ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლაშა მალაღურაძე 20, მერაბ კვირიკაშვილი 16

ლაშა მალაღურაძე 20, მერაბ კვირიკაშვილი 16

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონიდან პლეი ოფში გასასვლელად ქართველების გუნდებიც იბრძვიან
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა. აქ სატურნირო ცხრილში ორხელისუფლიანობაა, 58-58 ქულით პიერველ -მეორე ადგილებს გურამ კავთიძის "ტარბი" და "ალბი" იყოფენ. პლეი ოფში გასვლისთვის კი ერთბაშად ათი გუნდი იბრძვის. მათ შორისაა ქართველ მორაგბეთა კლუბები "ტარბი" და "გრენობლი".

"ლიონმა", რომელიც ბოლო ხანს ბრწყინვალედ ათამაშდა, მე-17 ტურში შინ უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა მეხუთეადგილოსანი "კარკასონი" - 15:12. ლიონელებს, როგორც უკვე ვთქვით, 58 ქულა აქვთ და პირველი ადგილისთვის იბრძვიან, რომელიც ელიტური, პირველი დივიზიონის საგზურს ავტომატურად იძლევა. კავთიძე განაცხადში არ იყო.

"ლიონს" რვა ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი", რომელმაც შინ დაამარცხა მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" - 37:10. მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს. მენაბდიშვილს და მირცხულავას არ უთამაშიათ.

"ტარბი" 41 ქულით მე-8 ადგილზეა, თუმცა პლეი ოფში გასვლის შანსს მაინც ინარჩუნებს.

II დივიზიონი, XVII ტური

ლიონი-კარკასონი 15:12, ალბი-დაქსი 21:24, ოიონაქსი-სენტ ეტიენი 30:10, ნარბონი-ექსი 50:22, ოში-პო 27:18, მონ დე მარსანი-კოლომიე 19:6, ორიაკი-ბორდო 25:16, გრენობლი-ტარბი 37:10

სატურნირო მდგომარეობა

1. ალბი - 58 ქულა, 2. ლიონი - 58, 3. გრენობლი - 50, 4. ბორდო - 46, 5. კარკასონი - 45, 6. მონ დე მარსანი - 45, 7. ოიონაქსი - 42, 8. ტარბი - 41, 9. ორიაკი - 41, 10. ოში - 39, 11. ნარბონი - 38, 12. პო - 34, 13. დაქსი - 30, 14. კოლომიე - 28, 15. ექსი - 26, 16. სენტ ეტიენი - 12.

ფედერალ 1 დივიზიონში მე-13 ტურის შემდეგ ოთხი ჯგუფიდან სამში ისევ ქართველ მორაგბეთა გუნდები ლიდერობენ. A ჯგუფში შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასიმ" შინ "ბობინის" მოუგო - 28:19 და ლიდერობა განიმტკიცა. სუთიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს, აშვეთიამ სრულად ითამაშა, კობაური და ესაკია განაცხადში არ იყვნენ.

"მასის" 49 ქულა აქვს და რვა ქულით უსწრებს მეორეადგილოსან ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონს". მონლუსონელებმა სტუმრად წააგეს "ბურგ ან ბრესთან" - 9:25.

საგრძნობლად დათმო პოზიცია ავთანდილ კოპალიანის "ორლეანმა", რომელიც სტუმრად დამარცხდა ირაკლი მაჩხანელის, ბესო უდესიანისა და შოთა მელიქიძის "მაკონთან" - 14:25.

ორლეანელებს 33 ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე არიან, "მაკონი" მათ რვა ქულით ჩამორჩება და მერვე საფეხურზეა.

დიმა ხოჭოლავას "სერჟ პონტუაზმა" შინ წააგო აუტსაიდერ "სურესნესთან" - 10:13. თემურ გელანტიას "სტარსბური" კი, რომელიც ასევე ერთ-ერთი აუტსაიდერია, სტუმრად, ერთ-ერთ კონკურენტ "ანესისთან" ფრეს დასჯერდა - 22:22.

A ჯგუფი, XIII ტური

მასი-ბობინი 28:19, სეჟ პონტუაზი-სურესნე 10:13, ნევერი-დიჟონი 27:22, ბურგ ან ბრესი-მონლუსონი 25:9, ანესი-სტრასბური 22:22, მაკონი-ორლეანი 25:14.

სატურნირო მდგომარეობა

1. მასი - 49 ქულა, 2. მონლუსონი - 41, 3. ბობინი - 40, 4. დიჟონი - 36, 5. ბურგ ან ბრესი - 33, 6. ორლეანი - 33, 7. ნევერი - 30, 8. მაკონი - 26, 9. ანესი - 15, 10. სტრასბური - 12, 11. სერჟ პონტუაზი - 9, 12. სურესნე - 6.

B ჯგუფში ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ" სტუმრად წააგო "რომანთან" - 30:32. ლანგედოკელები მარცხის მიუხედავად ლიდერობას მაინც ინარჩუნებენ. მალაღურაძემ სრულად ითამაშა და გუნდს 20 ქულა მოუტანა, მჭედლიშვილი 71-ე წუთზე შეცვალეს.

"ბეზიეს" ორი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა გიორგი ნემსაძის "მონტობანი", რომელმაც შინ გაანადგურა დიმიტრი ბასილაიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ობენა" - 57:10. ნემსაძე დაშავებულია და არ უთამაშია.

"მწვანეებს" ექვსი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა ირაკლი გიორგაძის "ლავორი", რომელმაც შინ მოუგო ნიკოლოზ გიორგაძის "გროლეს" - 27:25.

დავით კაჭარავას "ნიცამ", რომელიც გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტია, შინ მოულოდნელად წააგო გია ლაბაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინთან" - 12:19. კაჭარავამ და ლაბაძემ სრულად ითამაშეს, ბელქანია ტრავმირებულია.

B ჯგუფი, XIII ტური

მონტობანი-ობენა 57:10, რომანი-ბეზიე 32:30, ნიცა-ლა სეინი 12:19, ლავორი-გროლე 27:25, ბლანიაკი-შატორენარი 43:3, ვალანსი-გრასი 28:17.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბეზიე - 41 ქულა, 2. მონტობანი - 39, 3. ბლანიაკი - 35, 4. ლავორი - 33, 5. ნიცა - 32, 6. რომანი - 31, 7. ვალანსი - 30, 8. ლა სეინი - 26, 9. ობენა - 26, 10. შატორენარი - 25, 11. გროლე - 21, 12. გრასი - 9.

C ჯგუფის ლიდერმა თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი ნინიძის "პერიგომ" შინ იოლად დაამარცხა "რიბერაკი" - 31:12.

პერიგოელებმა 57 ქულა დააგროვეს და უახლოეს მდევარ "ლიმოჟს" ხუთი ქულით უსწრებენ.

ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერმა" სტუმრად მოუგო "სენ მედარს" - 18:11. ჩვენებურის გუნდს ახლა 31 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.

"სენ ნაზერს" სამი ქულით ჩამორჩება და მეშვიდე ადგილზეა გიორგი ნაცარაშვილის "სენ ჟუნიენი", რომელმაც სტუმრად მოუგო ირაკლი გუნდიშვილისა და შოთა საყვარელიძის "ნიორს" - 20:15.

C ჯგუფი

ლიმოჟი-ტური 52:3, ვანი-პაი დუ მედოკი 28:10, პერიგო-რიბერაკი 31:12, ნიორი-სენ ჟუნიენი 15:20, სენ მედარი-სენ ნაზერი 11:18, მარმანდი-ლანჟონი 22:22.

სატურნირო მდგოამრეობა

1. პერიგო - 57 ქულა, 2. ლიმოჟი - 52, 3. ვანი - 47, 4. ლანჟონი - 40, 5. მარმანდი - 38, 6. სენ ნაზერი - 31, 7. სენ ჟუნიენი - 28, 8. სენ მედარი -27, 9. რიბერაკი - 19, 10. პაი დუ მედოკი - 14, 11. ნიორი - 9, 12. ტური - 8.

D ჯგუფში დავით ბოლღაშვილისა და სოსო ნიკოლაენკოს "ლილმა" სტუმრად წააგო "ლანამეზანთან" - 14:28, თუმცა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს მაინც ინარჩუნებს.

მერაბ კვირიკაშვილის, დავით ბალანჩივაძის, რეზო გიგაურის, ლევან დათუნაშვილისა და ბექა ურჯუკაშვილის "ფიჟაკმა" შინ მოუგო კარლენ ასეიშვილის "ორტეზს" - 26:15.

კვირიკაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, გუნდს 16 ქულა მოუტანა. თავიდან ბოლომდე ითამაშეს გიგაურმა, ბალანჩივაძემ, დათუნაშვილმა და ასეიშვილმა. ურჯუკაშვილი თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო.

D ჯგუფი

ფიჟაკი-ორტეზი 26:15, ლანამეზანი-ლილი 28:14, ოლორონი-ლურდი 35:14, სენ ჟან დე ლუზი-კასტანე 27:7, მორლაა-კაორი 27:14, ტურნეფოი-ტიროსი 32:23.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტიროსი - 58 ქულა, 2. ლილი - 43, 3. კასტანე - 43, 4. სენ ჟან დე ლუზი - 43, 5. ლანამეზანი - 42, 6. ოლორონი - 36, 7. მოლეონი - 33, 8. მორლაა - 29, 9. ფიჟაკი - 29, 10. ტურნეფოი - 27, 11. ლურდი - 26, 12. ორტეზი - 19, 13. კაორი - 19.

ქართველები ევროტურნირების ფინალში

ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!

RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!