სერიაში "ჩიკაგო" დაწინაურდა
"ტამპა ბეისა" და "ჩიკაგოს" ფინალური სერია იმდენად დაძაბული აღმოჩნდა, რომ უკვე დაამხო NHL-ის ერთი რეკორდი.

ლიგის ასწლიან ისტორიაში მხოლოდ ერთხელ იყო ისეთი შემთხვევა, როცა ფინალის პირველ ხუთ მატჩში ერთშაიბიანი სხვაობა დაფიქსირდა - 1951 წელს "ტორონტოსა" და "მონრეალის" დაპირისპირებაში. მაშინ ის სერია სწორედ მეხუთე მატჩში დასრულდა - "ტორონტომ" 4:1 მოიგო. ამასთან, მატჩების დროს ერთი ან მეორე გუნდი ახერხებდა ორი შაიბით დაწინაურებას, წლევანდელ ფინალში კი ასეთი სცენარიც კი არ ყოფილა.

მეხუთე მატჩის დასაწყისი მასპინძლებმა ჩააგდეს: პირველ პერიოდში დარტყმების შეფარდება იყო - 5:14 "ჩიკაგოს" სასარგებლოდ. სტუმრებმა გამოიყენეს ეს უპირატესობა და ამაში მათ "ტამპას" მეკარე ბენ ბიშოპი დაეხმარა, რომელმაც კარი დატოვა და მეტოქის შეტევის ჩაშლა სცადა, მაგრამ საკუთარ მცველს ვიქტორ ჰედმანს შეეჯახა და პატრიკ შარპმა მშვიდად შეაცურა შაიბა ცარიელ კარში.

"ტამპამ ბეიმ" სიტუაციის გამოსწორება მატჩის ეკვატორზე შეძლო. "ჩიკაგო" ოდნავ მოდუნდა და მასპინძლებმა ამით ისარგებლეს - ვალტერი ფილპულამ ჯეისონ გარისონის პასის შემდეგ მახვილი კუთხიდან დაარტყა და კორი კროუფორდი უძლური აღმოჩნდა.

და მაინც, ბოლო სიტყვა ჯოელ კენევილის შეგირდებს დარჩათ. ბოლო პერიოდის სტარტზე კრის ვესტიგი მარჯვენა ფლანგიდან გავიდა მეკარესთან. მართალია, თავად ვერ გაიტანა, მაგრამ დამატებაზე ანტუან ვერმეტმა აჯობა დაბნეულ მეკარეს.

მატჩის ბოლომდე "ჩიკაგომ" ღრმა დაცვაში გადაინაცვლა და "ტამპას" ფორვარდების აქტიურობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა. ახლა, "ბლეკჰოქსს" მხოლოდ ერთი ნაბიჯი სჭირდება სტენლის თასის მოსაპოვებლად.

ტამპა ბეი-ჩიკაგო 1:2

0:1, 1:0, 0:1

გოლები: 0:1 შარპი-5 (ტერავაინენი-6, ტეივზი-11), 1:1 ფილპულა-4 (გარისონი-5, სტრალმანი-8), 1:2 ვერმეტი-4 (ვერსტიგი-1).

სერია: 2-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"