ერთი კაცი ფინალშიც ცოდოა
მეექვსე მატჩის წინ ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ "კლივლენდი" შეძლებდა საკუთარ კედლებში მოგებას და სერიის შვიდ მატჩამდე გაგრძელებას.

მართალია, ლებრონ ჯეიმსი მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი პარტნიორების გამხნევებას, მაგრამ შემადგენლობის სიღრმისა და მოთამაშეთა საერთო კლასში სხვაობის კომპენსირება შეუძლებელი აღმოჩნდა. სტივ კერმა ისევ "დაბალი" ხუთეულით დაიწყო შეხვედრა, ხოლო ენდრიუ ბოგუტს საერთოდ არ მისცა სათამაშო დრო და სათადარიგო ცენტრად ფესტუს ეზელი გამოიყენა.

დევიდ ბლატმა კი ტიმოფეი მოზგოვისა და ტრისტან ტომპსონის სიმაღლის წყალობით გადაწყვიტა გაეგრძელებინა ზეწოლა სამწამიან ზონაზე. წინა მატჩებში ამან ძალიან ბევრი შეცდომა გამოიწვია და გამონაკლისი არც გუშინდელი შეხვედრა აღმოჩნდა. უკვე პირველ მეოთხედში "კავალერებმა" ცხრა შეცდომა დაუშვეს, რომელიც 14 საპასუხო ქულაში გარდაისახა. შესაბამისად, "გოლდენ სტეიტმა" 26:8 გაქცევით დაიწყო მატჩი და პირველი მეოთხედი 13 ქულის სხვაობით მოიგო.

მეორე 12-წუთეულში ბლატმა კიდევ უფრო "აამაღლა" თავისი ხუთეული, როცა ერთადერთ ნომინალურ მცველთან იმან შამპერტთან ერთად, მოედანზე იყვნენ მოზგოვი, ტომპსონი, ჯონსი და ჯეიმსი. მართალია, მასპინძლებმა მეტოქის დაწევა ვერ შეძლეს, მაგრამ დიდი შესვენებისთვის სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს. ამაში თავისი როლი თამაშა "კლივლენდის" დაცვამ. "გოლდენ სტეიტმა" დროებით შეამცირა ქულების დაგროვება, თუმცა ბურთს კარგად ათამაშებდა. პირველი ნახევარში სტუმრების ანგარიშზე 16 შედეგიანი პასი მოდიოდა.

მეორე მეოთხედში ერთ ღირსშესანიშნავ მომენტს ჰქონდა ადგილი - ლებრონმა მორიგი ზუსტი სამქულიანით მატჩში მე-14 და კარიერაში 5002-ე ქულა დააგროვა. ამით ის გახდა 5000-იანთა კლუბის მეექვსე წევრი და ისეთი ლეგენდების გვერდით დადგა, როგორებიც არიან: მაიკ ჯორდანი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი, კობი ბრაიანტი, შაკილ ო'ნილი და ტიმ დანკანი.

მოკლედ, "კლივლენდი" ორ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს, მესამე მეოთხედის სტარტზე კი ტრისტან ტომპსონმა წინ გაიყვანა თავისი გუნდი - 47:45.

თითქოს თამაშში გარდატეხის დრო დადგა, მაგრამ არ დაიბნა "უორიორზის" დამრიგებელი სტივ კერი, რომელმაც მოზგოვის აქტიურობას მოედანზე ფესტუს ეზელის გაყვანით უპასუხა. სათადარიგო ცენტრმა მესამე მეოთხედში რვა ქულა დააგროვა და ეს გახდა "გოლდენ სტეიტის" მორიგი გაქცევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. საინტერესოა, რომ ამ მეოთხედში კარიმ და ტომპსონმა ერთად მხოლოდ ერთი ქულა დააგროვეს, მაგრამ "უორიორზისთვის" ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან სხვები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე.

მართალია, მეოთხე მეოთხედი "კლივლენდმა" 7:0 გაქცევით დაიწყო, მაგრამ მატჩში ინტრიგის აღდგენა არ მოხერხდა. მასპინძელთა რიგებში მოულოდნელად ათამაშდა ჯეი არ სმიტი, რომელმაც 12 წუთში 15 ქულა დააგროვა (ოთხი სამქულიანი ჩააგდო), მაგრამ სამქულიანები "გოლდენ სტეიტსაც" წაუვიდა და კარის, ტომპსონისა და იგუოდალას ზუსტი შორეული ტყორცნების შემდეგ სხვაობა 14 ქულამდე გაიზარდა. "კავალიერზმა" მხოლოდ ის მოახერხა, რომ ბოლოსკენ ჯარიმების ტაქტიკით სცადა მატჩის გადარჩენა და ერთხელ ოთხ ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ როცა საფინალო სირენამდე სმიტმა სამქულიანი ააცილა, ბრძოლამ ყოველგვარი აზრი დაკარგა.

ლებრონმა მატჩის დასრულებისთანავე მიულოცა კარის და გასახდელისკენ გაემართა. პირველი სამი შეხვედრის შემდეგ გაჩნდა აზრი იმის შესახებ, რომ ჯეიმსი შეიძლებოდა გამხდარიყო მეორე მოთამაშე NBA-ის ისტორიაში, რომელსაც ფინალური სერიის წაგების მიუხედავად დაასახელებდნენ საუკეთესო მოთამაშედ. მაგრამ ბოლო სამ მატჩში მარცხის გამო, ამის შანსი აღარ დარჩა. ფინალური სერიის MVP გახდა ანდრე იგუოდალა, რომელიც სწორედ ჯეიმსს მეურვეობდა, მაგრამ მოასწრო და სერიაში თავისი გუნდის მეორე ბომბარდირი გახდა.

კლივლენდი-გ. სტეიტი 97:105

15:28, 28:17, 18:28, 36:32

კ: ჯეიმსი (32+18 მოხსნა+9 პასი+6 შეცდომა), სმიტი (19+5 მოხსნა), მოზგოვი (17+12 მოხსნა+4 დაფარება), ტომპსონი (15+13 მოხსნა).

გ-ს: კარი (25+9 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), იგუოდალა (25+5 მოხსნა+5 პასი), გრინი (16+11 მოხსნა+10 პასი+3 ჩაჭრა), ეზელი (10), ლივინგსტონი (10).

სერია: 2-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია