირსი.
jora
ანუ სულ ერთი და იგივე ხალხი უნდა იყოთ? რა სიტყვის უფლება წაართვეს? რა ჟურნალისტობა აუკრძალეს?
Zurab
"ჩვენი ფეხბურთელის მიერ მოხდა მოწინააღმდეგის ფეხბურთელის წაქცევა", ესაა თქვენი ცნობილაძე.
ტატო
ნამუსი არა გაქთ ვის იცავთ ნახევარი ქვეყანა მ~~უშევარია დამნაშავე უნდა დაისაჯოს
Odala
ამათ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეთ კომენტატორობას არ გაეკარებოდნენ
jaba
სანდროსნაირი განათლებული სპორტული კომენტატორი მე არ მეგულება საქართველოში.მას მისი განუმეორებელი სტილი აქვს.შეცდომა ყველას მოსდის.ეგრე დიმა სპორტს არ უნდა გააკარო თუმცა შეცდომების მიუხედავათ აგრძელებს კაცი მუშაობას!
ბმბ
მრცხვენია, მაგრამ რა ვქნა. რეპორტაჟებს რუსული არხებით ვუყურებ, ან ხმა მაქვს ჩაწეული ამათ ყროყინს და ფილოსოფიურ განმარტებებს რომ არ ვუსმინო, ესენი ხომ ყველაფერზე საუბრობენ მიმდინარე მატჩის გარდა. გაუშვით ესეც და ყველა დანარჩენი
martalixar
martali xar dzma. agens ro vusmen medzienba da mirchevnia chauwio xmas an rusulze gadavrto. kargi qnes ro gaushves
sandro
ფაქტი ცუდია საკმაოდ არავინ არ მინდა რომ სამსახური დატოვოს, თუმცა სანდროს წაყვანილი მატჩები ვისაც უნახავს არამგონია 95% მოცონდეს ვფიქრობ რომ კომენტატორ უბრალოდ დიქცია და გადმოცემის უნარი მაინც უნდა ქოდეს კარგი ობოლაძეც ბევრს ურევს ტუმცა არ იძახის რაღაც გაურკვეველ ბგერებს, და მთავარი ,,შეიძლება" შეგეშალოს ზესტაფონი და დინამოს ფერხბურთელები მაგრამ არა ნაკრების ... ჩემი აზრია ეს უბრალოდ

ეეე წაიღეთ რა ტვინი უკვე,მარტო ცნობილაძე კიარა სხვებიც უნდა მიაყოლონ მაგას საერთოდ არცერთ არხზე არ ვარგა არავინ,,,ნაკრების თამაშზე რო ტელევიზორს ხმას დაუწევ და ისე უყურებ რაღაა აქ სათქმელი???მოყვებიან რაღაცა უაზრო ისტორიებს და ჯლოყინებენ პირდაპირ ეთერში...ტყუილიაააა??????
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
"პსჟ ზაბარნის ადვილად გაუშვებს" - უკრაინელი ჟურნალისტი
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
"სპორტინგი" ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლას აფერხებს - რა ხდება ტრანსფერთან დაკავშირებით?
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ლეო, უბრალოდ წადი სახლში..." - დი მარიას ემოციური წერილი მესის
პსჟ-მა სუძუკის ტრანსფერი შეათანხმა - იაპონელის ამ სეზონის მომავალი შევალიეს გადაწყვეტილებაზე გადის
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
სანდრო ცნობილაძე: ქოჩორაშვილის მოვლენა ევროპული მიდგომის შედეგია, რომელიც ჩვენსას სჯობს... [VIDEO]
გაოცებულ-გაოგნებულ მდგომარეობაში ვარ - ინტერვიუ სანდრო ცნობილაძესთან
"ჩემი აზრით, ახლა სანიოლის ნაცვლად სხვა მწვრთნელი ამიტომ უნდა მოიყვანონ" - სანდრო ცნობილაძემ საქართველოს ნაკრების დამრიგებელზე ისაუბრა
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
"საუკეთესო კომენტატორია! ჩემზე უკეთესიც" - დიმა ობოლაძის მხარდაჭერა სანდრო ცნობილაძისადმი
"კობიაშვილის ეს წერილი წყლის ნაყვაა" - სანდრო ცნობილაძე სფფ-ის პრეზიდენტის პოსტს ეხმაურება