ცნობილ სპეციალისტს საქართველოს ნაკრების მიერ განცდილი ვარშავული მარცხის შეფასება ვთხოვეთ
საქართველოს ნაკრების მიერ განცდილი ვარშავული მარცხის შეფასება ვთხოვეთ ცნობილ სპეციალისტ ელგუჯა გუგუშვილს:

პოლონეთი-საქართველო 4:0 - არაპროფესიონალზმი [VIDEO+PHOTO]

"რა თქმა უნდა, მარცხი განაპირობა რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ. შევეცდები, თანმიმდევრულად ვისაუბრო იმ გარემოებებზე, რამაც გამოიწვია ეს შედეგი.

პირველი და უმთავრესი, ჩემი აზრით, არის საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველების სუსტი თამაში. გამოჩნდა, რომ 3 მცველით მატჩის ჩატარება ძალიან სარისკოა.

მეორე ფაქტორი იყო ის, რომ ბოლო 15 წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს დაღლა დაეტყო. მე არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა. შესაძლოა, უკრაინასთან თამაშის შემდეგ გუნდმა ბოლომდე ვერ აღიდგინა დახარჯული ენერგია.

მესამე მიზეზად დავასახელებდი იმას, რომ საქართველოს ნაკრების თავდასხმას ბურთი არ უჩერდებოდა. კი, შედარებით მობილური და კონტაქტური იყო ნახევარდაცვა, მაგრამ ამან არ იკმარა დაცვისა და თავდასხმის ასეთი გარჯის ფონზე.

მეოთხე ფაქტორი - ჩემი სუბიექტური აზრით, ესაა: უკრაინასთან მარცხმა მაინც ნეგატიური გავლენა იქონია საქართველოს ნაკრების თამაშზე. იქნებ, სჯობდეს, როცა პოლონეთის დარ მეტოქესთან უნდა დავიჭიროთ საქმე, მანამდე ცოტა სუსტ გუნდთან ჩავატაროთ სპარინგი...

მეხუთე ფაქტორი არის "ბოლო პასის" პრობლემა, რაც ფეხბურთის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. ორ თამაშში ერთადერთი ნორმალური "ბოლო პასი" გაკეთდა და ისიც გოლით დაგვირგვინდა.

მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ახლა მძაფრი კრიტიკის დრო არ არის. ერთ თვეში გუნდი არავის გაუკეთებია, ამას დრო სჭირდება", - გვითხრა გუგუშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Zaza
ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ბოლო პასია და კიდევ ის,რომ თავდამსხმელები ბურთს ვერ ამუშავებენ ერთი შეხებით.ბურთს ვერ აჩერებენ და ვერ იწებებენ ფეხზე ერთი შეხებით.როცა სრაფი შეტევაა,ეს აუცილებელია.
გუჯა კახაძე
გია ჭიაბრიშვილი: იყო ლაპარაკი, რომ ბიჭები ფიზიკურად კარგად მომზადებულები არ იყვნენ. რეალურად, ჩვენი პრობლემა ჩემპიონატის დაბალი დონიდან მომდინარეობს, რის გამოც მოთამაშეები ყველა შეხვედრაში კარგად ვერ იტვირთებიან. ამის შედეგს სანაკრებო და საერთაშორისო შეხვედრებში აწყდებიან. თორემ "ფიზიკა" ყველაზე ადვილად მოსაგვარებელი საკითხია. http://www.sportall.ge/…/79656-gia-tciabrishvili-qsaburthal… კაცი ამბობს ფიზმომზადება ადვილიაო და იქნებ ეროვნულის სამწვრთნელო შტაბი დაინტერესდეს!!!!
Levan
ამათ შანსი აღარ აქვთ, მაშინ თავიდან უნდა ასწავლო თამაში რაც გამორიცხულია. აბა 90-ანებში ვინ ასწავლიდა ფეხბურთს გულისყურით, ყველამ ფულის გულისთვის დაირქვა მწვრთნელი და აგერ შედეგი სახეზეა.არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ვის მოიყვან მწვრთნელად თუ ფეხბურთელი ბურთს ვერ თამაშობს
dato
მოაცილეთ შავი ჩირი ფეხბურთს არველაზეების სახით
დათო
არ შერიძლება სანამ აზრზე არ მოვლენ უარი თქვან ასეთ თამაშებზე? გასკდა გული აღარ შემიძლია ამის ყურება როგორ გვიგდებენ მასხრად მსოფლიოს ნებისმიერი დონის გუნდები. ამთ ნამუსი საერთოდ არა აქვთ?
nene
Eხლა გადაიკვანოს კეცბაიას ტაკტიკაზე და ჰავჯდეტ isევ დაცვაჰი .ჰეტევა რო დაგვავიცკა კეცბაიამ imიტომ არ კეტდება ბოლო პასი. Mე ასეტი ფამაჰი ამეტაპზე გამარტლებულად მიმაჰნია.კარტული ფეხბურტი ჰეტევიტ ფეხბურტს უნდა ტამაჰობდეს
შაკო
სწორი ანალიზია გუგუშვილის მხრიდან. 3 მცველით თამაში ჯერჯერობით ვერ ამართლებს ჯერჯერობით ეგ ერთი და მეორე ფიზიკური მომზადება სამწუხაროდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მაგის ბრალი იყო ბოლო 3 წუტში სამი გოლი
ემზარი
რა თქმა უნდა დაცვაში ძალები არასაკმარისი იყო და დიდი ანგარიშით დამარცხება ამან გამოიწვია თან პოლონეთს ძლიერი თავდასხმა ყავს და დიდი ძალებით გადმოდიოდა შეტევაზე გავითვალისწინოთ შეცდომები და ვეცადოთ არ დავუშვათ მომავალში არა უშავს იმედი არ დავკარგოთ საქართველომ ფარერებს ფარერებშ მოუგო 6 0 სულ ახლახან კი ფარერებმა ნერძნები დაამარცხეს ასე რომ ხდება ასეთი ბრაზილიამ კი ბრაზილიაში 7 1 წააგო ასე რომ თუ შევძლებთ შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას მონდომებული ტექნიკური თამაშის შედეგად წარმატებასაც მივაღწევთ
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ელგუჯა გუგუშვილი: ფუნდამენტი ძლიერია, ახლა მყარი კარკასი გვჭირდება!..
ფეხბურთი კალათბურთს დაემსგავსა... ელგუჯა გუგუშვილი თანამედროვე ფეხბურთზე
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
ელგუჯა გუგუშვილი: ეროვნული ნაკრების მწვრთნელი სასწრაფოდ!
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
ელგუჯა გუგუშვილი: ვაისი უნდა დარჩეს!
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
ის, რაც დავკარგეთ... კანონმდებლობა თუ არ შეიცვალა, რაც გადარჩა, ისიც აღარ შეგვრჩება
სპეციალისტის აზრით: ეს კახა ცხადაძის მხრიდან სწორი გათვლა იყო
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
დაუჯერებელია - 39 წლის რონალდოს მაკრატელა პოლონეთის ნაკრებთან [VIDEO]
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელს არ გადააყენებენ
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს