ვასრულებთ ინგლისის პრემიერლიგის სეზონის შეჯამებას, თქვენ წინაშეა შეჯამების მეორე ნაწილი...
ვასრულებთ ინგლისის პრემიერლიგის სეზონის შეჯამებას, თქვენ წინაშეა შეჯამების მეორე ნაწილი...

იხილეთ I ნაწილი:პრემიერლიგა. 2014/15 წლების სეზონის შეჯამება: განსაკუთრებულის წელიწადი

სეზონის ფეხბურთელი

"ჩელსიზე", რაც ვთქვით, თითქმის იგივე უნდა გავიმეოროთ მის ლიდერ ედენ აზარზე: შესაძლოა, ბელგიელმა ყველა შეხვედრა დიდებულად ვერ ჩაატარა, მაგრამ ყველაზე დაბალანსებული იყო და ძალიან პროდუქტიული გახლდათ.

სწორედ სტაბილურობა და, რაც მთავარია, გამარჯვებულის მენტალიტეტი დააკლდათ სეზონის სხვა გამორჩეულ მოთამაშეებს - ჰარი კეინს, ალექსის სანჩესს, ფილიპე კოუტინიოს, სერხიო აგუეროს...

ბომბარდირები

სერხიო აგუერო პრემიერლიგის საუკეთესო სნაიპერი სავსებით დამსახურებულად გახდა და თანაც, მდევრებს დიდი უპირატესობით გაასწრო. თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მას კიდევ ბევრად მეტი შეუძლია. ჰარი კეინი გარი ლინეკერის შემდეგ "ტოტენჰემის" პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სეზონში 30-გოლიან ნიშნულს მიაღწია.

დიეგო კოშტას საუცხოო პირველი წრე ჰქონდა და დაწყებული სქემის ბოლომდე მიყვანას მომავალ სეზონში შეეცდება. მშვენიერი იყო ჩარლი ოსტინი, რომელმაც საიდო ბერაჰინოსთან და დენი ინგსთან ერთად, პირველი წრე კოშტას მსგავსად, უკეთ ჩაატარა. ალექსის სანჩესი "არსენალის" ბომბარდირი გახდა, მან ოლივიე ჟირუს აჯობა. ედენ აზარი სხვა ყველაფერთან ერთად, "ჩელსის" 14 გოლით შეეწია.

13 ბურთი მოუგროვდა კრისტიან ბენტეკეს, რომელსაც ტრავმებმა და დისკვალიფიკაციამ შეუშალა ხელი, იგი სათანადოდ ჩემპიონატის ბოლო მონაკვეთში ათამაშდა. დავიდ სილვას 12 გოლი აქამდე არასოდეს გაეტანა ერთ სეზონში. ამდენივე მოაგროვა გრაციანო პელემ თავის სადებიუტო პრემიერლიგაში.

12 მიითვალა უეინ რუნიმაც, რომელიც სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში უკანდახეული იყო. პაპის დემბა სისემ 11 გოლით დიდი დახმარება გაუწია "ნიუკასლს", არადა, 7 მატჩი მან მხოლოდ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, რასაც ტრავმაც დაემატა და თან იგი ხშირად შეცვლაზე შედიოდა.

11 ბურთი არც შადლისთვისაა ცუდი. უილფრიდ ბონისგან მეტს ველოდით, მაგრამ მას "სიტიში" ადაპტაცია დასჭირდა. ინგსი, მამე ბირამ დიუფი და ლეონარდო ულოაც 11 გოლით გამოირჩნენ. იაიატურემ წინა სეზონის ნახევარ შედეგს მიაღწია და 10 გოლს დასჯერდა. 10-იანთა კლუბში ვხვდებით კრისტიან ერიკსენს, რომელუ ლუკაკუს, სადიო მანეს, დიაფრა სახოსა და რობინ ვან პერსისაც.

მეპასე

ფრანსესკ ფაბრეგასმა ტიერი ანრის რეკორდი ვერ გააუმჯობესა, მაგრამ არც 18 საგოლე გადაცემაა ცუდი შედეგი. ამ მხრივ, ესპანელს მეორე წრეში უფრო უნდა ეაქტიურა. მისი თანამემამულე სანტი კასორლა მეორეზე გავიდა 11 საგოლე პასით.

ბევრს შეიძლება ვერც შეემჩნია, მაგრამ "ვესტ ბრომვიჩის" კრის ბრანტმა 10 პასი მოაგროვა. ამდენივე აქვთ ჩვენ მიერ ნაქებ სიგურდსონსა და ნაკრიტიკებ დი მარიას. "ევერტონის" მცველს ლეიტონ ბეინსს 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, ისევე როგორც აზარსა და "ლივერპულის" ჯორდან ჰენდერსონს.

"რვიანების" სია ასეთია - აგუერო, სტიუარტ დაუნინგი, ხესუს ნავასი, ოსკარი, მეტ ფილიპსი, ჯეიმს ვარდი და ალექსის სანჩესი. ესეც "შვიდიანები": დავიდ სილვა, ლამელა, ჯეიმს მილნერი, ჯეფერსონ მონტერო, ჯეისონ პანჩონი, რაჰიმ სტერლინგი და დუშან ტადიჩი.

მეკარეები

ჯო ჰარტმა კარი ყველაზე მეტჯერ კი შეინახა, კერძოდ კი 14-ჯერ, მაგრამ პრემიერლიგაში თითქმის ყველა გუნდს კარგი მეკარე ან მეკარეები ჰყავს. "სუონსის" ლუკაშ ფაბიანსკიმ, "საუთჰემპტონის" ფრეიზერ ფორსტერსა და "ლივერპულის" სიმონ მინოლეს 13-13 მშრალი მატჩი ჰქონდათ.

12-ჯერ არ გაუშვა ტიბო კურტუამ, რომელიც მოურინიომ ჩეხს ამჯობინა, კურტუას კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ბოლოსკენ რამდენიმე შეცდომა დაუშვა. ბენ ფოსტერი, ასმირ ბეგოვიჩი, ტიმ ჰოვარდი, უგო ლორისი... კიდევ ბევრის ხსენება შეიძლება.

მწვრთნელები

სტატისტიკა მეტყველია და მოურინიოს ტახტიდან ვერავინ ჩააჩოჩებს. უნდა დავაფასოთ რონალდ კუმანის მუშაობა, ასევე მონკის. რასაკვირველია, ცალკე დასაფასებელია ნაიჯელ პირსონის გმირობა, პრესამ იგი თვითნებურად რამდენჯრმე მოხსნა, ხოლო მისი "ლესტერი" დიდი ხნის ჩამოწერილი იყო, მაგრამ... წინა სეზონის საუკეთესოდ დასახელებულმა ტონი პულისმაც თქვა თავისი სიტყვა "ვესტ ბრომვიჩთან" ერთად.

იმედგაცრუება, გადარჩენილები და გავარდნილები

ბევრად მეტს ველოდით "ევერტონისგან", მაგრამ რობერტო მარტინესს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს და სასურველი ახალი ფეხბურთელები არ მიუყვანეს. მეტს ველოდით "ვესტ ჰემისგანაც" ომახიანი დასაწყისის გამო. იმედგაცრუება ყველაზე მეტად "ნიუკასლსა" და მის მწვრთნელს ჯონ კარვერს შეეფერებათ.

"სანდერლენდი" კი კიდევ ერთხელ გამოძვრა ურთულესი მდგომარეობიდან, ამჯერად დიკ ადვოკაატის დახმარებით. გადარჩა "ასტონ ვილაც", რომელიც ღრმა კრიზისში იყო, მაგრამ ბირმინგემელები ტიმ შერვუდმა იხსნა და გუნდი თასის ფინალშიც გაიყვანა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის.

შონ დაიჩის მებრძოლ "ბარნლის" თავს ზემოთ ძალა წესით ჰქონდა, რასაც ძლიერ გუნდებთან ამტკიცებდა, მაგრამ გუნდს გამოცდილება არ ეყო. იმედგაცრუებაც არის და გავარდნილი "ქუინზ პარკ რეინჯერსი", რომელმაც უმაღლეს ლიგაში ფეხი ვერაფრით მოიკიდა. არც სტივ ბრიუსის "ჰალის" გავარდნას ველოდით, მაგრამ პრემიერლიგაში სულ კარგი გუნდები არიან და გასავარდნად გასამეტებელ-გასაწირი ძნელი საპოვნელია.

ინგლისი ფეხბურთით მდიდარი ქვეყანაა და ჩემპიონშიპშიც ძნელია სუსტი, არაკონკურენტუნარიანი და ისეთი გუნდის პოვნა, წარსულში წარმატებებისთვის რომ არ მიეღწიოს. გუნდი, რომელსაც პრემიერლიგაში აქამდე არასოდეს ეთამაშა "ბორნმუთია", რომელმაც ჩემპიონშიპი შტამბეჭდავად მოიგო და უმაღლეს ლიგაში აღზევდა.

არადა, 5 წლის წინ "ბორნმუთი" მეორე ლიგაში იყო. მეორე ადგილზე გასულმა "უოტფორდმა" თავი მოგვანატრა და 8-წლიანი პაუზის მერე, პრემიერლიგას დაუბრუნდა. მესამე იღბლიანი კი "ნორვიჩია", რომელმაც ელიტაAში მიმავალი გზა პლეი ოფით გაიკვლია.

მანეს ჰეთ თრიკი

სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა სადიო მანეს ჰეთ თრიკი იყო. 1994 წლის 28 აგვისტოს "ლივერპულის" ლეგენდამ რობი ფაულერმა "არსენალს" სამი გოლი 4 წუთსა და 33 წამში გაუტანა. "ღმერთის" რეკორდი ძალაში 21 წელიწადი იყო და ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მას, თანაც საგრძნობლად გააუმჯობესებდა სენეგალელი სადიო მანე, რომელმაც 16 მაისს "ასტონ ვილას" კარი სამჯერ 2 წუთსა და 56 წამში აიღო.

მანეს ზოგადად, ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. 23 წლის ფეხბურთელი "წმინდანებმა" "ზალცბურგიდან" დაიმატეს და არავინ ელოდა, რომ იგი ასე უპრობლემოდ მოერგებოდა პრემიერლიგას.

ლამპარდი VS ჯერარდი

უმდიდრესი საფეხბურთო ჩემპიონატი პრემიერლიგა სინამდვილეში ძალიან გაღარიბდა, რადგან ის ორმა შეუფასებელმა ფეხბურთელმა დატოვა. ფრენკ ლამპარდი და სტივენ ჯერარდი კარიერას ამერიკაში აგრძელებენ, ასრულებენ.

"ვესტ ჰემის" აღზრდილი "ჩელსის" ლეგენდა ლამპარდი "სიტის" მაისურით დაგვემშვიდობა დ,ა რაც მთავარია, მორიგი გოლით. ბოლო ტურში "ლივერპულმა" სამარცხვინოდ წააგო, მაგრამ თავად სტივი ჯიმ შეაგდო და ისე წავიდა. მას სულ 120 ბურთი მოუგროვდა, ხოლო ფრენკის - 177. ჯერარდი პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზეა, რაც ნახევარმცველისთვის დიდებული შედეგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
მუდრიკი "ჩელსის" დაუბრუნდა - ხაბი ალონსოს უკრაინელის ეიმედება
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
დავიდ სილვამ კარიერა დაასრულა
აგუეროს ფეხბურთში დაბრუნება შესაძლებელია - "კუნმა" ექიმისგან თანხმობა მიიღო
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დაემშვიდობება - "ქალაქელები" სამ კანდიდატურას განიხილავენ
"მერე რა, რომ არ ვითამაშებ?" - მოურინიომ კამავინგა კლუბიდან წასვლაში ვერ დაარწმუნა
სესკი რჩება - ფაბრეგასისა და "კომოს" ისტორია გრძელდება
გვარდიოლა: ბევრი გოლი ტურნირისა და მოწინააღმდეგის პატივსაცემად გაგვაქვს
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
"თუ ეს მოხდა, სასქესო ორგანოს მოვიჭრი" - აგუეროს დადებული პირობა სოციალურ ქსელში მთავარი სახალისო თემაა
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
"ორი უტიტულო სეზონი და "განსაკუთრებული" მისია: შეძლებს თუ არა მოურინიო სამეფო კლუბის გადარჩენას?“
"აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე" - ედენ აზარი
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
"ზოგადად ბრაზილიელები ამპარტავნები არიან, მოედანზე ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევს" - აგუერომ განმარტა მიზეზები, რის გამოც ვინისიუსმა "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ოფიციალურად: ლამპარდმა ინგლისური კლუბი ჩაიბარა
'ეს არასწორი იქნება' - ლამპარდმა რონალდო და მესი შეადარა
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
ვისაც "ბარსელონა" ვერ იყიდის, "სიტი" იყიდის, რა პრობლემაა?
"ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია" - ჯერარდმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ფანებისთვის კარგი ამბავი მაქვს" - სერხიო აგუერომ ლიონელ მესიზე ისაუბრა
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
"წუწუნი უნდა შეწყვიტოს" - ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა
უკვე ანრიზე წინ - სალაჰი ბრწყინვალე სეზონს აგრძელებს
"რატომ დავასრულე კარიერა 32 წლის ასაკში?" - აზარმა განმარტა
"იმ მომენტიდან მივიღე გადაწყვეტილება, რომ მწვრთნელი ვიქნებოდი" - მოურინიოს ემოციური განცხადება
დავიდ სილვა "სოსიედადში" გადავიდა
"ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას?" - რა თქვა აზარმა
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი