გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას გასასინჯად მყოფ უცხოელთაგან აქამდე არავინ მოსწონებია

თბილისის "დინამოში" ახალ-ახალ ფეხბურთელებს აკვირდებიან, თუმცა ჯერ მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას არავინ მოსწონებია. ასე მაგალითად, გუშინ კლუბის პრესატაშე გიგა გვენცაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სინჯებზე მყოფი ინგლისელი დანიელ ოდონელი, ახალზელანდიელი კრის ბრაიტი, ალჟირელი სემი დერასი და ბულგარელი ანდრეა ტოდოროვი გაუშვეს - კლუბის მოთხოვნები ვერც ერთმა დააკმაყოფილაო.

სამაგიეროდ, გუშინ დიღმის ბაზაზე მორიგი ახალწვეულები გამოჩდნენ და მათ უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშიც მოასწრეს. ესენი არიან 27 წლის ლიტველი ცენტრალური მცველი მინდაუგას ბაგუჟისი და სერბი ცენტრალური ნახევარმცველი ვლადიმირ ვუკაილოვიჩი.

ვლადიმირ ვუკაილოვიჩი, დაიბადა 1983 წლის 25 აგვისტოს

სიმაღლე: 182 სმ.

პოზიცია: მარცხენა ნახევარმცველი.

კლუბები:

2001-2002 - "ბორაცი" (სერბეთი)

2002-2004 -"პარტიზანი" (სერბეთი)

2004-2005 - ბელგრადის "რადი" (სერბეთი)

2005-2007 - ბეჟანია" (სერბეთი)

2007-2009 - "ვოევოდინა" (სერბეთი)

2009 - "სენიცა" (სლოვაკეთი)

2010 - ბრიანსკის "დინამო" (რუსეთი)

2010 - "სლობოდა სევოინო" (სერბეთი)

სერბს სერბეთის ჩემპიონატის მეხუთე ადგილზე მყოფ "სლობოდა სევოინოში" ხშირად ცენტრალურ ნახევარმცველად ათამაშებდნენ, "ტრანსფერმარკტი" კი 220 ათას ევროდ აფასებს.

ვუკაილოვიჩზე ინფორმაცია "ვიკიპედიაში" მოვიპოვეთ, მინდაუგას ბაჟუგისზე კი ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ის ტანმაღალია (193 სმ.) და ექვსი წელი საფეხბურთო კლუბ "კაუნასში" გამოდიოდა.

ბაგუჟისის გვერდით თბილისის "დინამოს" ცენტრალურ მცველ გია კვარაცხელიას და ცხინვალის "სპარტაკის" წევრ ნუკრი მანჩხავას უთამაშიათ. ამ უკანასკნელს მისი დახასიათება ვთხოვეთ.

"ბაგუჟისი საქართველოში ჩამოვიდა? ჯერ იმას გეტყვით, რომ "კაუნასში" ბევრთან ვმეგობრობდი, მათ შორის მინდაუგასთან. რაც შეეხება მის ფეხბურთელობას, არ მახსენდება, ლიტვის ნაკრებში ეთამაშოს, მაგრამ საკმაოდ კარგი ფეხბურთელია, ათლეტურია და თავით კარგად თამაშობს. "კაუნასში" "რეინჯერსის" წინააღმდეგ ლიტვური კლუბისთვის ისტორიული მატჩი ერთად მოვიგეთ და შოტლანდიელები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვაგდეთ. შეიძლება, ბაგუჟისი ტექნიკური არაა, მაგრამ მებრძოლია და ტიპური ცენტრალური მცველია, რომელიც ორთაბრძოლას იშვიათად აგებს", - გვითხრა მანჩხავამ.

ზემოთდასახელებულთა გარდა, კლუბში კიდევ აკვირდებიან ცენტრალურ მცველებს, მაკედონიელ პანჩე კუმბევს და სერბ მარკო ევტიჩს, აგრეთვე სერბ მარცხენა მცველ მარკო მაროვიჩს.

სიის გადახედვიდან აშკარაა, რომ "დინამოს" ახალი ხელმძღვანელობა განსაკუთრებით ცენტრალურ და მარცხენა მცველებს ეძებს. დღეს 14 საათზე თბილისის "დინამო" "ავაზას" სტადიონზე ბოლნისის "სიონთან" საკონტროლო შეხვედრას გამართავს და ალბათ, კაჭარავა ამ მატჩის შემდეგ გადაწყვეტს, ვინ დატოვოს. თუმცა უცხოელებს იმ ტემპით უშვებენ, ძნელი წარმოსადგენია, ვინმეს დატოვება შესაძლებელი თუ არის.

კლუბთან ერთად ვარჯიშობს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძეც, მაგრამ როგორც ამტკიცებენ, ნიკა "დინამოში" დარჩენას მართლა არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე