ამ დღეს ჯერი შეა გახდა პირველი მორაგბე, რომელმაც საერთაშორისო შეხვედრაში ყველა შესაძლო ხერხით მოიპოვა ქულები

1920 წელი

ჯერი შეა გახდა პირველი მორაგბე, რომელმაც საერთაშორისო შეხვედრაში ყველა შესაძლო ხერხით მოიპოვა ქულები. მან უელსის ნაკრების შემადგენლობაში ინგლისის ეროვნულ გუნდთან მატჩში ერთი ლელო, ერთი გარდასხვა, ერთი საჯარიმო და ორი არეკნი მიითვალა. უელსელებმა მეტოქე 19:5 დაამარცხეს.

1948 წელი

უელსის ნაკრებში "კარდიფ ბლუზის" ათმა მორაგბემ ითამაშა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. უელსელებმა სტუმრად, "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებთან ფრედ ითამაშეს - 3:3. ინგლისელთაგან საჯარიმო, უელსელი გარემარბის კენ ჯოუნზის ლელოს საპირწონედ, სიდ ნიუმენმა გაიტანა.

1959 წელი

კარდიფში, ატალახებულ მოედანზე, უელსის ნაკრებმა "პომები" დებიუტანტის დიუი ბების ერთადერთი ლელოს წყალობით დაამარცხეს - 5:0. ამავე მატჩში დებიუტი ჰქონდა ინგლისელთა მგეზავ ბეი რიზმანს, რომელმაც მოგვიანებით "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში ოთხი მატჩი გამართა. 23 წლის ასაკში კი რაგბი ლიგაში გადაბარგდა.

1962 წელი

ყმაწვილი ბობ ჰილერი თემზის სამხრეთ სკოლის ნაკრების დამრტყმელი იყო. თუმცა მისი გუნდი ჩრდილოელებმა 6:8 დაამარცხეს.

1976 წელი

უელსის ნაკრებმა "თვიქნემზე" ინგლისის ეროვნულ გუნდთან მატჩში ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია - 21:9. უელსელთაგან ორი ლელო ჯი პი არ ვილიამსმა დადო. ერთი ლელო, კიდევ ერთი ლეგენდარული მორაგბის, გერეთ ედვარდსის ანგარიშზეა. უელსის ნაკრებმა დიდი სლემი შეასრულა.

1981 წელი

უელსის ნაკრებმა ხუთი ერის გათამაშება კარდიფში "პომებთან" გამარჯვებით გახსნა - 21:19. გამარჯვების მომტანი საჯარიმო მატჩის ბოლო წუთზე სტივ ფენვიკმა გაიტანა. ჯარიმა ბრინმორ ვილიამსმა, შემდგომში ინგლისელთა ლეგენდარულ მწვრთნელ, კლაივ ვუდვორდთან ორთაბრძოლაში გამოიმუშავა. "პომებს" 19 ქულა ფულბეკმა დასტი ჰარიმ მოუტანა. მან ერთი ლელო და ხუთი საჯარიმო გაიტანა. ჯი პი არ ვილიამსმა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მეთერთმეტედ ითამაშა და ყველა მატჩში გამარჯვებული გამოვიდა.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა